კატეგორია: სამართალი

ძარცვის მცდელობა ვაკეში – საქმეში სავარაუდოდ არასრულწლოვანი ფიგურირებს

თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სალონში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, სალონის გაძარცვა არასრულწლოვანმა სცადა. – წაღებული არაფერი არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თბილისში რუსი ტურისტი გაძარცვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე რუს ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაძარცვეს.თავდასხმა ტურისტზე დღეს დილით მოხდა. რუსეთის მოქალაქეს სავარაუდოდ თავს 3 ადამიანი თავს დაესხა. მამაკაცს მრავლობითი სახის დაზიანება აღენიშნება, მათ შორის თავისა და სახის არეში. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით აღიძრა, რაც ძარცვას გულისხმობს.

უჩა ნანუაშვილი: “ციანიდის საქმეზე ხელისუფლების განცხადებებმა გავლენა მოახდინა”

ციანიდის საქმეზე სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ საკითხზე ვესაუბრეთ საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს, რომლის ოფისიც საქმეზე მონიტორინგს ახორციელებდა. – რას იტყვით სასამართლო გადაწყვეტილებაზე? – სამწუხაროდ, ბოლო სასამართლო განხილვა დახურული იყო და მონიტორინგის საშუალება არ მოგვეცა. როდესაც განაჩენს სრულად ვნახავთ, მაშინ შევაფასებთ, რა მტკიცებულებებს დაეყრდნო მოსამართლე. ფაქტია, რომ საქმეში უამრავი […]

საგარეჯოში ავტოავარიას 17 წლის მოზარდი ემსხვერპლა

საგარეჯოში ავტოავარიას 17 წლის მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ბადიაურში მოხდა. Honda-ს და Ford-ის მარკის საპირისპირო გზაზე მოძრავი მანქანები ერთანეთს შეეჯახნენ. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ Honda-ს ავტომობილის მგზავრი ადგილზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს. იმედინიუსი

Gem Fest-ზე დაკავებულ ბაქარ კორშიას 1 წლით პატიმრობა და 8.000 ლარის გადახდა მიესაჯა

GEM Fest-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბაქარ კორშიას, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. ამის შესახებ გამოცემა “ლიბერალი” წერს. კორშიას ადვოკატის ნანა დარჩიას თქმით, კორშიას ბიუჯეტის სასარგებლოდ 8.000 ლარის გადახდაც დაეკისრა. ანაკლიაში გამართულ GEM Fest-ზე “თეთრი ხმაურის” აქტივისტი ბაქარ კორშია 3 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება სსკ-ს 260-ე […]

ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულ მარიამ კუპრეიშვილთან ერთად დაკავებული გიორგი გვარამია სასამართლოში ჩვენების მიცემას აპირებს

ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულ მარიამ კუპრეიშვილთან ერთად დაკავებული გიორგი გვარამია სასამართლოში დუმილის დარღვევასა და ჩვენების მიცემას გეგმავს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ბრალდებულის ადვოკატმა, ბონდო ვათიაშვილმა განუცხადა. გვარამიას, კუპრეიშვილის მსგავსად, განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. წარდგენილი მუხლი სასამართლო განხილვების ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ჩატარებასაც ითვალისწინებდა, თუმცა ბრალდებულებმა უარი განაცხადეს, რომ მათი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა აღნიშნა, საქმეში […]

ვაკეში დაჭრილი ცოლ-ქმარი მართვით სუნთქვაზეა – ”პიქსელში” მომხდარი დრამის დეტალები

ვაკეში დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, ვაკეში მომხდარის შედეგად დაჭრილ ორივე პაციენტს ოპერაცია გაუკეთდა. ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. – ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცი კი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მათ მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებათ, – განაცხადეს საავადმყოფოში. ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ “პიქსელ ცენტრთან” ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება […]

ზაჰესის დასახლებაში ხანძარია

თბილისში, ზაჰესის დასახლებაში ხანძარია. როგორც „ნიუპოსტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ბალახებს და ბუჩქებს გაუჩნდა. მათივე განმარტებით, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია გასული.

„ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი დიდი რაოდენობით ნავთობპროდუქტების განზრახ აალებამ გამოიწვია“

– „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ მასშტაბური ხანძარი სავაჭრო ობიექტზე დიდი რაოდენობით ნავთობპროდუქტების განზრახ აალებას უნდა გამოეწვია, – ამის შესახებ ფრიდონ სიხუაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნას ცოტა ხნის წინ გაეცნო . ამასთან, როგორც უფლებადამცველმა განმარტა, საქმის მასალებიდან დადასტურებულად ჩანს, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული […]

ყაზბეგში პოლონელი ტურისტი დაიღუპა

ყაზბეგში, მყინვარწვერზე, დაშვებისას პოლონელი ტურისტი დაიღუპა. ინფორმაციას ადასტურებენ მეტროსადგურის თანამშრომლები. მთასვლელთა 9 კაციანი ჯგუფი დაკითხვაზე იმყოფება. გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.