კატეგორია: სამართალი

სამეგრელოში ბავშვს ამონალი აუფეთქდა და ხელი მტევანი წაართვა

სამეგრელოს რეგიონში მომხდარი შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანმა ბავშვმა მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა. პირველი არხის ინფორმაციით, ბავშვი საავადმყოფოში ამპუტირებული კიდურით შეიყვანეს. მცირეწლოვანს სავარაუდოდ, ხელში ნივთიერება ამონალი აუფეთქდა. მომხდარის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. იმედინიუსი

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – დაშავებულია მცირეწლოვანი

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დედას შვილი ქუჩაზე გადაჰყავდა, რა დროსაც ბავშვზე ხელი გაეშვა და მცირეწლოვანი მოულოდნელად მოძრავ მანქანას შეუვარდა. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია. ბავშვი მშობლებმა კლინიკა „ინტერმედიკაში” გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მცირეწლოვანი კონტაქტურია და მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნება.

ნინო მიქიაშვილი: გიორგი ბარათელმა რუსუდან შარაძესთან სულ სამი სიტყვა დამაბარა – „შენ მართალი იყავი”

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი გიორგი ბარათელის ციხიდან გათავისუფლების საკითხს სოციალურ ქსელში ასე ეხმიანება: – დღეს, 2017 წლის 17 ნოემბერს ბარათელი ციხიდან გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს უთხრა რომ გურამ შარაძე მან მოკლა. მე ვთვლი რომ სწორად მოიქცა. ციხე მკვლელის სახელით დატოვა. საქმის ხელახალი ძიება მიმდინარეობს. ჩემი აზრით, მისი სიცოცხლე ისევ საფრთხეშია, რადგან ნამდვილი მკვლელი და დამკვეთი თავისუფალია. მიქიაშვილი, 2012 წელს, გიორგი […]

გერმანიის პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი 31 წლის ქართველი დააკავა

გერმანიის პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავა, რომელიც თავს ტურისტად ასაღებდა, – ინფორმაციას გერმანულ მედიაზე დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს. სამართალდამცავებმა Audi-ის მარკის საეჭვო ავტომობილი ქალაქ ბამბერგში გააჩერეს. მძღოლმა პოლიციას მართვის მოწმობა ვერ წარუდგინა. მანქანის ჩხრეკისას ამოღებულია 1.200 ევროს ღირებულების მოპარული პარფიუმერია. ასევე 350 ევროდ შეფასებული ქურთუკი. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 31 წლის კაცი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამჟამად ის […]

ლაფანყურში მანქანა აფეთქდა – დაიღუპა რუსეთის მოქალაქე

თელავის რაიონში ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევა სოფელ ლაფანყურში მოხდა. imedinews-ის ინფორმაციით, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ხევში გადავარდა და აფეთქდა. მანქანის მძღოლი რუსეთის მოქალაქე იყო, რომელიც ადგილზე დაიღუპა, მგზავრი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტი შოკურ მდგომარეობაში იყო და ის სახლში უკვე გაწერეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის […]

ვინა არიან საფრანგეთში დაკავებული ქართველი კანონიერი ქურდები ილია ხელაძე, რევი დარახველიძე, გიორგი ფოლადაშვილი, თევდორე გაბისონია და ნიკოლოზ ნოდია

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზსა და მის გარეუბნებში მაფიოზური დაჯგუფების 35 წევრი დააკავეს, რომელთაგან 8 ქალია. როგორც ფრანგული მედია წერს, დაკავებულთა უმრავლესობა ქართველია და ისინი ქუთაისელი ე.წ. კანონიერი ქურდის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ. გამოძიება 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაჯგუფების წევრები ეჭვმიტანილები არიან ქურდობაში, ყაჩაღობაში, გამოძალვასა და ტრეფიკინგში. „კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებული ქართველებიდან 5 კანონიერი ქურდია, მათ შორისაა, ილია ხელაძე, […]

ავჭალაში 15 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო

ავჭალაში 15 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. ამის შესახებ “პირველს” შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა. სუიციდის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. როგორც “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

შარაძის მკვლელობაში ბრალდებულმა საპატიმრო დატოვა – ყოფილი პატიმარი მკვლელობას აღიარებს

10 წლიანი პატიმრობის შემდეგ, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო დატოვა. ბარათელი ამბობს, რომ დანაშაული მან ჩაიდინა. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ყოფილმა პატიმარმა თქვა, რომ არ იცის, რის საფუძველზე აკეთებენ აკადემიკოს შარაძის ოჯახის წევრები განცხადებებს, რომ ბარათელი უდანაშაულოა. ბარათელი ამბობს, რომ ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პირადად მას პროკურატურისთვის არ მიუმართავს. – მე პირადად არავის […]

54 წლის მამაკაცი, რომელსაც რუსთავში ავტომანქანა დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ქვეითად მოსიარულე მამაკაცი, რომელსაც გუშინ ავტომობილი დაჯახა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღმოაჩნდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რუსთავში, წუხელ შარტავას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილლველთა განცხადებით, ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. რომელთაგან ერთ-ერთი მოცურდა და ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. მანქანებში მყოფი მგზავრებიდან არავინ დაშავებულა. დაშავებული აქვეითად მოსიარულე კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს, […]

საფრანგეთში ქართველი კანონიერი ქურდები დააკავეს

პარიზში და პარიზის გარეუბანში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურმა სამმართველომ 35 კაციანი ჯგუფი დააკავა, რომელთა შორისაც კანონიერი ქურდები არიან. ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFM TV იუწყება. არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი დაკავებული იყო ბინების გაქურდვით, ქურდობითა და სიგარეტის კონტრაბანდით. აღნიშნულ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ასევე იყო ჩართული საფრანგეთში საქართველოს საელჩო, ევროპოლი და […]