ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. კეცხოველის ქუჩაზე სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელმაც სხეულის დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოშია გადაყვანილი. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ნიუპოსტი
კატეგორია: სამართალი
ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსთან მამაკაცის გვამი იპოვეს
ბათუმში, ინასარიძის #11-ში საცხოვრებელ კორპუსთან მამაკაცის გვამი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი, სავარაუდოდ, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ვაჟა ფშაველაზე საკანცელარიო მაღაზია გაძარცვეს
ვაჟა ფშაველას 8 ნომერში საკანცელარიო მაღაზია გაძარცვეს. როგორც მაღაზიის თანამშრომელი ამბობს, მან სავაჭრო ობიექტი დაახლოებით საღამოს 10 საათზე დაკეტა, ნახევარ საათში კი ძარცვის შესახებ დაცვის სამსახურისგან შეიტყო. მისივე თქმით მაღაზიიდან მხოლოდ თანხაა წაღებული, თუმცა ზუსტი ოდენობა უცნობია. იმედინიუსი
49 წლის მევლუდ აბესაძე თანამშრომელმა ხელფასის გამო მოკლა
თბილისში, ისანში, 49 წლის მევლუდ აბესაძე ფულის გამო მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას “TV პირველი” ავრცელებს. როგორც ცნობილია მამაკაცი ერთ-ერთი შპს-ს ხელმძღვანელი იყო, რომელსაც გვიან ღამით სამმა პირმა მიაკითხა და სახელფასო დავალიანების გასტუმრება მოსთხოვა, აწგარდაცვლილი კი დაჰპირდა, რომ თანხას სამშაბათს გადაუხდიდა, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთმა პირმა მას დანა გულში დაარტყა. შემთხვევის დროს დაიჭრა ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი მამაკაცი. […]
”პატრიარქის სახლში ტერორისტებს შორენა თეთრუაშვილი და გიორგი ანდრიაძე მალავდნენ” – სოსო ოხანაშვილის სკანდალური ჩვენება
საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის სკანდალური ჩვენება – პატრიარქის სახლში 2016 წელს რამდენმე თვის განმავლობაში ტერორიზმში, ადამიანის მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებული სამი პირი იმალებოდა. მათ თურქი სამართალდამცველები ეძებდნენ. სოსო ოხანაშვილმა სკანდალური ისტორიის დეტალები ციანიდის საქმის სასამართლო სხდომაზე გააჟღერა. მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ ილია მეორის სახლში თურქეთის ძებნილი მოქალაქეები პატრიარქის დაცვის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და ისიც […]
ავარია კახეთში: გასწრების დროს “მერსედესი” “06”-ს დაეჯახა – დაღუპულია 1 ადამიანი
კახეთში გურჯაანი-თბილისის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტის ინფორმაციით, ერთმანეთს “06”-ის მარკის ტაქსი და “მერსედესის” მარკის ავტომანქანა შეეჯახნენ. “მერსედესის” მარკის ავტომანქანის მძღოლი გასწრებას ცდილობდა და საპირისპიროდ მოძრავ მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად “ჟიგულის” მძღოლი 48 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო 3 მგზავრი სხვადასხვა სახის დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო […]
სროლა და ყაჩაღობა ტაშკენტის ქუჩაზე – პოლიცია მაღაზიაზე თავდამსხმელს ეძებს
თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს. ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმაც გაიგეს. ერთ-ერთი მოქალაქე მაღაზიაში წყლის საყიდლად შევიდა და ყაჩაღობის ფაქტს შეესწრო. ადგილზე ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. ტაშკენტის 23 ნომერში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაც გამოჩნდა. თავდამსხმელმა სავარაუდოდ გაქცევა მოასწრო. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. უწყებაში […]
აფეთქება კიბერნეტიკის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში, სანდრო ეულის ქუჩაზე, მოხდა -დაღუპულია 40 წლამდე მამაკაცი
სანდრო ეულის ქუჩაზე აფეთქება კიბერნეტიკის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში მოხდა. შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. აფეთქების შედეგად დაღუპული 40 წლამდე მამაკაცია. ის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში დასუფთავების სამუშაოებს ასრულებდა. არსებული ინფორმაციით, შენობაში ჟანგბადის ავზი აფეთქდა. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურების წარმომდგენლები. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ნიუპოსტი
აფეთქება საბურთალოზე – სანდრო ეულის ქუჩაზე 1 ადამიანი დაიღუპა
ცოტა ხნის წინ თბილისში, სანდრო ეულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერი აფეთქება მოხდა. ”რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ჟანგბადის ავზი აფეთქდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. აფეთქება სანდრო ეულის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე მოხდა, სადაც საცხოვრებელი კორპუსი შენდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამი ჯგუფი მუშაობს. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები, […]
თბილისში, ისნის რაიონში, 50 წლის მამაკაცი მოკლეს – ბრალდებული 23 წლისაა
მკვლელობა მოხდა გუშინ თბილისში. როგორც “ნიუპოსტს” უყვებიან ისნის რაიონში 50 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. ბრალდებული კი 23 წლისაა. როგორც ირკვევა, შემთხვევას თვითმხილველები ჰყავს, რომლებიც პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებულთან ერთად, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. “შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, ისანი-სამგორის […]










