ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში საეჭვო გარემოებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მაზლმა, რომელმაც ნათესავის დაკრძალვის დღეს თვითმკვლელობა სცადა, ფსიქიატრიული კლინიკა დატოვა. ფაქტი „ნიუპოსტს“ ეკა ნაქევხრიშვილის ქმარმა გია გურასპაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ძმა საკუთარ სახლში იმყოფება, თუმცა მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. – გამოწერეს, არ მინახავს და არც მაინტერესებს… ალბათ, საკუთარ სახლშია,“ – უთხრა „ნიუპოსტს“ გურასპაშვილმა, რომელიც ძმას მკვლელობასა […]
კატეგორია: სამართალი
ფინანსურმა მარტვილის გამგეობის თანამშრომლები დააკავა
მარტვილის გამგეობის თანამშრომლები ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებული. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს: – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის, ურბანული განვითარებისა […]
წულუკიანი: ქართველების დეპორტაციაზე უკრაინულ მხარესთან კომუნიკაცია არ ყოფილა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ქართველების დეპორტაციასთან დაკავშირებით, უკრაინულ მხარესთან კომუნიკაციას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამ თემაზე ორი ქვეყნის უწყებებს შორის არანირი მოლაპარაკება არ ყოფილა. – არავითარი კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის უწყებებს შორის, რაც შეეხება, იუსტიციის სამინისტროებს, არ ყოფილა. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ჩვენი ქვეყანა არის ღია და რა თქმა უნდა, მათ თუ უცხო ქვეყნის სახელმწიფო […]
დათა ახალაიამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე შესაძლოა სასამართლოს ჩვენება მისცეს
სანდრო გირგვლიანის საქმეზე კუდ-ის ყოფილმა უფროსმა დათა ახალაიამ შესაძლოა სასამართლოს ჩვენება მისცეს. ახალაიას დაკითხვას სასამართლოზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დავით კაკოიშვილი გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, სასამართლოში დისტანციური წესით დაკითხვაზე დაცვის მხარეს დათა ახალაიასგან თანხმობა უკვე მიღებული აქვს. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი “სკაიპით” დაიკითხება, ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფება. გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს […]
გრიგოლეთში ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა
შსს-მ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ნ.ქ. ნარკოდანაშაულისთვის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 97 აბი და 3 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში […]
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის უფროსად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა. ბესიკ ამირანაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს. ამირანაშვილი 2008-2012 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. 2012-2013წწ. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2013-2014წწ. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, 2014-2015წწ. შსს-ს იმერეთის, […]
“კანონიერი ქურდები” თურქეთში სისხლისღვრისთვის ემზადებიან
ყველაზე გავლენიანი აზერბაიჯანელი “კანონიერი ქურდი” ნადირ სალიფოვი (ლოტუ გული) ქურდული სამყაროს “ბოსთა ბოსის” ტიტულისათვის იბრძვის. იგი ერთის მხრივ აცხადებს, რომ “ქურდების ბოსი” არ უნდა არსებობდეს და ამ ტიტულის დაუფლების შემდეგ იგი თანამოძმეებს “ძმურად” მოექცევა, თუმცა ვრცელდება ხმები, რომ ამგვარი პოზიცია სალიფოვს კონკურენტების მოსაშორებლად სჭირდება. როგორც მოსალოდნელია “გული” პირველ დარტყმას სოხუმელთა დაჯგუფებას და მის ლიდერს მერაბ […]
ლია მუხაშავრია: “ახალი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილზე ნაკლები არ უნდა იყოს”
ადამიანის უფლებათა დამცველი, იურისტი ლია მუხაშავრია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ახალი სახალხო დამცველის შერჩევაზე საუბრობს. – ქალბატონო ლია, სახალხო დამცველმა ციანიდის საქმეზე ანგარიში წარადგინა, სადაც ნანუაშვილი აცხადებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით დანაშაული არ მტკიცდება. ამას მოჰყვა განცხადებები, მათ შორის იუსტიციის მინისტრის, რომელმაც თქვა, რომ ნანუაშვილი ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველია. ხელისუფლების მხრიდან ეს გზავნილები ახალი ომბუდსმენის შერჩევის ფონზე […]
ივანე ნადირაძის დედა: „ჩემი შვილი მეომარია, პოლიტიკოსი არ არის, ის ებრძვის უკრაინის და საქართველოს საერთო მტერს“
– ჩემი შვილი არის მეომარი, ჩემი შვილი პოლიტიკოსი არ არის, ის ებრძვის უკრაინის და საქართველოს საერთო მტერს, – ეს განცხადება, უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, ივანე ნადირაძის დედამ გააკეთა. ნადირაძე უკრაინის დანარჩენ 8 ქართველთან ერთად უკრაინის უშიშროების სამსახურმა 17 ნოემბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მისი საქართველოში დეპორტაცია მოხდა, თუმცა დაკავებულები, მათ შორის არც ნადირაძე საქართველოში ამ დრომდე […]










