კატეგორია: სამართალი

სპეცოპერაციის ადგილიდან დაცხრილული მანქანა გამოიყვანეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც სპეცოპერაცია დამთავრდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცოტა ხნის წინ ტერიტორიიდან გაიყვანეს ავტომანქანა, რომელიც სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისას დაზიანდა. ფოტო: 1 tv.

სავარაუდო ტერორისტები მამა და მისი ორი ვაჟია

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ერთი ოჯახის წევრები არიან. დაუდასტურებელი ცნობთ, პოლიციას ცეცხლი ძმებმა და მათმა მამამ გაუხსნეს. როგორც ირკვევე, სპეცოპერაციისას დაკავებული პირი სავარაუდოდ, რიზვან გორნაკაშვილია. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ უკანასკნელმა ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილებს თბილისში ბინა დააქირავებინა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამი სავარაუდო ტერორისტიდან სამივე ლიკვიდირებულია

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციისას საცხოვრებელ სახლში გამაგრებული სამი სავარაუდო ტერორისტიდან სამივე ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის დამატებითი ცნობები არ ვრცელდება. ცოტა ხნის წინ საუბარი იყო 1 ლიკვიდირებულ პირზე, რომელიც, სავარაუდოდ, ბინაში იყო გამაგრებული.

სპეცოპერაცია – ლიკვიდირებულია 1 პირი

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია დასრულებულია, ლიკვიდირებულია ერთი პირი. არიან დაჭრილები. ტერიტორიას ტოვებს ჯავშანტექნიკა და სამართალდამცავები. ადგილზე რჩებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სპეცოპერაციისას დაკავებული პირი, რომლის შესახებაც ინფორმაცია სუს-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა, რიზვან გორნაკაშვილია. ინფორმაციას ამის შესახებ “აქცენტი” პანკისის ხეობის მაცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახლობლები გორნაკაშვილთან დაკავშირებას გუშინიდან მოყოლებული ვერ ახერხებდნენ. დაკავებული ხელოსანია და […]

სპეცოპერაცია დასრულდა – სავარაუდო ტერორისტები დაჭრილი არიან

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცის დროს ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირი, რომელიც ერთ-ერთი კორპუსის ბინაში იყვნენ გამაგრებულები, დაიჭრა. არსებობს ინფორმაცია, რომ სასწრაფო დახმარება რამდენიმე ადამიანს კიდევ დასჭირდა, თუმცა უცნობია ვინ არიან დაშავებულები და სად გადაიყვანეს ისინი. სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ტერიტორიას ჯავშანტექნიკა და სპეცრაზმი ტოვებს. იმედინიუსი

კონსტანტინე მუმლაძე: ”დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა”

სპეცრაზმელი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ დაადასტურა. – მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე გამოხატული იყო ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა. ქალა სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ქალას ფუძის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები, ტრავმა იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი, სამწუხაროდ, პაციენტი გარდაიცვალა, – განაცხადა ექიმმა. მისი თქმით, პაციენტის ასაკი 41 წლის იყო, მისი ვინაობა ექიმს არ […]

სპეცოპერაციის ადგილიდან სასწრაფოს მანქანებს დაჭრილები გამოყავს

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც 22 საათზე მეტია, სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ამ წუთებში სასწრაფო დახმარების მანქანებმა დაჭრილები გამოიყვანეს. “ნიუპოსტის” კორესპოდენტის თქმით, სავარაუდოდ დაჭრილია ორი ადამიანი. ადგილზე ინტენსიური სროლის და აფეთქების ხმა ისმოდა.

ასლან ჯაბრაელოვი, რომელმაც სავარაუდო ტერორისტებს სახლი მიაქირავა, ახმეტის პოლიციაში გადაიყვანეს

26 წლის ასლან ჯაბრაელოვი, რომელმაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საკუთარი საცხოვრებელი სახლი ტერორიზმში ეჭვმიტანილებს მიაქირავა, დილიდან დუისის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იყო. imedinews-ს დუისის მცხოვრებლებმა უთხრეს, რომ ჯაბრაელოვი დუისიდან ახმეტის პოლიციაში გადაიყვანეს. სახლის მეპატრონეები ტერორიზმში ეჭვმიტანილებზე ბინის მიქირავებას უარყოფენ. სუსის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, დანარჩენების დასაკავებლად კი ოპერაცია მიმდინარეობს. სუსი არ ადასტურებს ინფორმაციას […]

კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე იმ კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სროლების და აფეთქებების შედეგად ცეცხლი გაჩნდა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე არის და სახანძროები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. ძლიერ კვამლს და აალებას წინ უძღოდა ინტენსიური სროლა, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება.

სავარაუდო ტერორისტების ბინის მფლობელი თინა გაორგაშვილია, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს – ბინა მერი ხანგოშვილზეა გაფორმებული

ბინის მფლობელი, სადაც სავარაუდოდ ტერორისტული დაჯგუფების წევრები იმყოფებიან, ავსტრიაში მცხოვრები თინა გაორგაშვილია, ხოლო ბინა ოფიციალურად მერი ხანგოშვილზეა გაფორმებული. ორივე მათგანი პანკისისის ხეობის მკვიდრია, თუმცა გაორგაშვილი უკვა რამდენიმე წელია ავსტრიაში იმყოფება. პანკისიდან გავრცელებული ინფორმაციით თინა გაორგაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ის ამ ეტაპზე კონტაქტური არაა. თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ პანკისის ხეობაში. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ […]