კატეგორია: სამართალი

ბექა გურგენიძის მკვლელობისთვის ბექა ბუცხრიკიძე დააკავეს – ,,არ უნდოდა სახე დამენახა“ – რას ყვება ბებია, რომელმაც თერჯოლაში შვილიშვილი გარდაცვლილი ნახა

თერჯოლაში, საკუთარ სახლში ახალგაზრდა, 29 წლის ბექა გურგენიძე გარდაცვლილი სახლში საკუთარმა ბებიამ იპოვეს. მას ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა და ეჭვმიტანილი მისივე მეგობარია. გარდაცვლილის ბებია ამბობს, რომ მკვლელი დილიდან მათთან სახლში იყო. – ის […]

ნიკა გვარამია – ”იდიოტ კორკოტებს იდიოტური გამონათქვამებისთვის სისხლისსამართლებრივად არ უნდა დევნიდნენ”

ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე ასეთი პოსტი დადო: ევროპიდან ვეხმაურები “განსხვავებულ აქცენტებში” წამოწეულ თემას: ”1. იდიოტ კორკოტებს იდიოტური გამონათქვამებისთვის, ცხადია, სისხლისსამართლებრივად არ უნდა დევნიდნენ. 2. თუ ძალადობის მუქარა/მოწოდება რეალურ ხასიათს ერთი მისხალით მაინც მიიღებს, რეაქცია უნდა იყოს უკიდურესად მკაცრი. რეალურია ძალადობა, მათ შორის, სიტყვიერი დევნით გამოხატული. დევნა სისტემატური, ადრესირებული და მიზანმიმართული წნეხია, და არა ფბ სტატუსები “ქათამი, […]

გოგა ონიანი – ”მოვუწოდებ პროკურატურას, აცადონ მოსამართლეს მუშაობა, ნუ აფათურებენ ხელებს, ყველაფერს ვგებულობ ისევ თქვენგან”

მომავალ კვირას, სავარაუდოდ, გოგა ონიანს მოსამართლე განაჩენს გამოუტანს. ამასთან დაკავშირებით გოგა ონიანმა ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: ”ბევრი რამ არის ჩემ საქმეში ისეთი, რაც ჯერ მხოლოდ მოსამართლემ, პროკურორმა, მე და სახალხო დამცველმა ვიცით, მოვუწოდებ პროკურატურას აცადონ მოსამართლეს მუშაობა, ნუ აფათურებენ ხელებს, ყველაფერს ვგებულობ და ვგებულობ ისევ თქვენგან, ასე რომ შეეგუეთ რეალობას და ნუ დაამატებთ დანაშაულს ახალ […]

ბათუმში დელტაპლანი ჩამოვარდა, საფრენ  აპარატზე ტურისტი იმყოფებოდა

ბათუმში იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დელტაპლანი ჩამოვარდა. მცირე ზომის საფრენ აპარატზე ირანელი ტურისტი და უკრაინელი პილოტი იმყოფებოდნენ. თვითმხილველების თქმით, არცერთი მათგანი არ დაშავებულა. ისინი წყლიდან ნაპირზე მაშველებმა გამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დელტაპლანი 15 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა. მაშველებმა რეაგირება სწრაფად მოახდინეს. გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს კლუბ ‘’დელტაპლანების საჰაერო გართობის’’ ხელმძღვანელი. მისი […]

თერჯოლაში 29 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თერჯოლაში, საკუთარ სახლში ახალგაზრდა, 29 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. მას ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ენმ ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ნაციონალური მოძრაობა ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. პარტიის ერთ-ერთ ლიდერის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, საქმე ეხება ცესკოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის მიერ 73-ვე საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თინათინ ბოკუჩავას თქმით, ცესკომ საჩივარი პოლიტიკური მოტივით არ დაკმაყოფილდა. პარტიის წევრები სასამართლოში სარჩელს დღეს შეიტანენ. საჭიროების შემთხვევაში, ისინი ევროპული სასამართლოსთვის მიმართვასაც არ გამორიცხავენ. – სამწუხაროდ, […]

პაატა პავლიაშვილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურამ უარი უთხრა

ნუცუბიძის ქუჩაზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურამ უარი უთხრა. საია-ს იურისტის, ლევან ვეფხვაძის თქმით, უწყების მხრიდან უარის მიზეზი წერილში იმ არგუმენტით არის გამართლებული, რომ ამ ეტაპზე გამოკვეთილი ბრალდებული არ არსებობს . როგორც ვეფხვაძე აცხადებს, ოჯახს საქმის მასალების გაცნობის საშუალება პროკურატურის კეთილი ნების საფუძველზე მაინც ეძლევა. ლევან ვეფხვაძის თქმით, მომავალ კვირაში ოჯახი საქმის […]

გოგა ონიანის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

გოგა ონიანის განაჩენის გამოცხადება გადაიდო. ამის შესახებ თავად გიორგი ონიანმა დაწერა ფეისბუქის თავის გვერდზე. ” გადაიდო გამოცხადება რამდენიმე დღით”, – ასე უპასუხა მან კითხვას განაჩენის გამოცხადების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის გიორგი ონიანის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოეცხადებინა. თავად ონიანი აცხადებდა, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და აქედან გამომდინარე, მას გამამართლებელი განაჩენის […]

”უშიშროებას ეჭვი აქვს, რომ არ დავკარგულვარ” – რას წერდნენ დაკარგული გიორგი ნანეტაშვილის სახელით მის ოჯახს

„ინტერპრესნიუსმა“ 2016 წლის აგვისტოში, გონიოში, ზღვაში, წვრთნების დროს გაუჩინარებული სამხედროს სახელით დაწერილი ერთ-ერთი წერილი მოიპოვა, რომელიც თაღლითობის ბრალდებით დაკავებულებმა ჯარისკაცის ოჯახს გაუგზავნეს. დაკარგული სამხედროს, გიორგი ნანეტაშვილის ოჯახისთვის ფულის თაღლითურად გამოძალვის ბრალდებით 3 ადამიანია დაკავებული, ექსპერტიზის დასკვნით, წერილებს მხოლოდ ერთი ბრალდებული წერდა, რაც კალიგრაფიული ექსპერტიზით დადასტურდა. წერილში ბრალდებული პირი გიორგი ნანეტაშვილის სახელით ჯარისკაცის ოჯახს წერს, რომ […]

“შსს-ს ჟურნალისტმა მკითხა, იღებდა თუ არა პავლიაშვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, ვუპასუხე კი-მეთქი” – რას ყვება ნუცუბიძეზე მომხდარი შემთხვევის მთავარი მოწმე ნოდარ შანიძე

ნუცუბიძის ქუჩაზე, პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ნოდარ შანიძემ პროკურატურა დატოვა. როგორც მან ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლების კითხვები შეეხებოდა კონფლიქტს მასსა და გიორგი კოპალიანს შორის. – მე ჩხუბი მომივიდა გიორგი კოპალიანთან, ყველამ იცის, რომ ის ლოთია. გიორგი კოპალიანის გამო არაერთხელ მოსულა უბანში პატრული, – განაცხადა ნოდარ შანიძემ. რაც შეეხება პავლიაშვილის გარდაცვალების ღამეს მის […]