კატეგორია: სამართალი

თაღლითები გონიოში დაკარგული მყვინთავის, გიორგი ნანეტაშვილის, სახელით მის ოჯახს 39.000 დოლარს სთხოვდნენ

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, 2017 წლის თებერვალი-აპრილის პერიოდში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ზღვაში წვრთნებისას დაკარგული ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის გიორგი ნანეტაშვილის ოჯახის წევრებს, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 4-ჯერ გაუგზავნეს წერილი, რომლითაც თითქოსდა გიორგი ნანეტაშვილი ითხოვდა თანხის – 39.000 (ოცდაცხრამეტიათასი) აშშ დოლარის ჩარიცხვას საბანკო ანგარიშზე, რომელიც ეკუთვნის ერთ-ერთ ბრალდებულს. გარდა ამისა, ერთ-ერთი ბრალდებული უშუალოდ შეხვდა ნანეტაშვილის დედას […]

9 წელი ციხე საზარელი ავარიის დამნაშავისთვის, რომელსაც ოჯახის 5 წევრი შეეწირა

დღეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ბიძინა სტურუა) ლანჩხუთში დაკავებულ ყაზახეთის მოქალაქეს, ერჟან არჟანოვს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. უცხო ქვეყნის მოქალაქე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დააკავეს. სატვირთო ავტომანქანის მძღოს ბრალად 5 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ერთის ნაკლებად მძიმე დაზიანება ედებოდა (სსკ 276-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილი). დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა […]

საბერძნეთში დაკავებული 8 ქართველიდან 19 წლის ქუთაისელი ანანო ხერხაძე გაათავისუფლეს

საბერძნეთში დაკავებული 8 ქართველიდან ერთ-ერთი, 19 წლის ქუთაისელი ანანო ხერხაძე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის დედა ავრცელებს. სოფო ფხაკაძის განცხადებით, მის შვილს არაფერი დაუშავებია, მისი დაკავების მიზეზი კი შესაბამისი დოკუმენტაციის არქონა გახდა. ანანო ხერხაძე სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა განყოფილებაში. ოჯახის ინფორმაციით, გოგონა მომხდარს და მედიით მისი ფოტოების გავრცელებას ძალიან განიცდის. – საბერძნეთის პოლიცია და მედია […]

“საქართველოს 8 მოქალაქის ფოტო, რომლებიც მოხუც ხალხს ძარცვავდნენ”- ბერძნული მედია

საბერძნეთის პოლიციის ცნობით ხანდაზმული პირების დაყაჩაღების ბრალდებით 8 საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. მათ მიერ ნაძარცვი ნივთების ღირებულებამ 200 ათას ევროს მიაღწია. მათივე ინფორმაციით, დაკავებულები მიზანმიმართულად ხანში შესული ადამიანების საცხოვრებელ სახლებში შედიოდნენ და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებლად ასაღებდნენ თავს, რის შემდეგ მათ ძარცვავდნენ. ბერძნული მედიის ინფორმაციით ისინი სხვადასხვა გვარ-სახელებით სარგებლობდნენ. ნიუპოსტი

დასაჯეთ დამნაშავეები! – მთავარ პროკურატურასთან “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულებმა აქცია გამართეს

მთავარ პროკურატურასთან ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები დამნაშავე პირების დასჯას, მათთვის ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ჯული ელიავამ განაცხადა, ბავშვთა სამყაროში ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა, შესაბამისად, საჭიროა პროკურატურამ დროულად გამოავლინოს დამნაშავე პირები და დააკისროს მათ ზარალის ანაზღაურება. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები პერმანენტულად გაგრძელდება. საპროტესტო აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა ადვოკატთა […]

გიორგი სოზაშვილი: „დამირეკეს და მითხრეს, რომ მე იმიტომ მიკეთებენ ამას, რომ „რუსთავი 2“-ს ვაფინანსებ“

– დამირეკეს და მითხრეს, რომ მე იმიტომ მიკეთებენ ამას, რომ „რუსთავი 2“-ს ვაფინანსებ – ეს განცხადება, “სალვუსდეველოპმენტის” მფლობელმა გიორგი სოზაშვილმა გვიან ღამით საპატრულო საგამოძიებო განყოფილების დატოვების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, თებერვალში მის კომპანიაში საგადასახადო ინსპექცია შევიდა, რის შემდეგაც მას ღიად მიანიშნეს, რომ ტელეკომპანიასთან ურთიერთობა შეეწყვიტა და „რუსთავი 2“-ში რეკლამა აღარ განეთავსებინა. – დამირეკეს და მითხრეს, რომ მე იმიტომ მიკეთებენ […]

“სალვუს დეველოპმენტის” ოფისში პოლიცია შევიდა – მოქალაქე ამბობს, რომ კომპანიის მფლობელი დახვრეტით ემუქრებოდა

“სალვუს დეველოპმენტის” სათაო ოფისში პოლიციაა მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები კომპანიაში იარაღს ეძებენ. სამართალდამცავები კომპანიაში და მფლობელის სახლში დღეს მომხდარი ინცინდენტის შემდეგ შევიდნენ. ერთ-ერთი კლიენტი ამტკიცებს, რომ შეჩერებული მშენებლობის შესახებ დასმული კითხვის შემდეგ კომპანიის დირექტორი მას იარაღით დაემუქრა. კურიერის ინფორმაციით, მოქალაქე პროკურორ ბექა ეჟიშვილის ძმაა. – მომადო იარაღი, მემუქრებიდა დაგხვრეტო. ქალბატონები არიან აქ, რომლებიც ჩემსავით დაზარალებულები […]

ახმეტაში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენის მთაზე მოძრავი სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაცით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შეშით დატვირთული მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა. შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. შემთხვევის ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიცის ეკიპაჟები მუშაობენ. ისინი ხევიდან ავტომანქანის ამოტანას ცდილობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის […]

შსს პროკურატურის წინააღმდეგ – ხუციშვილი: “ტყუილია, რომ პავლიაშვილის ინციდენტის ჩანაწერები არ არსებობს”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ჟურნალისტებთან საუბარში რამდენიმე დღის წინ ნუცუბიძის ქუჩაზე მომდარ ინციდენტს გამოეხმაურა. – არ ვიცი პროკურატურა რას ამბობს, მაგრამ ჩვენ მივაწოდეთ მათ ჩანაწერები. როგორც ჩემთვის ცნობილია, კადრებში არ არის ასახული დაკავების პროცესი. მხოლოდ დაკავებულის ცუდად გახდომის მომენტი ჩანს. რატომ არ ასახავს ჩანაწერი, უშუალოდ დაკავების პროცესს, ამაზე უნდა მოხდეს საქმეში მონაწილე სამართალდამცველების […]

,,მუხლებზე იდგაო, წელს ქვემოთ შიშველი, სპიცით არის მოკლულიო…“ – შილდაში ეკა ნაქევხრიშვილის სიკვდილის დეტალებზე საუბრობენ

2 კვირის წინ  სოფელ შილდაში ტრაგედია მოხდა – ორი შვილის დედა, 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი,  საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი, დედამთილმა იპოვა. გარდაცვლილის მეუღლე სახლში არ იმყოფებოდა, ასევე, გარდაცვლილთან მომხდარი უსიამოვნების გამო, სახლში არ იყო დედამთილიც, ციალა გურასპიშვილი. რძალი, როგორც თავად ამბობს, დილით ჩამომხრჩვალი იპოვა. ყვარლის რაიონის პოლიციამ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა. ციალა გურასპიშვილი ამბობს, რომ მისმა რძალმა თავის მოკვლა ადრეც […]