ხელვაჩაურში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირიც დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ხელვაჩაურის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას ბოძს შეეჯახა. როგორც ნიუპოსტს შინაგან სამეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაღვევას გულისხმობს, რამაც […]
კატეგორია: სამართალი
,,გორში პოლიცია ახალგაზრდებს აიძულებს, რომ კუკური ნოზაძეს შეაგინონ”
პატრულირების დროს, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ქუჩაში მიმავალ ახალგაზრდებს აჩერებენ და აიძულებენ მათ, რომ კუკური ნოზაძეს შეაგინონ. ამის შესახებ კუკური ნოზაძემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ესაუბრა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მან და მისმა ადვოკატმა საქმე სტრასბურის სასამართლოში გაასაჩივრეს, ზეწოლები არ წყდება. კუკური ნოზაძე წარსულში არაერთგზის ნასამართლევია, ბოლოს ის, იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტზე, 2012 […]
თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, რომელიც კიევში, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს, სოფელ დუისში დაკრძალეს
საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, რომელიც რამდენიმე დღის წინ კიევში, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“დუისში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლემა, თამარ მარგოშვილმა განუცხადა, თემურ მახაური საქართველოში, სავარაუდოდ, 12 სექტემბერს ჩამოასვენეს და იმავე დღეს დაკრძალეს. მარგოშვილის განმარტებით, ინფორმაცია ადგილობრივებზე დაყრდნობით აქვს. – სოფელ დუისის მცხოვრებლები ადასტურებენ, რომ პაპასკირი აღნიშნულ სოფელში […]
რატომ დუმს შოთაძე რაფალიანცის, გენერალური აუდიტორის ცემის, მუხთარლის გაუჩინარების და გვარამიას ფარული ჩანაწერების საქმეებზე
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” პროკურატურის წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს სარჩელით მიმართავს. საქმე ეხება გახმაურებული საქმეების გამოძიების პროცესთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ ინფორმაციის დამალვის ფაქტს. საუბარია 2012 წლის შემდეგ დაწყებულ გამოძიებებზე, მათ შორის არის ნიკა გვარამიას ფარული ჩანაწერების საქმე, აფგან მუხთარლის გაუჩინარება, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებისა და გენერალური აუდიტორის ცემის ფაქტები. საქმეებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა პროკურატურისგან […]
ლანჩხუთთან ჩინური კომპანიის სატვირთო არხში გადავარდა – მძღოლი დაიღუპა
უბედური შემთხვევა ლანჩხუთში-არხში გადავარდნილი სატვირთოს მძღოლი გარდაიცვალა გუშინ დილით ლანჩხუთი-ბათუმის ავტომაგისტრალის შუხუთის მონაკვეთზე, სატვირთო მანქანა არხში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა. როგორც შსს პრესსამსახურში გვეუბნებიან, თავდაპირველად ცეცხლი სატვირთოს საბურავს გაუჩნდა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში გადავარდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად, ადამიანის […]
მამკოდას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
ეჭვიანობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში ი.ხ. დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში ი.ხ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 10.00 საათზე […]
სროლა ორთაჭალის რესტორან “პურის სახლში” – ელჩინ მამედოვი დაქირავებულმა ქილერმა მოკლა ნახევარ მილიონ დოლარად
თბილისში, 2 დღის წინ მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, აზერბაიჯანის მოქალაქე, 42 წლის ელჩინ მამედოვი დაქირავებულმა ქილერმა ჩაცხრილა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადაუხადეს. არსებული ინფორმაციით, ელჩინ მამედოვის მკვლელობაში ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი მკვლელობამდე ორი დღით ადრე გადმოკვეთა და, სავარაუდოდ, მკვლელობის ღამესვე დატოვა ქვეყანა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საქმე კრიმინალური დაჯგუფებებს შორის არსებული […]
ლადო სადღობელაშვილი – “პოლიციამ მითხრა, როგორ გავბედე კალაძესთან მისვლა და აქციის გამართვა”
„ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი დარწმუნებულია, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამართლდება. როგორც ლადო სადღობელაშვილმა სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არავითარი კანონი არ დაურღვევია, დაკავების პროცესში პოლიციისთვის წინაარმდეგობა არ გაუწევია. აქედან გამომდინარე, მისივე განმარტებით, გაუგებარია, რატომ დააკავა პოლიციამ. როგორც ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა, საპატრულო პოლიციის მანქანაში სამართალდამცველებმა მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოახდინეს და სხეულის არეში დაზიანებებიც […]
კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი “გელა თბილისკი“ დააკავა
ქალაქ კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი “გელა თბილისკი“ მეორედ დააკავა. ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე რუსეთში იყო გაძევებული. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზაფხულზე სამართალდამცველებმა 51 წლის გელა ჯოშუა დააკავეს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ცნობილია, როგორც “გელა თბილისკი“ და უკრაინაში მფარველობდა ავტომობილების ქურდებს. მაშინ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო მის გაძევებაზე […]










