კატეგორია: სამართალი

ვაკეში, „პიქსელში“, ქმარმა ცოლი დანით დაჭრა

ვაკეში მდებარე სავაჭრო ცენტრ “პიქსელის” შენობაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცმა ამის შემდეგ თავადაც თვითდაზიანება მიიყენა.ორივე დაშავებული ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ნარკოდანაშაულისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ა.ჟ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა. ის შეკვეთებს ინტერნეტის მეშვეობით იღებდა და […]

ირაკლი მამალაძე ადვოკატს – ის კადრები რატომ არ მიეცით ტელევიზიას, „არმანის“ ანაფორაზე რომ საუბრობს მამაო?!

– ის კადრები რატომ არ მიეცით ტელევიზიას, „არმანის“ ანაფორაზე რომ საუბრობს მამაო?! – ამ შეკითხვით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პროკურატურის მოწმემ ირაკლი მამალაძემ ადვოკატ მიხეილ რამიშვილს მიმართა. ირაკლი მამალაძემ რამიშვილი საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულების ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის გადაცემაში დაადანაშაულა. – გუშინ თქვენ არ მიეცით ტელევიზიას ჩემი კადრები?! თქვენ არ გაქვთ გაუთქმელობაზე ხელი მოწერილი და თქვენ გაეცით ის […]

მეუფე დიმიტრი – ”მეუფე პეტრემ პროკურატურის წისქვილს დაასხა წყალი”

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ მკვლელობის მომზადების ბრალდებით გასამართლებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე სპეციალური განცხადება გააკეთა. “ჩვენ გამყარებული საკითხები ვერაფრით ვერ დავინახეთ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რასაც საზოგადოება და ჩვენც ვსვამთ, არის ის, რომ რა შუაში იყო საერთოდ შორენა თეთრუაშვილი და ვთქვათ მისი მკვლელობა. დამეთანხმებით ძალიან გაურკვეველი იყო და დღემდე კითხვებს აჩენს. ვიტყოდი, რომ […]

“ევროკრედიტის” მეანაბრეები კომპანიას რამდენიმე მილიონის გაფლანგვაში ადანაშაულებენ

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევროკრედიტის” მეანაბრეების უფლებადამცველებმა დღეს გორში პრესკონფერენცია გამართეს. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ადვოკატები საქართველოს მთავარი პროკურისგან,საქმის სწორად დაკვალიფიცირებასა და მოტყუებული მოქალაქეებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. ზაზა გიგაურის განცხადებით, დაზარალებულია ათობით მოქალაქე, ზარალი კი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. სისხლის სამართლის სპეციალისტები აცხადებენ, რომ „ევროკრედიტის“ ხელმძღვანელის, ქეთევან ყაყიტაშვილის შპს-დან მისმა შვილმა, გვანცა ჭკადუამ ქონება გაიტანა და თვალთმაქცურად […]

ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატობას სთავაზობს

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, პროფესიით სამართალმცოდნე ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს რომელსაც სასამართლომ დღეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ადვოკატობას სთავაზობს. „ვარ ადვოკატთა ასოციაციის წევრი. დეკანოზ გიორგი მამალაძეს საჯაროდ ვთავაზობ მის ადვოკატობას შემდეგი ინსტანციების სასამართლოებში. ცხადია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და, ცხადია, მის საადვოკატო გუნდთან ერთად. ველი გამოხმაურებას.“ – წერს ნიკა გვარამია ფესიბუკზე. შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ დაკავებულ სასულიერო პირს […]

უკრაინამ საქართველოსგან მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის სერგეი პეტუხოვის განცხადებით, უწყებამ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან სააკაშვილის დაკავების და ექსტრადირებასთან მოთხოვნა მიიღო. ამის შესახეხებ პეტუხოვმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:„უკრაინამ მიიღო მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე, დაკავებასა და ექსტრადირებაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნის ადრესატი უკრაინის იუსტიციის სამინისტრო და გენერალური პროკურატურა იყო“- განაცხადა პეტუხოვმა. მისი თქმით საქართველოს პროკურატურის მიერ გაგზავნილი ინფორმაციი თანახმად, სააკაშვილის წინააღმდეგ […]

დედა თამარ გამრეკელი: “მამა გიორგი გაწირა სახელმწიფომ და გაწირა ეკლესიამ“

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასამართლო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დედა თამარ გამრეკელმა განაცხადა, აღნიშნული განაჩენით, სახელმწიფომ და ეკლესიამ გაწირა სასულიერო პირი. – გუშინ გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, იმედი მქონდა, რომ დადგებოდა გამამართლებელი განაჩენი. ძალიან მწყდება გული. სასულიერო პირი გაწირა სახლემწიფომ და გაწირა ეკლესიამ, – განაცხადა დედა თამარმა. ნიუპოსტის კითხვაზე, […]

მეუფე პეტრე: „მოსამართლემ მთელ მის შთამომავლობას და სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი“

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს ”ანტისახელმწიფოებრივად” აფასებს. როგორც მეუფე პეტრემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ”სუიციდი ჩაიდინა”. – ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს გამოუტანა ფარისევლური განაჩენი. ჩემი პირადი მოსაზრებაა, […]

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია: “ეს საქმე ჩაითვლება სირცხვილად, ქვეყნის პირველი პირიდან მოყოლებული ყველა დაინტერესებული იყო”

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარიას თქმით სასამართლო დამოუკიდებელი არ იყო და მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ხელისუფლებამ და საპატრიარქომ იმოქმედა. მისი თქმით გადაწყვეტილება თვეების წინ იყო მიღებული: – ცოტაოდენი იმედი მაინც მქონდა და ვფიქრობდი, რომ სასამართლო მაინც იქნებოდა დამოუკიდებელი, მაგრამ არა თუ დამოუკიდებელი, არამედ თვეების წინ გადაწყვეტილი საქმე გააჟღერეს. მიზანმიმართულად რაც მან უნდოდათ და როგორც ატყუებდნენ საზოგადოებას, ამ ტყუილიდან ვერ […]