კატეგორია: სამართალი

”გ.ჯ. ამბობს, რომ არავინ დაუჭრია…დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნებს” – ადვოკატმა კომენტარი გააკეთა

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს კონფლიქტში მონაწილებას, თუმცა აცხადებს, რომ მას არავინ დაუჭრია. “დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს. ჭრილობები, რომლებიც გარდაცვლილებს აქვს,აუცილებლად დადასტურდება, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ არ არის მიყენებული. რაც შეეხება დანას, რომელიც კონფლიქტის ადგილას იპოვეს, ჯერ არ ვიცით ვის ეკუთვნის. ” – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ. მისივე თქმით, ბრალდებულის ოჯახი არ აპირებს გამართლებისთვის ბრძოლას, თუმცა […]

ხორავაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული თენგიზ კალანდია შსს-ს თანამშრომელია – მან შვილები შემთხვევის ადგილიდან წამოიყვანა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებული თენგიზ კალანდია შსს-ს თანამშრომელია. შსს-ში აცხადებენ, რომ ხორავა საფინანსო სამსახურში მუშაობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის კადრებს განკარგულებაში იმყოფება. როგორც ირკვევა, ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა კალანდიას ორი ვაჟი. მათ მამამ საკუთარი მანქანით მიაკითხა და შემთხვევის ადგილიდან წამოიყვანა. ამასთან გამოძიების ინფორმაციით, კალანდია კვალის დაფარვას შეეცადა. კალანდიას შვილები დაკავებულები არ არიან, რადგან […]

ხორავაზე მკვლელობის საქმეზე მამა-შვილი და კიდევ 3 პირი პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა

პროკურატურამ თბილისის #51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის ხუთი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, 2017 წლის 4 დეკემბერს, თბილისის პროკურატურამ ქ. თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის თ.კ., მ.კ., ლ.კ., გ.შ. და ზ.წ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. „გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა დაფარეს […]

გ.ჯ. დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს

მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. ამის შესახებ არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა, რომელიც დღეს პოლიციას ჩაბარდა, ტარიელ კაკაბაძემ “კურიერის” პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი გ.ჯ. საგამოძიებო უწყებას დღეს ჩაბარდა. ის ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა. ნიუპოსტი

თელავში მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა

თელავში მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა. თვითმხილველების ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას გაზის სისტემიდან ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის დროს მანქანის მძღოლი მძიმედ დაშავდა. თავდაპირველად დაშავებული თელავის რეფერალურ საავდმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს. ნიუპოსტი

51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე პოლიციაში დაკითხვაზე მივიდა

51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე სამართალდამცავებს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ჩვენებას აძლევს. დირექტორი მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ცოტა ხნის წინ პოლიციას ჩაბარდა ძებნილი არასრულწლოვანიც. სასტიკი მკვლელობის საქმეზე ხუთი პირია დაკავებული. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე არასრულწლოვან ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ თავი მოიკლა

ბაღდათის ყოფილი გამგებელი ირაკლი გეგეშიძე საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ბაღდათის გამგეობაში ადასტურებენ. მათი განმარტებით, გეგეშიძემ 3 დეკემბერს თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოიკლა თავი. თვითმკვლელობის მიზეზი მათთვის უცნობია. ირაკლი გეგეშიძეს ბაღდათის გამგებლის თანამდებობა 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ეკავა. ის მანამდე საჯარო სტრუქტურაში არ მუშაობდა და მხოლოდ ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული. გეგეშიძე 2016 წლის 25 აპრილს დიდი […]

გორში მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

გორში, ძმები რომელაშვილების ქუჩაზე, საკუთარი სახლის ეზოში 29 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, მამაკაცი ჩამომხრჩვალი იყო. გარდაცვლილის ცხედარი ოჯახის წევრებმა იპოვეს. როგორც „ნიუპოსტს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ნიუპოსტი

ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულ მოსწავლეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ – მიმალვაში მყოფს დაუსწრებლად

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. აღნიშნულით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ორივე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. როგორც ცნობილია, 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული, რომლიდანაც ერთი დაკავებულია, მეორე კი მიმალვაში იმყოფება. შესაბამისად, მიმალვაში […]

მოზარდების მკვლელობაში ბრალდებული ბერას მეგობრის დისშვილია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე, გ.ჯ. რომელიც ახლა მიმალვაში იმყოფება, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის – ბერა ივანიშვილის ახლო მეგობრის, სერგი ნაკაიძის დისშვილია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას პრესა.ჯი ავრცელებს. სერგი ნაკაიძე პროდიუსერია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მისი მეშვეობით საქართველოს ბევრი სხვადასხვა ცნობილი შემსრულებელი ესტუმრა. ნიუპოსტი