კატეგორია: სამართალი

გურამ გუმაშვილის ბიძა: ვერ გაგახარებთ, ჩემი ძმიშვილი სპეცოპერაციისას არ მოკლეს

გურამ გუმაშვილის ბიძა, რომელიც პანკისის ხეობის მკვიდრია ირწმუნება, რომ რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას მისი ძმიშვილი, გურამ გუმაშვილი არ მოუკლავთ.ზაურ გუმაშვილის განმარტებით, ის მისი ძმიშვილის ოჯახს დაუკავშირდა და მათ მედიით გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. –  ამ ამბავის გავრცელება ვიცი ვის ინტერესშიც შედის, არ მინდა ამ ამბების დაკონკრეტება, ვიცი, რომ გურამი ცოცხალია, ჩვენთვის სირიადანაც არავის […]

 ხანძარი სოხუმში – ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ სავაჭრო ცენტრს ცეცხლი გაუჩნდა

გუშინ, ღამით სოხუმში, სუპერმარკეტ „სოხუმს“ ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად 200 კვადრატულ მეტრი განადგურდა. ხანძარს 30-ზე მეტი მეხანძრე ებრძოდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. სუპერმარკეტი „სოხუმი“ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრია.

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

მთავარ პროკურატურასთან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს კარავის გაშლის საშუალება პოლიციამ არ მისცა. რამდენიმე წუთის წინ პროკურატურასთან მობილიზებულმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს. დაპირისპირების შედეგად აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნარგიზა კაცაძე შეუძლოდ გახდა. მას სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია. აქციის მონაწილეებმა მთავარი პროკურატურის შესასვლელისკენ გადაინაცვლეს. მათი მოთხოვნაა, გადადგეს […]

ხიდისთავში მანქანა მდინარეში გადავარდა – გარდაცვლილია ერთი პირი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხიდიდან მდინარეში გადავარდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი პირი ხოლო დაშავდა ასევე ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომდარზე გამოძიება სსკ 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებების დარღვევით ექსპლოატაციას გულისხმობს.

„გუმაშვილი სირიაში იმყოფება, ჩატაევმა თავი შაჰიდის ქამრით აიფეთქა“ 

ანალიტიკოსი და ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ აჰმედ ჩატაევმა თავი შაჰიდის ქამრით აიფეთქა.როგორც „ნიუპოსტს“ ჟურნალისტმა განუცხადა, თუ შაჰიდის ქამრის არსებობა დადასტურდა, გამოდის, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულები ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ, რომელიც შესაძლოა, თვითმკვლელთა მონაწილეობით განხორციელებულიყო. ამასთან, ნინო ბურჭულაძე „ნიუპოსტთან“ ექსკლუზიურად აცხადებს, რომ ​სპეცოპერაცისას ლიკვიდირებული ერთ-ერთი პირი ადამ (გურამ) გუმაშვილი, იგივე ფაიზულა […]

უმარ იდიგოვი – თბილისში ახმედ ჩატაევი დაიღუპა, ამაში ახლა დარწმუნებული ვარ

თბილისში სპეცოპერაციისას მოკლული ერთ-ერთი პირი ნამდვილად ახმედ ჩატაევია, – ამის შესახებ გამოცემა „კავკაზსკი უზელის” კორესპონდენტს “კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის” პრეზიდენტმა, უმარ იდიგოვმა განუცხადა. – თბილისში ახმედ ჩატაევი დაიღუპა, ახლა ამაში დარწმუნებული ვარ… ამის შესახებ მე მისი ახლობლებისგან გავიგე. მე არ მოველოდი, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ჩატაევი მე არ დამიკავშირდებოდა. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ, რატომღაც, […]

სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედი დუდაევია – სააპელაციო სასამართლო ადასტურებს

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედი დუდაევია. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაუდასტურეს. მათივე განმარტებით, საედი დუდაევის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და ის მოსამართლე გიორგი მიროტაძეს დაეწერა. სასამართლოში ასევე აცხადებენ, რომ პროცესი ხვალ გაიმართება, თუმცა კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ. ცნობისთვის, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის […]

რატომ იყო გათიშული „ლეოგრანდში“ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა

 ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გამომწვევ ერთ-ერთ ვერსიად გამოძიება შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ხელოვნურად გათიშვას განიხილავს – ამის შესახებ „ნიუპოსტს“ კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა. როგორც წყარო ამბობს, იმის გამო, რომ სტუმრებს ნომრებში სიგარეტი მოეწიათ, სასტუმროში შესაძლოა, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გათიშული ყოფილიყო. ამასთან, არსებობს არაოფიციალური ინორმაცია იმის შესახებ, რომ ტრაგედიის დღეს ბათუმს გაზი დაბალი წნევით მიეწოდებოდა, რის გამოც სასტუმროების უმეტესობაში […]

„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებული გიორგი კუკავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

მიმდინარე წლის 16 მარტს ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ გაყაჩაღებაში ბრალდებული გიორგი კუკავა სასამართლომ დღეს გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ „ნიუპოსტის“ ინფორმაციით სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდები არ ემთხვეოდა დაკავებული გიორგი კუკავას ანაბეჭდებს და იგი ეკუთვნის სხვა პირს, რომელიც ასევე ეჭვმიტანილია მიროსაფინანსო ორგანიზაცია „ვივუსის“ დაყაჩაღებაშიც. კუკავა 9 თვის განმავლობაში საპატიმრო დაწესებულებაში […]

რობერტ ახალაიას ანა ხელაძის მკვლელობის გარდა, ბრალად მისი გაუპატიურების მცდელობაც ედება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა იწყება. სასამართლოს წინაშე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან. როგორც სხდომის დაწყებამდე “ინტერპრესნიუსს” პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განუცხადა, რობერტ ახალაიას ბრალი ედება გაუპატიურების მცდელობაში და განზრახ მკვლელობაში. – მას ბრალი ედება გაუპატიურების მცდელობაში და დამამძიმებელ გარემოებაში განზრაზ მკვლელობაში განსაკუთრებული სისასტიკით და სხვა […]