კატეგორია: სამართალი

ჰიპერმარკეტ “გორგიას” დამფუძნებლის, გია გორგოშაძის გატაცების მცდელობის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა

ჰიპერმარკეტ “გორგიას” დამფუძნებლის, გია გორგოშაძის გატაცების მცდელობის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია განიხილავს. მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე, როგორც ბრალდების ისე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად სცნო. ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, გარკვეული მტკიცებულებების, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის რამაზ მენთეშაშვილის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების ოქმის დაუშვებლად ცნობაზე. […]

წყალტუბოში სასაფლაოზე მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

წყალტუბოში არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ი. ტ-ს სასამართლო პროცესი დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ბრალდებულის ინტერესებს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს იურისტი ირაკლი შენგელია იცავდა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობის ფაქტს აღიარებს, თუმცა წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს. ბრალდებულს გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის მეორე პუნქტის “ბ” […]

გიორგი ნანეტაშვილის ოჯახისთვის ფულის გამოძალვისთვის 2 პირი დამნაშავედ ცნეს, 1 გაამართლეს

გონიოში, ზღვაში დაკარგული სამხედროს ოჯახისთვის თანხის გამოძალვის მცდელობაში ბრალდებული სამი პირიდან ორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ერთი კი გაამართლა. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია სესიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულები ვახტანგ ბოლქვაძე და გია ხიდურელი თაღლითობის მცდელობაში დამნაშავედ იქნენ ცნობილები და სასჯელის სახით ბოლქვაძეს 7 წლით და ხიდურელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. რაც შეეხება ჯამბულ […]

ავარია ახმეტაში – 2 ადამიანი დაშავდა

ახმეტაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოგირს დაეჯა. შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო რაცტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ნიუპოსტი

”ნადია პაპუკიშვილი ცემით მოუკლიათ, ნაწვალები იყოო” – მოკლულის ნათესავი დეტალებს ყვება

სოფელ კარალეთში 70 წლის ნადია პაპუკიშვილის სასტიკ მკვლელობას სოფელში ძარცვას უკავშირებენ. თუმცა, მოკლულის ნათესავებისთვის გაუგებარია მკვლელობის აღნიშნული მოტივი, რადგან ფიქრობენ, რომ გარდაცვლილს ფული არ ექნებოდა. – ცემით მოუკლიათ, ნაწვალები იყოვო. დანით არ არის მოკლული. 4 შვილი ჰყავს, მაგრამ სახლში მარტო იყო. ბიჭი რუსეთში ცხოვრობს. ამ ზაფხულს აქ იყო, სახლები გააკეთა და წავიდა და მარტო დატოვა […]

დედის ცემისთვის ოზურგეთში მ.ა. დააკავეს

შსს-მ ოჯახური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული მ.ა., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას – 1951 წელს დაბადებულ ლ.ჭ.-ს, რომელმაც მომხდარის შესახებ […]

ბრალი, რომელსაც, სავარაუდოდ, სააკაშვილს წარუდგენენ, 3-5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

მიხეილ სააკაშვილს ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით წარედგინება.რაც დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა: „უკრაინული მხარისათვის შუამდგომლობა სააკაშვილის ექსტრადირებაზე გაგზავნილია“

დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადეს, მოითხოვს თუ არა საქართველოს პროკურატურა უკრაინიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდნეტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციას. – როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურას გაგზავნილი აქვს უკრაინული მხარისათვის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე, ხოლო შემდგომი გადაწყვეტილებები […]

ბექა ბასილაია: სააკაშვილის უკრაინაში დაკავება, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს საეჭვოდ ემთხვევა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქართველი ადვოკატი ბექა ბასილაია სააკაშვილის დაკავებას პოლიტიკურს უწოდებს და უკრაინული ოპოზიციის ლიდერის საქართველოში ექსტრადირებას არ გამორიცხავს.ადვოკატის თქმით, უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს საეჭვოდ ემთხვევა. – ჩვენთვის ამ ეტაპზე დაკავების საფუძველი უცნობია, შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცედურებთან დაკავშირებით, კონკრეტული კომენტარის გაკეთება სამართლებრივ ჭრილში გაგვიჭირდება, თუმცა […]

გომელაური – “ჩატაევი საქართველოში მწვანე საზღვრით შემოვიდა… იარაღი კი ტყეში სამალავიდან აიღო”

ცოტა ხნის წინ სუსის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურსა და პარლამენტის ნდობის ჯგუფს შორის შეხვედრა დასრულდა. ვახტანგ გომელაურმა ნდობის ჯგუფს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გომელაურის ინფორმაციით, ტერორიზმში ბრალდებულებმა იარაღი ტყეში არსებული ერთ-ერთი სამალავიდან მოიპოვეს. ამის შესახებ გომელაურმა ნდობის ჯგუფში გამართული მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამჟამად გამოძიება ექსერტიზის დასკვნებს […]