კატეგორია: სამართალი

სუს-ის უფროსი მიშიკო მარგველანი ბოძს დაეჯახა – ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში

ლანჩხუთის სუს-ის უფროსი მიშიკო მარგველანი, რომელიც თვითმხილველთა ინფორმაციით, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, დღეს, დილის 7 საათზე, ავტოკატასტროფაში მოხვდა. როგორც ლანჩხუთიდან თვითმხილველებმა გვაცნობეს, საკუთარ მსუბუქი ავტომანქანის მართვისას, მარგველანი გვიმბალაურის (ლანჩხუთი-სუფსას ავტომაგისტრალი) მონაკვეთზე ბოძს დაეჯახა. მარგველანი ლანჩხუთის კლინიკაშია მოთავსებული და ამ წუთებში სამკურნალოდ მისი გადაყვანა ქუთაისში იგეგმება. როგორც შ.პ.ს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ლანჩხუთის კლინიკის დირექტორი, თინათინ გოგუაძე […]

რუსეთის მოქალაქის ძარცვის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქის ძარცვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროდან აცნობეს, სამივე ბრალდებული თბილისში დააკავეს. – შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ბრალდებით სამი პირი: 1980 წელს დაბადებული ჯ.ჩ, 1989 წელს დაბადებული დ.ქ. და 1986 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ […]

პაატა ბურჭულაძეს მილიონობით ლარის მითვისებაში ამხელენ

PosTV-ის საგამოძიებო სტუდია პაატა ბურჭულაძეს და ფონდ “იავნანას” საქველმოქმედოდ მობილიზებული მილიონობით ლარის მითვისებაში ამხელს. საგამოძიებო სტუდიამ ფონდის ჩრდილოვანი საქმიანობა დეტალურად შეისწავლა. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ პაატა ბურჭულაძის “იავნანა” შოუ-ბიზნესზე აწყობილი, პირადი გამდიდრების მიზნით შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც ქველმოქმედებას მხოლოდ თვალის ასახვევად ეწეოდა. საგამოძიებო ფილმში, რომელიც PosTV-იმ დღეს გამოაქვეყნა, ექსპერიმენტალურად დასტურდება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, მხოლოდ შესაწირი […]

,,ქართული მარშის“ წევრი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს

,,ქართული მარშის” აქცია მიმდინარეობს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. როგორც აქციაზე სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, ,,ქართული მარშის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი დაკავებულია. სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, “ქართული მარშის” აქციაზე “ქართული მარშის” წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის ცოტა ხნის წინ შელაპარაკება მოხდა.

უკრაინამ ლეონიდ ჩერნოვეცკიზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევის ყოფილ მერზე ლეონიდ ჩერნოვეცკიზე ძებნა გამოაცხადა. ჩერნოვეცკი შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე უკვე ძებნილთა სიაშია და მითითებულია, რომ ის იძებნება, როგორც პირი, რომელიც პროკურატურის ორგანოებს ემალება. როგორც ცნობილია, 2017 წლის 25 ივლისს სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ლეონიდ ჩერნოვეცკის დაპატიმრებისა და აღკვეთის ღონისძების შეფარდებასთან დაკავშირებით. ჩერნოვეცკის წინააღმდეგ საქმე კიევში უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით არის აღძრული. […]

წერეთელზე საქართველოს ბანკში შეჭრილმა თავდამსხმელმა თავი მოიკლა

წერეთელზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან, სადაც 30 წლამდე თავდამსხმელმა თავი მოიკლა სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ. ცხედარი შენობაში რჩება. ერთ-ერთი ვერსიით გარდაცვლილს თანამზრახველი ჰყავდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან სამეთა სამინისტროში უთხრეს, პოლიცია ადგილზე განგაშის ღილაკის ამოქმედებისთანავე წუთ-ნახევარში გამოცხადდა. სამართალდამცავებმა „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს დანებებისკენ მოუწოდეს, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა საკუთარი თავის მიმართულებით გასროლა განახორციელა. არსებული ინფორმაციით, […]

ყოფილ მერვე საავადმყოფოში ექიმი გიორგი ანდრიაძე გარდაცვლილი იპოვეს

სანზონაში მდებარე მეოთხე (ყოფილი მერვე) საუნივერსიტეტო კლინიკაში, ტუალეტში ექიმ- ანესთეზიოლოგი გიორგი ანდრიაძე გარდაცვლილი იპოვეს. “პირველ რადიოს” კლინიკაში ინფორმაცია დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ გარდაცვალების მიზეზი მათთვის ჯერჯერობით უცნობია. საქმის კურსშია გარდაცვლილის ოჯახი, მათივე თქმით, ადგილზე მისულები არიან სამართალდამცველები. გამოძიება შს სამინისტრომ 115-ე მუხლით დაიწყო.

თეა წულუკიანი: „სააკაშვილის ექსტრადირებაზე ქართული მხარე უკრაინის გადაწყვეტილებას ელოდება“

– ჩვენი მხრიდან გადავუგზავნეთ ყველანაირი დოკუმენტაცია, დოკუმენტაცია არის გასწორებული და დანარჩენი უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამს, – ეს განცხადება, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე საუბრისას გააკეთა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ქართულმა მხარემ უკრაინას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ 1 სექტემბერს მიმართა და ამჟამად საქართველო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება. […]

ორთაჭალაში რუსეთში რამდენიმე მკვლელობისთვის ძებნილი პირი ჩაცხრილეს

ორთაჭალაში გუშინ მომხდარი მკვლელობის დეტალების შესახებ თვითმხილველები საუბრობენ. მათი მონაყოლის მიხედვით, მოკლული მამაკაცი და მკვლელობაში ბრალდებული,სისხლიანი დაპირისპირებამდერამდენიმე წუთით ადრე ერთ-ერთ რესტორანში ერთად იმყოფებოდნენ. რესტორანში ორივე მათგანმა დაახლოებით 40 წუთი დაჰყო. დაწესებულებაში დაწყებული ხმაური კი ქუჩაში სროლით და მკვლელობით დასრულდა. „ხმადაბლა კამათობდნენ, შემდეგ რესტორნის ტერიტორია დატოვეს და კონფლიქტი გარეთ გაგრძელდა. ორმხრივი სროლა იყო. რვა გასროლა გავიგეთ”- […]

თურქეთში საქართველოს მოქალაქე ანა საფარიანის მკვლელობისთვის მესუთ ოზკანი დააკავეს

თურქეთის ტურისტულ ქალაქ დერმეში, რომელიც პროვინცია ანტალიაში მდებარეობს, საქართველოს 51 წლის მოქალაქე, ანა საფარიანი ქალაქის ცენტრში მოკლეს. გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, 10 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ქუჩაში ქალს დანით ექვსი ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის კისრის არეში, რის შემდეგაც თავდამსხმელი მიიმალა. მიყენებული ჭრილობებით საქართველოს მოქალაქე დერმეს სახელმწიფო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მკვლელობის ფაქტზე 44 წლის მესუთ ოზკანი დააკავეს, […]