კატეგორია: სამართალი

გლდანში და-ძმის ცხედრები იპოვეს

გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში და-ძმის ცხედარი იპოვეს. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ, მათივე განმარტებით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

ელიავასთან კაცი მტკვარში გადახტა

ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ხიდიდან მამაკაცი მტკვარში გადავარდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მამაკაცი წყლიდან დროულად ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, მამაკაცს სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება. ინტერპრესნიუსი

ჯერ დანით დაჭრეს, მერე კი ესროლეს – თემქაზე მომხდარი შემთხვევის დეტალები

თემქაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ის კლინიკაში თვითმხილველებმა გადაიყვანეს. დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ახალგაზრდას ოპორაცია მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. როგორც “ნიუპოსტს” ადგილობრივებმა უთხრეს, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. თვითმხილველთა თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ დანით დაჭრეს შემდეგ კი მისი მისამართით ცეცხლი გახსნეს. ადგილობრივების ინფორმაციით დაახლოებით სამი გასროლის ხმა გაიგეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს თავს 2 პირი დაესხა […]

თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა და დაჭრილი მამაკაცი თემქის მე-5 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პატრულმა კვირიკაშვილმა მძღოლი დასაჯარიმებლად ბანკის რიგში მოძებნა

ერთ-ერთი ორგანიზაციის მენეჯერს იმ დღით არ გაუმართლდა. ,,თი ბი სი” ბანკთან მანქანის დასადგომი ადგილი ვერ ნახა. ჭავჭავაძე-სტალინისა და ამილახვრის ქუჩებს წრე სამჯერ დაარტყა. იფიქრა, საქმეს დროულად მოვამთავრებო და ,,პატარა ტოიოტა” გაჩერების ამკრძალავ ნიშანთან გააჩერა, თუმცა, უკან დროულად ვერ დაბრუნდა. ბანკში იმაზე მეტი ხალხი დახვდა, ვიდრე გარეთ მანქანები. საბანკო გადარიცხვები დროულად უნდა ეწარმოებინა. საკუთარი რიგიც დადგა. […]

თეა წულუკიანმა სასამართლო წააგო – მან თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი სამსახურში უნდა აღადგინოს და 4 წლის ხელფასი გადაუხადოს

ოთხწლიანი სასამართლო დავა იუსტიციის სამინისტროს დამარცხებით დასრულდა – ყველა სასამართლო ინსტანციის გავლის შემდეგ, მინისტრი წულუკიანი ვალდებულია, სამსახურიდან გათავისუფლებული ორი თანამშრომელი თანამდებობებზე აღადგინოს. თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი ახლა სამსახურში აღდგენას და თითქმის 4 წლის ხელფასის ოდენობის თანხის აღებას ერთად ელიან. უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრული ანაზღაურება დაევალა. ორივე მათგანი ამბობს, რომ თანამდებობიდან […]

ბერლინში საქართველოს მოქალაქემ რუსეთის მოქალაქე მოკლა? – საკონსულო დეტალებს არკვევს

ბერლინში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი მკვლელობის ფაქტის შესახებ ინფორმაციას, რომელშიც ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეა, გერმანიაში საქართველოს საკონსულო არკვევს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარი ფაქტის შესახებ გერმანიაში საქართველოს საკონსულოსთვის ცნობილი გახდა და ამ დროისთვის მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს. ბერლინში, ერთ-ერთ ღამის კლუბთან მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, შესაძლოა, საქართველოს […]

სოფელ ჩალაუბანთან საქორწილო კორტეჟი ავარიაში მოყვა

სოფელ ჩალაუბანთან საქორწილო კორტეჟი ავარიაში მოყვა.როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შინგან საქმეთა სამინისტროს ინფორმციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბაღდათში შვილმა მამა მოკლა, დედა კი დაჭრა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში შვილმა მამა მოკლა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. გასროლის შედეგად, დედის მისამართით გამიზნული ტყვია მამას მოხვდა, დედა კი დაიჭრა. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მკვლელი დაკავებულია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდესის 11-108 პრიმა მუხლით, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ნიუპოსტი

პატრიარქის სახლში ტერორისტები არ დაგვიმალავს – ანდრიაძის პასუხი ოხანაშვილის ჩვენებაზე

სოსო ოხანაშვილის სკანდალურ ჩვენებას, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის სახლში ტერორიზმში, მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებული პირების ყოფნის თაობაზე საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძემ უპასუხა. – ჩვენთან მოდიან ყველანაირი ტიპის ლაზები, თურქეთის ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები, ოპოზიცია, ათეისტები, ისლამისტები. პატრიარქის სახლი გადმოცემული გვქონდა ჩვენ წლების განმავლობაში. ამ სახლში სისტემატურად ჩამოდიოდნენ ლაზეთიდან სტუმრები. ეს ადამიანები არ შემოპარულან ტყით და […]