შს სამინისტრო ორგანიზაცია “საფარის” წევრ მარი კურტანიძეზე მისი ყოფილი მასწავლებლის თამაზ აქუბარდიას მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტს შეისწავლის. “პირველს” შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა, ძალოვან უწყებას კონკრეტული თემის შესახებ შეტყობინება არ მიუღია, თუმცა რეაგირებას მაინც მოახდენს. კურტანიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყოფილი მასწავლებელი თამაზ აქუბარდია სექსუალურად ავიწროებდა. “აბრეშუმივით კანი მაქვს”. თქვენ გიჟდებოდით მასზე. ჩემი დახეული ჯინსის […]
კატეგორია: სამართალი
ვაშლიჯვარში 2 ტრაილერი დაიწვა – დაშავდა 2 ადამიანი
ცოტა ხნის წინ ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე ავტოპროფილაქტიკაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა უკვე 7 ჯგუფი მუშაობს, რომელთა შორის დაახლოებით 35 მეხანძრე-მაშველია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძარი გავრცელდა 300-400 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ასევე, დაიწვა 2 ტრაილერი. მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 2 პირი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში […]
მარი კურტანიძე თამაზ აქუბარდიას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს – ”იმედია, ახლა მაინც შეგეშინდებათ!”
მარი კურტანიძე თავის ყოფილ მასწავლებელსა და ლექტორს, თამაზ აქუბარდიას, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან sapari.ge-ზე წერილი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, თამაზ აქუბარდია მას, 15 წლისას, სექსუალურად ავიწროებდა. “ბატონო თამაზ, მოგესალმებით, იმედია, გახსოვართ: მათემატიკაში მამზადებდით აბიტურიენტობის დროს, მაშინ 15 წლის ვიყავი. კვირაში სამჯერ დადიოდით ჩემთან სახლში და კერძო გაკვეთილებს მიტარებდით. ჩემი სახელი და გვარი თუ არაფერს […]
პროკურატურამ პაატა პავლიაშვილის სიკვდილის გამოძიება დაიწყო
საქართველოს მთავარი პროკურატურა ნუცუბიძის ქუჩაზე მოქალაქის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, გამოძიების ამ ეტაპზე უკვე გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თვითმხილველი მოწმეები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები. „საქართველოს პროკურატურამ, 2017 წლის 25 ოქტომბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ქ.თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მოქალაქე პაატა პავლიაშვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის […]
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქება მოხდა
პოლიციელის ტყვიამ 19 წლის პოლიციელი იმსხვერპლა – რა მოხდა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან
“ნიუპოსტისთვის” აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავასთან მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი. “ნიუპოსტის” რეგიონალური კორესპონდენტის ცნობით, ოკუპაციის ხაზთან სავარაუდოდ ერთ-ერთ პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რომელიც მასთან ახლოს მყოფ 19 წლამდე მამაკაცს მოხვდა. პოლიციელი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მედიკოსების თქმით, პაციენტს სასიცოცხლო ნიშნები უკვე აღარ ენიშნებოდა. ოკუპაციის ხაზთან არსებულ საგუშაგოზე სამართალდამცავები […]
სოფელ მუჟავაში ჯარისკაცი დაიღუპა
სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცს იარაღი გაუვარდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის საართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით გულისხმობს. ნიუპოსტი
“პაატა პავლიაშვილი პოლიციამ ძირს დააგდო, თავზე მუხლი დააჭირეს, ბორკილები დაადეს, თუმცა ამბობდა, ცუდად ვარო” – რა მოხდა ნუცუბიძეზე
ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარი ინციდენტის შესახებ შსს ვიდეოს ავრცელებს, სადაც მომხდარის თვითმხილველები კონფლიქტის დეტალებს იხსენებენ. ვიდეოში წარმოდგენილი ორივე თვითმხილველი ადასტურებს, რომ პაატა პავლიაშვილი, რომელიც ინციდენტის დროს გარდაიცვალა, ნასვამი იყო და პატრულს აგრესიულად ექცეოდა. იგივე გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც აღწერს, თუ რა მოხდა დღეს ნუცუბიძის ფერდობზე მეზობლების კონფლიქტისას პატრულის გამოძახების შემდეგ. უწყების მტკიცებით, 33 […]
საბურთალოზე პოლიციას 32 წლის მამაკაცი დაკავების დროს შემოაკვდა
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მაშინ გარდაიცვალა, როცა პოლიცია მის დაკავებას ცდილობდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 წლის ახალგაზრდა პოლიციას შეამოკვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. “მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული […]
შოთა ხიზანიშვილი მატროსოვის ციხიდან გათავისუფლდა
შოთა ხიზანიშვილმა მატროსოვის ციხე დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა მინისტრისა და თბილისის მერის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულად 2016 წლის 28 ივნისს ცნო. სასამართლომ ხიზანიშვილს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის კანონის გათვალისწინებით, მას პატიმრობის ¼ და საპატიმროში გატარებული 2 თვე გამოაკლდა. საბოლოოდ, შოთა ხიზანიშვილს თავისუფლება 1 წლით და 4 თვით აღეკვეთა. საქალაქო სასამართლომ […]









