დაბა ჩაქვში, გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორისო და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, მას თავის ქალასა და გულმკერდის არეში დაზიანება აღენიშნება, ხოლო ხუთ დაზარალებულს დაჟეჟილობები აქვს მიღებული. მათ ამ დროისთვის პირველადი სამედიცინო მომსახურება უტარდებათ. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე […]
კატეგორია: სამართალი
ქუთაისში, რესტორან ”ქალაქურთან”, რუსულნომრიანმა მიკროავტობუსმა 13 წლის გოგონა გაიტანა
ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, რესტორან „ქალაქურთან“, 13 წლის გოგონას რუსული სანომრე ნიშნებიანი მიკროავტობუსი დაეჯახა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავარიის დროს ბავშვი გზაზე გადარბოდა. გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ნიუპოსტი
პროკურატურა – პაატა პავლიაშვილის დაკავების პროცესი პატრულის სამხრე კამერებზე დაფიქსირებული არ არის
პროკურატურის ინფორმაციით, შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერებზე დაფიქსირებული არ არის მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი. როგორც ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურა საქმეზე აქტიურად განაგრძობს გამოძიებას, რომლის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას ეცნობება. ”მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით […]
თურქეთში ქართველი მძღოლი თურქი სამხედროების მანქანას დაეჯახა
თურქეთში ავტომაგისტრალზე, ტრაილერი რომელსაც ქართველი მძღოლი მართავდა, თურქი სამხედროების მანქანას დაეჯახა. ქართველი მძღოლი პოლიციამ ადგილზე დააკავა. თურქული მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა კაისერის რაიონში მოხდა. ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, სამი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველი
ვაჟა და ვანო ხაჩიაშვილები და თორნიკე ქალდანი სასამართლომ გაათავისუფლა – რა მოხდა 300 არაგველის მეტროსთან
თბილისში, 300 არაგველის მეტროსთან გუშინ საღამოს დაკავებული მამა-შვილი ვაჟა და ვანო ხაჩიაშვილები, ასევე მათი ახლობელი თორნიკე ქალდანი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა. მოსამართლემ სამივე პირს მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა დაკავებულების მშობლებისთვის, რომლებიც სამართალდამცავებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებდნენ და პოლიციელთა მიმართ საჩივრის შეტანა გადაიფიქრეს. მამა-შვილი ხაჩიაშვილები და თორნიკე ქალდანი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. […]
რატომ გადაასვენეს პაატა პავლიაშვილის ცხედარი რუსთავის განყოფილებაში და რა შუაშია აქ ლიფტი – სამხარაულის ბიურო განმარტებას აკეთებს
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის, პაატა პავლიაშვილის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის რუსთავის განყოფილებაში გადასვენების მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტიზის ბიუროდან აცნობეს, ცხედრის რუსთავის ბიუროში გადასვენება განპირობებული იყო ტექნიკური საკითხით, თუმცა საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო ბიურო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო […]
პეკინის ქუჩაზე მიკროავტობუსი ქალს დაეჯახა
მედიაჰოლდინგ “Сlip-Art”-ის ოფისი დღეს დილით გაძარცვეს
დღეს დილით მედიაჰოლდინგ “კლიპ-არტის” ოფისი გაძარცვეს. თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე ოფისში მისულ ჟურნალისტებს ჰოლდინგის დოკუმენტაცია ძირს გადმოყრილი დახვდათ, ჩაკეტილი ოთახების კარები კი გატეხილი. ადგილზე მობილიზებულია საგამოძიებო ჯგუფი, ექსპერტ-კრიმინალისტები. სამართალდამცავები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. პოლიცია ამ დრომდე არკვევს, მძარცველმა ოფისიდან რა წაიღო.
გონიოსთან ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გონიო – კვარიათის აკვატორიაში ზღვაში საზღვრის დაცვის კატარღამ კაცის ცხედარი იპოვა. ამ ეტაპზე გარდაცვლილის ვინაობა უცნობია, ამიტომ პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. იმედინიუსი
მემაღაროე დავით ფორჩხიძის დაღუპვას მისი შვილი შეესწრო – “ამბობდა, რომ ჩავდივარ, შეიძლება ისეთი რაღაც მოხდეს, რომ ვერ მიპოვონო”
ტყიბულში, მინდელის შახტაში გარდაცვლილი მეშახტე, 50 წლის დავით ფორჩხიძე ქუთაისის პროზექტურიდან საკუთარ სახლში გადაასვენეს. კომპანიაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობდა გამაგრებითი სამუშაოები, როდესაც დავით ფორჩხიძე სამთო მასის ქვეშ მჰყვა, მამაკაცი სიღრმიდან ამოყვანისას გარდაეცვალა. მომხდარს მისი შვილი პირადად შეესწრო, რომელიც ამავე შახტაშია დასაქმებული. წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე ამბობს, რომ დაშავებული შემთხვევიდან 10 წუთში მისივე კოლეგებმა გამოიყვანეს, თუმცა გზაში […]










