კატეგორია: სამართალი

ტყიბულის მაღაროში დავით ფორჩხიძე დაიღუპა

ცოტა ხნის წინ ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში უბედური შემთხვევა მოხდა. დაიღუპა მე-6 უბნის გამყვანი დავით ფორჩხიძე. კომპანია ”საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი” ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ”ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 270-ე ჰორიზონტზე, მიწისქვეშა სამუშოების წარმოების დროს (გამკვეთისა და შტრეკის შეუღლების გამაგრებითი […]

მოსამართლე შოთა გეწაძემ თამაზ მეჭიაური თიანეთის მერად დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაურის გამარჯვებულად გამოცხადების გადაწყვეტილება, რომელიც 4-მა სუბიექტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა. მოსამართლე შოთა გეწაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მეჭიაურის გამარჯვების გადაწყვეტილებას თიანეთის მე-19 ოლქი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო […]

ციანიდის საქმის მოსამართლე ბუგიანიშვილი – დახურული სხდომის მასალები ჟურნალისტებისთვის მე არ გადამიცია

თბილისის პროკურატურაში ციანიდის საქმის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი საქმის მასალების მედიაში გავრცელების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. როგორც გამოკითხვის შემდეგ ბესიკ ბუგიანიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დახურული სხდომის ოქმი მესიის წარმომადგენლებისთვის მას არ გადაუცია. – დამიბარეს პროკურატურის წარმომადგენლებმა. პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, შესაბამისად, გამოვცხადდი სათანადო დროს, სათანადო ადგილზე და გავეცი ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი. კითხვები იყო იმასთან […]

“ვინ და რატომ გაათავისუფლა ბექა ხახუბია, რომელიც ავარიის დღეს დაკავებული იყო?” – რა კითხვას სვამს ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი

დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას, დაღუპვის საქმეში ბრალდებულების ადვოკატი ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ “ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რატომ გაათავისუფლა ბექა ხახუბია, რომელიც ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე დაკავებული იყო”. ადვოკატის განცხადებით, ავარიის დღეს ბექა ხახუბია მთაწმინდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტზე დააკავეს, თუმცა პატიმრობიდან იმავე დღეს გაათავისუფლეს. […]

შსს იმ დარღვევებზე საუბრობს, რომლებსაც ე.წ. ჭკვიანი კამერები დააფიქსირებენ

1-ელი ნომებრიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ ჭკვიანი კამერები ჩაირთვება. ვიდეოანალიტიკური პროგრამა შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას, სიჩქარის გადაჭარბებას, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმრთულებით მოძრაობას და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში გავლას დააფიქსირებს. როგორც „რადიო პალიტრის“ გაცემაში „საქმე“ სტუმრობისას შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა განაცხადა, საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 3.000 ვიდეოკამერის მონტაჟია გათვალისწინებული. მისივე თქმით, მიმდინარე […]

ხმაური სასამართლოში – ნაციონალები მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

საკრებულოსთან დაკავებული ნაციონალური მოძრაობის სამი წევრი მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. საქმის განხილვა კი საქალაქო სასამართლოში დასრულებულია და გადაწყვეტილება მომდევნო პროცესზე, 9 ნოემბერს გამოცხადდება. დღეს ბრალდების მხარემ, ის მტკიცებულებები წარადგინა, სადაც სამართალდამცველების შეფასებით, აქციის მონაწილეების მხრიდან ხულიგნობა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობა იკვეთება.ბრალდებულები კი თვლიან, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ამტკიცებს მათ ბრალეულობას. – ძალიან კარგად იღებდა სუს-ი საკრებულოს ფანჯრებიდან, […]

კოტე იოსელიანი: “მღებრიშვილის პირობებში, პოლიცია გახდა დეპორტირებული ქურდების სატრანზიტო სამსახური”

საპარლამენტო ოპოზიცია შს მინისტრს პარლამენტში იბარებს. ოპოზიციის განცხადებით, ნუცუბიძის მეოთხე მიკრო რაიონში მომხდარი ტრაგედია, სისტემური პრობლემის შედეგია. “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი კოტე იოსელიანი აცხადებს, რომ მღებრიშვილმა ქართველ პოლიციელებს ბოდიში უნდა მოუხადოს. – შს მინისტრი უნდა გამოცხადდეს პარლამენტში, მან უნდა გასცეს ყველა მწვავე შეკითხვას პასუხი, ბოდიში მოიხადოს, დაწეროს განცხადება და წავიდეს და მერე კიდევ ერთხელ […]

ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირები ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების და შეძენის ფაქტზე დააკავეს

ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების და შეძენის ფაქტზე, ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირები პასუხისგებაში მისცეს.  “გამოძიებით დადგინდა, რომ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით. ყალბი დოკუმენტის თანახმად, ბრალდებულმა ჯამში 38.522 ლარის ღირებულების ხის მასალა პარტნიორ კომპანიას მიაწოდა. ამ კომპანიის დირექტორმა კი, თავის მხრივ, დამატებული ღირებულების გადასახადში უკანონო ჩათვლების მიღების მიზნით, ფიქტიურად […]

ციანიდის საქმეზე მოსამართლე ბუგიანიშვილს დაკითხავენ

არსებული ინოფრმაციით, პროკურატურა დღეს ციანიდის საქმის მოსამართლეს, ბესიკ ბუგიანიშვილს დაკითხავს. მოსამართლე საქმის დახურული სასამართლო პროცესიდან სხვადასხვა ჩვენებების გასაჯაროების საქმეზე დაიკითხება. ბუგიანიშვილს თბილისის პროკურატურაში  ელოდებიან. აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოიკითხა რამდენიმე პირი. საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებც, თუმცა მათ ჩვენების მიცემაზე უარი თქვეს

ნოდარ ხარშილაძე: სტრატეგიულ წერტილებში ახალწვეულები არ უნდა იდგნენ

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან წვევამდელის გარდაცვალების ფაქტს, ექსპერტები ეხმაურებიან. ანალიტიკოსები სტრატეგიულ წერტილებში ახალწვეულების მსახურის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებენ. მათი განცხადებით, ოკუპირებულ ზონებთან უსაფრთხოებას გამოცდილი კადრები უნდა იცავდნენ. – არ არის სასურველი, რომ წვევამდელი იდგეს ისეთ ადგილას, სადაც მან თავისი გამოცდილების უქონლობით კონფლიქტი გამოიწვიოს. დღეს ეს უბედური შემთხვევა რაც მოხდა, ჩვენს შორის მოხდა. იგივე რომ მოხდეს რუს ჯარისკაცთან, ამან შეიძლება […]