კატეგორია: სამართალი

“პოლიციელმა ავთანდილ გალდავამ გრიგოლ კაპანაძე სცემა, რადგან მისი სიმამრი კანონიერი ქურდია” – შსს განმარტებას აკეთებს

ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი, სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს. გრიგოლ კაპანაძე გამოკვლევისთვის ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. მისი მონახულების უფლება ქონდა ადვოკატსაც. ეკა აბაშიძის თქმით, დაკავებულს დაზიანებები აღენიშნება. კაპანაძე ამბობს, რომ პოლიციელებმა სცემეს. ადვოკატის განცხადებით, კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც დროებითი მოთავსების იზოლატორმა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაკავებული არ მიიღო. უფლებადამცველი და ოჯახის წევრები, მომხდარის გამოძიებას […]

სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში – ნარკორეალიზაციის ბრალდებით, დაკავებულია ორი ქალი და ორი მამაკაცი

ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია დასრულდა. სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ისინი უკვე გადაიყვანეს პოლიციაში. ფონიჭალაში ერთდროულად ოთხი სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. დაკავებულებიდან ორი მამაკაცი, ორი კი ქალია. დაკავებულები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში აიყვანეს. ჩატარდა სახლების ჩხრეკა, ამოღებულია მტკიცებულებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, გასაღებას […]

ტრანსგენდერი ქალის ცემისთვის ავთანდილ გ.-ს 6 თვით ციხე მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის მიმართ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის გამო ჩადენილი ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) გათვალისწინებული შედეგი, ავთანდილ გ.-ს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის […]

ბორის ფარულავა – ”ციხის კადრები მე და რამდენიმე თანამოაზრემ გადავიღეთ”

– ციხის კადრები მე და რამდენიმე თანამოაზრემ გადავიღეთ და ჩვენს ქმედებასთან ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს კავშირი არ ჰქონიათ. ამის შესახებ ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმემ, ბორის ფარულავამ, მეტსახელად “ბასტიმ”, განაცხადა. ”ბასტი” 2012 წელს სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი იყო სწორედ იმ დროს, როდესაც მოხდა კარანტინის დაშლა. მოწმემ გაიხსენა 2012 წლის […]

„სხვისი საკუთრების მიმტაცებელი” – აქცია ,,დინამოს” პრეზიდენტის წინააღმდეგ

თბილისის დინამოს ბაზასთან სამშენებლო კომპანია “ბაუ სთარის” თანამშრომლები და კლიენტები საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას წინააღმდეგ აქციას მართავენ. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შეჩერდა. დავა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. “დინამოს” ხელმძღვანელობა ბაზასთან კორპუსის აშენებას ეწინააღმდეგება, ხოლო დღევანდელი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბინები მათ 2018 […]

მოდულში “ქართული ოცნების” დეპუტატი ია მაკასარაშვილი დაკითხეს

ანტიკორუფციული ბიურო თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში არსებული კორუფციული ფაქტების სწავლობს. უწყებაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, დაკითხეს თუ არა ია მაკასარაშვილი, გიორგი მუსხელიშვილი და ლევან დარახველიძე, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილიკორუფციაში ადანაშაულებს. არსებული ინფორმაციით, ხაბეიშვილის დაკითხვის შემდეგ ე.წ. მოდულის შენობაში საკრებულოს ყოფილი წევრი ვარკეთილის მაჟორიტარი ია მაკასარაშვილი დაკითხეს. ოპოზიციის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, […]

როლანდ დაუდაშვილი თელავში ეჭვიანობის გამო მოკლეს?

თელავში გუშინ ღამით მომხდარი მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა და შურისძიება სახელდება. 30 წლამდე მამაკაცს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილი როლანდ დაუდაშვილის მეგობარმა განუცხადა, „ბრალდებულსა და გარდაცვლილს წარსულში ერთი გოგო უყვარდათ“. მისი თქმით, სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა მკვლელობის მიზეზი. მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ გარდაცვლილილის ოჯახის წევრებს. ისინი […]

გომბორზე ჟიგული პიკაპს დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

გომბორზე „ვაზ-2107“-ის მარკის და პიკაპის მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 35 წლის მამაკაცი, ორი კი დაშავდა.სინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამირან კვირიკაშვილმა თავი ჩამოიხრჩო – ოჯახი ამას პოლიციას აბრალებს

ხარაგაულში 28 წლის ამირან კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრები სუიციდის მიზეზად პოლიციის მხრიდან ზეწოლას ასაახელებენ. ოჯახის ახლობლები პირად საუბარში აცხადებენ, რომ ძმები კვირიკაშვილები ჯართს აგროვებდნენ და განყოფილებაში რამდენჯერმე სწორედ ამ საკითხზე დაიბარეს და სავარაუდოდ კონკრეტული პირების დასმენას სთხოვდნენ. გარდაცვლილის ახლობლები იხსენებენ, რომ პოლიციიდან დაბრუნების შემდეგ ამირან კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ან სამართალდამცავებს მოკლავდა ან თავს […]

სოფიო საკანდელიძე და სოფიო ფხაკაძე – ბერძნულ პოლიციას 85 წლის მოხუცის წამებისთვის არ დავუკავებივართ

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები სასამართლო დავისთვის ემზადებიან. საქმე ეხება ბერძნულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ 85 წლის მოხუცი დაყაჩაღების მიზნით აწამეს. სოფიო საკანდელიძე და სოფიო ფხაკაძე რუსთავი2-თან აცხადებენ, რომ როდესაც ეს დანაშაული მოხდა ბერძენ სამართალდამცავებს ისინი სხვა ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული. საბერძნეთში მცხოვრები 8 ქართველი პოლიციამ ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით 18 ოქტომბერს დააკავა, 85 […]