“სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებლი ირწმუნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა მას ზეწოლით ნუცუბიძის ფერდობზე მშენებარე ობიექტი გადააფორმებინეს.ბიზნესმენმა შსს-ს მაღალჩინოსანი სოსო სიგუა მისი ბიზნესის მითვისებაში ღიად დაადანაშაულა. უფრო კონკრეტულად საქმე ეხება “სალვუს დეველოპმენტის” ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას “სალუს საბურთალოს”. – 14 მარტს ერთ-ერთი ჩვენი კომპანია თაღლითურად მიითვისეს, თაღლითურმა ჯგუფმა, რის შესახებაც განვაცხადეთ ჩვენ შესაბამის უწყებებში და დღემდე არანაირი […]
კატეგორია: სამართალი
გოგა ონიანს განაჩენს დღეს გამოუტანენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის გიორგი ონიანის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. თავად ონიანი აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და აქედან გამომდინარე, მას გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს. – თუ პროკურატურა შეძლებს და თავს შეიკავებს უკანონო ჩარევისგან, თუ არ მოხდება უკანონო კომუნიკაცია სასამართლოსთან, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შესაძლებელია მხოლოდ ერთადერთი განაჩენის გამოტანა და ეს არის გამამართლებელი […]
თბილისის შემოსასვლელთან სპეცოპერაცია ჩატარდა
თბილისის შემოსასვლელთან სპეცოპერაცია ჩატარდა. მერსედესის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას კრიმინალურმა პოლიციამ საბრძოლო მასალა ამოიღო. სპეცოპერაციის დროს 30 წლამდე კაცი დააკავეს, რომელსაც ავტომობილით ე.წ “აბრეზი”, F1 ტიპის ხელყუმბარა, დანა და რამდენიმე ვაზნა გადაჰქონდა. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
ახალი ტრაგედია ზუგდიდი-თბილისის ტრასაზე – მოპედის მძღოლი ტრაილერს დაეჯახა და დაიღუპა
ზუგდიდი-თბილისის მთავარ მაგისტრალზე, ჭითაწყარის მონაკვეთთან მოპედის მძღოლი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა და გარდაიცვალა. ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციისა თანამშრომლები და ექსპერტ კრიმინალისტები. ცოტა ხნის წინ იგივე მაგისტრალზე მომხდარ ავარიას ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული წევრი, თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა. შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლითაა დაწყებული. თბილისი დღეს
ზუგდიდის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი ავარიაში დაიღუპა
ზუგდიდი-თბილისის ავტომაგისტრალზე, სოფელ ცაიშთან მომხდარ ავტოავარიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. თამაზ ჟორჟოლიანი “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი გახდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში. ჟორჟოლიანი ამავე სოფლის მკვიდრია. როგორც თვითმხილველები აცხადებენ ერთმანეთს “მიცუბიშისა“ და “ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლით. […]
კანიბალიზმის საქმე – დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პირს 7 წელი მიესაჯა
სასამართლომ კანიბალიზმის საქმეზე კიდევ ერთ პირს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმე ეხება დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს, რომელსაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებული ლუკა ჩ.-ს მიმართ და მას სასჯელის სახედ 7 წლით თავისუფლების აღვეთა განუსაზღვრა. „საქმის […]
არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურებისათვის ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა, რომელმაც იცოდა, რომ არასრულწლოვნის დედა საქართველოში არ იმყოფებოდა, გადაწყვიტა მის შვილთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი. 2017 წლის იანვარში ბრალდებულმა ისარგებლა ხელსაყრელი მომენტით და არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელების გაკავებით დაძლია მისი წინააღმდეგობა და დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. შემდეგ კი გააფრთხილა ბიჭი, […]
მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია – მას აღმოაჩნდა უკრაინის 2, ლატვიის 1 და ბელიზის 1 ყალბი პასპორტი
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მეგის ქარდავას დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 138-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო 2012 წლიდან იძებნებოდა. „საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელებზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის – ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის ყალბი დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ის […]
“შენი ცოლის ინტიმურ ფოტოებში 5.000 დოლარი უნდა მომცე” – რა მოხდა ახალციხეში
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული თ.ი., გამოძალვის ბრალდებით, ახალციხეში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცს მისი ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსების მუქარით 5.000 აშშ დოლარს სძალავდა. სამართალდამცველებმა თ.ი. მანამდე დააკავეს, ვიდრე მოქალაქე მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა. გამოძიება დიდი […]
ჭკვიანმა კამერებმა დაბურულშუშებიანი მანქანები დააჯარიმეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ე.წ. ჭკვიანი კამერების მუშაობის პირველივე დღეს ჯარიმები დაბურულშუშებიან მანქანებზეც გამოიწერა. როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ხუციშვილმა აღნიშნა, გარკვეული კატეგორიების სპეციალური მანქანების გარდა, ჯარიმები ყველა ავტომანქანაზე დაიწერება, იმის მიუხედავად, ავტომანქანა სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება თუ კერძო საკუთრებაში. – რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, დღეს ჩვენ მათ შორის დაბურულშუშებიანი მანქანებიც დავაჯარიმეთ. აქ პროგრამა […]










