კატეგორია: სამართალი

მკვლელი და მოკლული რესტორანში ერთად იყვნენ – ორთაჭალაში მკვლელობის ახალი დეტალები

ორთაჭალაში მოკლული კაცი და სავარაუდო მკვლელი, მკვლელობის მომენტამდე, ერთ-ერთ რესტორანში ერთად იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, ადგილზე ორმხრივ სროლას ჰქონდა ადგილი, სულ შვიდი-რვა გასროლა განხორციელდა. თვითმხილველი ამბობს, რომ სავარაუდო მკვლელის მხრიდან პირველი გასროლის შემდეგ, კაცი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში ჩაჯდა, სადაც სავარაუდოდ იარაღი ჰქონდა და მანქანიდან საპასუხო გასროლა განახორციელა, რასაც ავტომანქანის გარეთ მყოფი სავარაუდო მკვლელის მხრიდან […]

ავარია ქობულეთში – 1 დაღუპული, 2 დაშავებული

ქობულეთში ავტოსაგზაო  შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, ავარიაში სატვირთო ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი მონაწილეობდნენ. როგორც imedinews-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. იმედინიუსი

ორთაჭალაში შუახნის მამაკაცი ჩაცხრილეს

ორთაჭალაში, აბანოთუბანთან, პოლიციაა მობილიზებული. როგორც “ნიუპოსტს” თვითმხილველებმა აცნობეს, მსუბუქ ავტომობილში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით მამაკაცი მოკლულია. “ტოიოტას” მარკის ავტომობილს კი სადაც ცხედარი იპოვეს, ნატყვიარი ეტყობა. არსებული ინფორმაციით მოკლული აზერბაიჯანელია და კრიმინალური წარსული აქვს.

თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს

თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. როგორც თურქული მედია იტყობინება, 51 წლის ქალს ქუჩაში ცივი იარაღით ექვსი ჭრილობა მიაყენეს. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დღეს ადგილობრივმა პოლიციამ ეჭვმიტანილის სტატუსით 44 წლის თურქი მამაკაცი დააკავა. ნიუპოსტი

მეუფე პეტრე: „მეუფე დიმიტრი  გულწრფელი არ არის, ფარისევლობს“

– მეუფე გულწრფელი არ არის, ფარისევლობს და უფრო მეტიც, უკვე შევაფასე მისი ეს გამოსვლა და აღარ განვმეორდები, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ტელეკომპანია „იმედის’’ ეთერში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის განცხადების შეფასებისას განაცხადა. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის გავლენის თაობაზე თავად მეუფე დიმიტრისთვისაც კარგად არის ცნობილი. – ამ […]

დედოფლისწყაროში კირქვის ქარხანა გაქურდეს და 80 წლის დარაჯს სასტიკად გაუსწორდნენ

დღეს, 9 სექტემბერს, გამთენიისას, დედოფლისწყაროში კირქვის ქარხანა “არწივის ხეობა” გაქურდეს. ქურდობის დროს შენობაში დარაჯი, 80 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელმაც ბოროტმოქმედების შეჩერება სცადა, მძარცველებმა კი ხანდაზმული მამაკაცი დააბეს და აწამეს. დაშავებული მამაკაცი ჯერ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, შემდეგ კი ტომოგრაფიული კვლევისთვის თბილისში გადაიყვანეს. შენობიდან წაღებულია დიდი რაოდენობის კაბელები. ეჭვობენ, რომ თავდამსხმა შესაძლოა ახალგაზრდების ჯგუფმა მოაწყო, რომელიც წინა დღეს […]

”კობა გოგატიშვილი ამბობს, რომ მასზე ზეწოლას მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე ახდენდა” – რას ყვება ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია

„კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ „რუსთავი2“-ს აუდიოჩანაწერი გადასცა, რომელიც, მისი თქმით, მასსა და საქმის მოწმის კობა გოგატიშვილის სატელეფონო საუბარს ასახავს. რ2-ის ინფორმაციით, ჩანაწერში, რომლის ხანგრძლივობაც 40 წუთია, გოგატიშვილი პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და ამ კონტექსტში მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს მამუკა ვასაძეს ახსენებს. აუდიო ჩანაწერის მიხედვით, კახა გოგატიშვილი თავად მიჰყვება ნინო ხვიტიას სახალხო დამცველის […]

კობა გოგატიშვილი: ”ირაკლი ფირცხალავას ოჯახი 30.000 დოლარს მთავაზობდა და შუბლის გახვრეტით მემუქრებოდა”

“კორტების სპეცოპერაციის” საქმის მთავარი მოწმე კობა გოგატიშვილი აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. მისი თქმით, საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას მეუღლე და შვილი გოგატიშვილზე ზეწოლას ახორციელებდნენ. როგორც მოწმემ პრესკონფერციაზე თქვა, ფირცხალავას შვილი მას “შუბლის გახვრეტით” დაემუქრა. – მე კორტების სპეცოპერაციის თვითმხილველი ვარ. ფირცხალავას ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხრიდან ჩემზე ზეწოლა და მუქარა განხორციელდა. მათ ჩემგან ჩვენების შეცვლა მოითხოვეს და […]

რუსლან პაპასკირს აფეთქების დროს მანქანაში დიორის სახე ეჯდა, სახელად ნატალია

კიევში მომხდარი აფეთქებისას, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი გარდაიცვალა, ერთი ქალი დაშავდა. უკრაინულმა მედიამ დაშავებულის მეგობრისგან კომენტარი მოიპოვა, სადაც ის ამბობს, რომ დაშავებული ქალი ცნობილი მოდელია, ის Dior-ის ყოფილი სახეა და მისი სახელია ნატალია. მან მოდელის გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა. დაშავებულის მეგობრის თქმით, აფეთქებისას მანქანაში მყოფი ბავშვი 6 წლის ბიჭია და […]

„მოვუწოდებთ პარლამენტს, ლაშა თორდიას საქმეზე გამოძიება დაიწყოს“

არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თორდიას, საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ამ მოთხოვნის საფუძველი კი პერსონალურ მონაცემთა დაცვვის ინსპექტორის აპარატის მიერ გავრცელებული დასკვნა გახდა, სადაც აღნიშნულია, რომ „პ.ა.მ. კლუბი“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. სამოქალაქო სექტორი პროკურატურას, შსს-ს და პარლამენტს „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვების და გავრცელების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. […]