ბათუმში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ტაქსის მძღოლი იყო. მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ის გულის შეტევით დაიღუპა. Ajaratv-ის ინფორმაციით, შემთხვევა ლერმონტოვისა და მოსკოვის ქუჩების კვეთაში მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ან […]
კატეგორია: სამართალი
კიევში აფეთქებული რუსლან პაპასკირი კადიროვის მტერი იყო
კიევში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი რუსლან პაპასკირი, მეტსახელად „ზონა“ ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სპეცსამსახურები ავრცელებენ. „ყველანაირი საშუალებით ებრძოდა პუტინის რეჟიმს, იყო რამზან კადიროვის პირადი მტერი. რუსეთისა და ჩეჩნეთის სპეცსამსახურების მიერ დევნილი იყო. 1999-2000 წლებში დაღესტანში რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ იბრძოდა, რა პერიოდშიც ის დაჭრეს“, – აღნიშნულია უკრაინის უსაფრთხოების […]
თბილისის აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ბ.ფ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება: 48,2811 გრამი კოდეინი, 1 კგ. და 112 გრამი მორფინის […]
სროლა ტყვარჩელის ბაზართან – ძმებმა მინაიებმა ლაკირბაია და ხაშბა დაჭრეს
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ტყვარჩელში, ცენტრალური ბაზრის შესავლელთან სისხლიანი გარჩევა, რომელსაც თან სროლაც ერთვოდა, ორი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ერთი მძიმედ დაჭრილი პირი სოხუმშია გადაყვანილი. ინფორმაციით, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს ავრცელებს, ტყვარჩელში მცხოვრებ ძმებ მინაიებსა და რამდენიმე ადგილობრივს შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ძმებმა მინაიებმა ადგილი დატოვეს, თუმცა, მალევე დაბრუნდნენ და ბაზრის შესასვლელთან შეკრებილ მოქალაქეებს ცეცხლი […]
კიევში რუსლან პაპასკირი, მეტსახელად ”ზონა”, ააფეთქეს – სად მიდის კვალი
კიევში მომხდარ აფეთქებას, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე, რუსლან პაპასკირი, მეტსახელად ”ზონა” გარდაიცვალა, ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” უკრაინაში საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ განუცხადა. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე საქმე გამოსაძიებლად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროდან უკრაინის უშიშროების სამსახურში გადაინაცვლებს. – ეს ამბავი მოხდა ფაქტობრივად 2 საათის წინ. საუბარია საქართველოს მოქალაქეზე და მანქანასაც გააჩნია ქართული ნომრები. […]
თბილისში, აეროპორტის გზაზე 3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს – 6 ადამიანი მსუბუქად დაშავდა
თბილისში, აეროპორტის გზაზე 3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟები. “პირველს” შს სამინისტროში უთხრეს, რომ დაშავებულები ამ ეტაპისთვის საავადმყოფოში გადაჰყავთ. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება […]
ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია: „სკანდალურ ინფორმაციას გავასაჯაროებ“
– ადრესატი მე ვარ… ჩვენ თვითონ ვაპირებდით ძალიან სერიოზული ინფორმაციის გასაჯაროებას და ეტყობა ეს გაიგეს, – აცხადებ ფირცხალავას მეუღლე. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტია “ნიუპოსტთან” აცხადებს, რომ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატებმა დღეს სპექტაკლი დადგეს.ხვიტია ამბობს, რომ ადვოკატების განცხადების ადრესატი ის არის, თუმცა მოწმეზე ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავს. ფირცხალავას მეუღლე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ […]
ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ამერიკაში დღეს გაიმართება
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპორტსმენის დედამ, მაყვალა ხურციძემ განუცხადა. მისი თქმით, პროცესი ადგილობრივი დროით 12:00 საათზეა ჩანიშნული. მაყვალა ხურციძე იმედოვნებს, რომ დღეს მის შვილს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ. ნიუ-იორკში, მიმდინარე წლის ივლისში,15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორის იყო […]
”ეტყობა, დანა კაცს წინასწარ ჰქონდა მომზადებული, რომ ჯერ ცოლი მოეკლა და მერე თვითონ მომკვდარიყო” – ”პიქსელში” მომხდარი დრამის ახალი დეტალები
ოჯახური ძალადობის ნიადაგზე მომხდარ დანაშაულთა რიგს კიდევ ერთი დაემატა, – ვაკეში, სავაჭრო ცენტრ “პიქსელის” მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ფიზიკური აღნაგობის მამაკაცმა “პიქსელის” დაცვის თანამშრომელი ქალი ხანმოკლე კამათის შემდეგ დანით დაჭრა, შემდეგ კი მხრისა და კისრის არეში თვითონ მიიყენა ჭრილობები. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაჭრილები მეუღლეები არიან. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შემდეგ, დაჭრილებს ოპერაცია ჩაუტარდათ, თუმცა, მათი ჯანმრთელობის […]
ნინო ბურჯანაძე: ”სააკაშვილს დავეთანხმე, რომ ვალერი გელაშვილი საცემი იყო”
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, ვალერი გელაშვილმა მას საავადმყოფოში უთხრა, რომ მისი ცემა მიხეილ სააკაშვილის პირადი ანგარიშსწორება იყო. ბურჯანაძემ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, რომელზეც ბრალი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აქვს წაყენებული, სასამართლოს ჩვენება მისცა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, დეპუტატის ცემის მოტივი იყო პირადი წყენა, რომელიც სააკაშვილს ამოძრავებდა. – თავიდანვე არ იყო […]









