მეუფე დიმიტრი და მამა რევაზ სიხარულიძე ხვალ მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს მოინახულებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, მამა გიორგისთან საპყრობილეში შესასვლელად საშვი ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტრის წინამძღვარმა, დეკანოზმა რევაზ სიხარულიძემ გუშინ აიღო. – მამა რევაზი იმყოფებოდა გუშინ და აიღო საშვი. მეუფე დიმიტრი და […]
კატეგორია: სამართალი
თამაზ მეჭიაურის შტაბიდან გასვლის შემდეგ მახარე სისაურსა და რამაზ ღვალაძეს მანქანა დაუწვეს
თავდასხმა მოხდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე, რომლებიც თიანეთში საარჩევნო პროცესს ესწრებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ მეჭიაურის შტაბიდან გასვლის შემდეგ მახარე სისაურსა და რამაზ ღვალაძეს უცნობმა პირებმა ჟინვალის ტერიტორიაზე მანქანის გაჩერება მოსთხოვეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კი, მანქანას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. თავად თამაზ მეჭიაური, მომხდარს დაშინების მცდელობას უკავშირებს. “არაფერს […]
ჩაქვში ავტომანქანა მდინარეში გადავარდა
რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა ჩაქვში. მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. დარტყმის შედეგად, ერთი ავტომანქანა მდინარე აჭყვაში გადავარდა. ინფორმაციას და შემთხვევის ამსახველ ფოტოს ajaratv.geავრცელებს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო სამსახურის ბრიგადები. მაშველებმა მანქანა წყლიდან უკვე ამოიყვანეს. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს. უწყების პრესამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, საქმე 276-ე […]
ვალის გამო საგარეჯოში 30 წლის მაჯით მამედოვი მოკლეს
საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში 30 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. მაჯით მამედოვს სასიკვდილო ჭრილობები დანით თანასოფლელმა მიაყენა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ვალს უკავშირდება. მათი თქმით, მხარეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მამედოვმა მოვალისგან თანხა მოითხოვა. მოკლულის ცხედარი ამ წუთებში ექსპერტიზაზე გადაყავთ. შსს-ს ინფორმაციით, საქმე 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მის […]
ეკა ნაქევხრიშვილის ქმარი ცოლის მკვლელობას თავის ძმას აბრალებს – ”ნაწამებია ადამიანი ცოცხლად, მერე არის ჩამომხრჩვალი”
ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი 18 ოქტომბერს ოჯახის წევრებმა სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ქალი შიშველი იყო და სხეულზე მრავლობითი დაზიანება ჰქონდა. რამდენიმე დღეში კი ქალის ქმრის ძმამ სუიციდი სცადა. კურიერის ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლე 24 წლის ეკა ნაქევრხრიშვილის მკვლელობაში ძმას ადანაშაულებს. მისივე თქმით, ის მარტო არ მოქმედებდა. – ჩემი ძმა მარტო ვერ გააკეთებდა ამას, […]
პოლიციელი ლაშა კვირკვაია ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის გამო 10.000 ლარით დაჯარიმდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსს ლაშა კვირკვაიას ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის გამო 10.000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა წარდგენილ ბრალდებაში სრულად არ ცნო დამნაშავედ. პოლიციელს ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებაში “რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 8 ნოემბერს, პოლიციელი ლაშა კვირკვაია ადვოკატ გიორგი მდინარაძეს […]
სპეცოპერაცია ვარკეთილში – კალაუბნის ქუჩაზე 2 პირი სადილობის დროს დააკავეს
ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს. თბილისში სპეცოპერაცია სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ფაქტს შს სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, ორივე პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზეა დაკავებული. სამართალდამცველებმა ვარკეთილში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს საქართველოს ერთი და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს. მათი აყვანა კალაუბნის ქუჩაზე, ერთ-ერთ კომერციულ დაწესებულებაში მოხდა. ეჭვმიტანილები ერთ-ერთ კვების ობიექტში ისხდნენ და სადილობდნენ, როდესაც მათი დაკავება […]
საჩხერის ”ჩიხურას” მიკროავტობუსი ხაშურთან ამოტრიალდა – დაშავდა შოთა კაშია
ოთარ აბესაძეს დღეს სავარაუდოდ, კლინიკაში გადაიყვანენ
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს ოთარ აბესაძეს დღეს სავარაუდოდ, კლინიკაში გადაიყვანენ. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. ადვოკატ ირმა ჭკადუას განმარტებით, ოთარ აბესაძის ჰოსპიტალიზაცია ექიმების დასკვნაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს, რომელიც დღეს გასაჯაროვდება. წინასწარ პატიმრობაში მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა, რასაც ადვოკატი დახურული სივრცის შიშს უკავშირებს. კლინიკაში აბესაძეს ფართო სპექტრის კვლევები უნდა ჩაუტარდეს და მომზადდეს საბოლოო დასკვნა […]
24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის დაკრძალვაზე მისმა მაზლმა, გურამ გურასპიშვილმა, თვითმკვლელობა სცადა
ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 40 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ თვითმკვლელობის მცდელობას მეზობელი შეესწრო და უგონო მდგომარეობაში მყოფი გურამ გურასპიშვილი მალევე ჩამოხსნეს. მამაკაცი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა გურასპიშვილების ოჯახში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის დაკრძალვის პროცესია მიმდინარეობდა. გოგონა გასულ კვირას გარდაცვლილი იპოვეს. გურასპიშვილი ნაქევხრიშვილის ქმრის ძმაა. ყვარლის რაიონის სოფელ […]









