რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბილბორდის ბოძს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანაში მსხდომი ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ორი მამაკაცი ბიძაშვილები არიან. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7- ნაწილით აღიძრა. მიმდინარეობს გამოძიება. ინტერპრესნიუსი
კატეგორია: სამართალი
,,ვანო მერაბიშვილს არავისთვის მიუმართავს, მისი დაჭერაც და გათავისუფლებაც პოლიტიკური საკითხია“ – რას ამბობს ადვოკატი ჩივიაშვილი
პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, რომ მერაბიშვილს უდოს კომისიისთვის არ მიუმართავს. ადვოკატი აცხადებს, რომ ამ საკითხზე მას მერაბიშვილთან საუბარი არ ჰქონია. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას უახლოეს პერიოდში გეგმავს. “მერაბიშვილისთვის ეს პერიოდი დამდგარია. ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე და იმ კომისიაზე, ვინც ეს საკითხი უნდა განიხილეს. მისი დაკავება იყო პოლიტიოკური საკითხი და მისი […]
მეგის ქარდავა დააკავეს?
რამდენიმე მედიასაშუალება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავას დაკავების შესახებ წერს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ძებნილი სავარაუდოდ უკრაინაში დააკავეს.”ნიუპოსტი” საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა. უწყებაში ინფორმაციას არ ფლობენ. ქარდავას დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილს. ქარდავას ბრალი რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობას ედავებიან.
ვანო მერაბიშვილი ციხეს ახალ წლამდე დატოვებს
რამდენიმე დღის წინ ყოფილ პრემიერ მინისტრს ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ დღეიდან მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან მოქმედი ე.წ. უდოს კომისია მერაბიშვილის საკითხზე უახლოეს ხანში იმსჯელებს. სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ მინისტრი საპყრობილეს ახალ წლამდე დატოვებს. “პრაიმტაიმი” ყოფილი პრემიერის ადვოკატს, […]
დავით ეჟიშვილი: “გიორგი სოზაშვილმა მითხრა, რომ დამხვრეტდა, სამუდამოდ დაგადუმებო”
დავით ეჟიშვილი, რომელიც კომპანია „სალვუს დეველომპენტის“ დამფუძნებელს, გიორგი სოზაშვილს იარაღით მუქარაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ მან პროკურორ ძმას მხოლოდ დასახმარებლად დაურეკა და ის ამის შემდეგ მივიდა ადგილზე. – ამ ადამიანმა, ბატონმა გიორგი სოზაშვილმა, ჩემზე მუქარა განახორციელა, მითხრა, რომ დამხვრეტდა. გამიყვანა გვერდზე ე.წ. ხელკავით და მეუბნება, რომ სამუდამოდ დაგადუმებო. შემდეგ ჩემ ძმასაც დაემუქრა. როდესაც ჩემი ძმა მოვიდა, […]
ლადო სადღობელაშვილი: “მღებრიშვილის დავალებით მოხდა გუშინ ჩვენი დარბევა…წამაქციეს და შემდგნენ ფეხებით”
ლადო სადღობელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც ფეხბურთის ფედერაციასთან გუშინ გამართული აქციისას დაკავებულების პროცესი უნდა გაიმართოს. მანამდე კი ის საავადმყოფოში იმყოფებოდა, საიდანაც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. სადღობელაშვლი ამბობს, რომ პოლიცია არამარტო მას, არამედ “ქართული მარშის” სხვა აქტივისტებსაც უმოწყალოდ გაუსწორდა. ის შს მინისტრისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. – პოლიცია იყო განსაკუთრებით აგრესიული. შს მინისტრის, მღებრიშვილის […]
ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ მსურს სასამართლო პროცესში მონაწილეობა- ოთარ აბესაძე
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე სასამართლო პროცეს არ ესწრება. დაკავებულმა წერილი გამოაგზავნა, სადაც მიზეზებზე წერს. აბესაძე აცხადებს, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არ სურს პროცესში მონაწილეობა.ბრალდებულის ამ განცხადების გამო სხდომის გადადებას ითხოვენ მისი ადვოკატები. როგორც ირმა ჭკადუამ და ლილი გელაშვილმა აღნიშნეს, აბესაძის ეს განცხადება არაადეკვატურია, ვინაიდან მან წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ […]
გოგა ონიანი გამამართლებელ განაჩენს ელის – საბოლოო სიტყვას ის 3 ნოემბერს იტყვის
ბრალდებული გიორგი ონიანი საბოლოო სიტყვით მომდევნო სასამართლო პროცესზე წარდგება, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა. როგორც გიორგი ონიანმა დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის გამამართლებელ განაჩენს ელოდება, რადგან საქმეში მისი მამხილებელი მტკიცებულებები არ არსებობს. შემდეგი სასამართლო სხდომა 3 ნოემბერს, 13:30 საათზეა ჩანიშნული. გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების […]
გრიგოლეთში მიკროავტობუსი ”შკოდას” დაეჯახა – მანქანის მძღოლი დაიღუპა
გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და „შკოდას“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხეულის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ინტერპრესნიუსი
გოგა ონიანს განაჩენი შეიძლება დღეს გამოუტანონ
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ადვოკატ გიორგი ონიანის ბრალდების საქმე დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების და დაცვის მხარეები რეპლიკებს იტყვიან, რის შემდეგაც ბრალდებული საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. ამის შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა, თუმცა, მხარეები ვარაუდობენ, რომ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა განაჩენს დღესვე გამოაცხადებს. სახელმწიფო ბრალდება იმედოვნებს, რომ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, თუმცა თავის მხრივ დაცვის მხარე […]








