– არავის ციხეში ჩასმა არ მიხარია და არ მსიამოვნებს – კაცია თუ არაკაცი, უფალმა განსაჯოს, მაგრამ სამართლიანობა რომ აღდგა, დიდად დასაფასებელია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გოგა ონიანის ბრალდების საქმეზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა დავით შათირიშვილმა, ონიანის მიმართ გამოტანილი განჩენის შეფასებისას განუცხადა. როგორც შათირიშვილმა აღნიშნა, დამტკიცდა ის, რისთვისაც წლების განმავლობაში იბრძოდა, რომ ის მართალია და არავითარი დანაშაული არ […]
კატეგორია: სამართალი
ზესტაფონში სამარშრუტომ ქალი მოკლა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი გარდაიცვალა. 50 წლამდე ქვეითად მოსიარულე გზის სავალ ნაწილზე გადაადგილდებოდა, როდესაც მას სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. აღნიშნული შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე გუშინ საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
მეგის ქარდავას წინააღმდეგ საერთო სასამართლოებში მიმდინარე საქმეების განხილვა დროებით შეჩერდება
მეგის ქარდავას წინააღმდეგ საქართველოს საერთო სასამართლოებში მიმდინარე საქმეების განხილვა დროებით შეჩერდება. როგორც “ინტერპრესნიუსს“ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, ის ყველა სასამართლო პროცესზე შუამდგომლობს, რათა პროცესი გადაიდოს. ამის მიზეზად ველიჯანაშვილი უკრაინაში ქარდავას დაკავებას ასახელებს. მისივე თქმით, ქართული კანონმდებლობით გარანტირებულია ბრალდებულის უფლება, რომ მისი მონაწილეობის გარეშე არ ჩატარდეს სასამართლო სხდომები და როგორც […]
გოგა ონიანს 5 წელი მიუსაჯეს – მოსამართლეს დარბაზმა განაჩენის ბოლომდე წაკითხვა არ აცალა
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ონიანის განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ ბოლომდე ვერ დაასრულა. დარბაზში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ თქვა, რომ ონიანი დამნაშავედ ცნეს. ბრალდების მხარის განცხადებით, 2011 წელს გოგა ონიანმა, რომელიც მაშინ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ორი პირი უკანონოდ […]
დიდუბეში “ჰონდას” მძღოლი დააყაჩაღეს
დიდუბეში კედიას ქუჩაზე “ჰონდას” მარკის ავტომანქანის მძღოლი დააყაჩაღეს. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაჩაღობის შედეგად წაღბულია თანხა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. სხვა დეტალებს შსს არ ასაჯაროებს. ნიუპოსტი
თბილისში კოსტავას ქუჩაზე სავალუტო ჯიხურში ქალის ცხედარი იპოვეს
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, გარეგნული დათვალიერების შედეგად ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ნინო გვენეტაძე – “მე ვარ ძალადობის მსხვერპლი”
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. როგორც ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს წევრები ცდილობენ გააგრძელონ ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა და საბჭოს თავმჯდომარეს მიაღებინონ მისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. – საბჭოს მიერ დღეს ჩემდამი მიმდინარეობს განსაკუთრებული ზეწოლა ბატონი მდივნისა და წევრების წარმომადგენლობით. ბატონი მდივანი მე დღეს მაიძულებს, რომ მივცე თანხმობა […]
შსს-თან გიორგი გაბედავა დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან სამართალდამცავებმა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი გაბედავა დააკავეს. გიორგი გაბედავას აქციის ფარგლებში ეკავა პლაკატი მინისტრის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებით, რომლის შენახვაც სამართალდამცავებმა მოსთხოვეს. გიორგი გაბედავამ მათგან განმარტება მოითხოვა, რის დროსაც დააკავეს. დაკავებული ასევე შს შენობის წინ საბურავების დაწვას გეგმავდა, ამის უფლება კი მას სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები 25 ოქტომბერს ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი […]
წითელ ხიდთან მანქანა რამდენჯერმე ამოტრიალდა
რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გარე განათების ბოძს დაეჯახა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომობილში მყოფი ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების […]
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ “პირველს” შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.










