კატეგორია: სამართალი

 ზემო ლარსის საზღვარზე ქართველი  კანონიერი ქურდი დააკავეს

ჩრდილოეთ ოსეთის მესაზღვრეებმა, ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, საქართველოს მოქალაქე  კანონიერი ქურდი დააკავეს. ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. – ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქართული წარმომავლობის , კრიმინალური სამყაროს ერთერთი ლიდერი დააკავეს, რომელიც საზღვრის გადაკვეთას ყალბი დოკუმენტებით ცდილობდა, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. გამოცემის ცნობით, […]

აჭარის ტელევიზიის მთავარი იურისტი მალხაზ ბოლქვაძე ტელევიზიის დირექტორ ნათია კაპანაძეს პროკურატურაში უჩივის

აჭარის ტელევიზიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ბოლქვაძე ტელევიზიის დირექტორ ნათია კაპანაძეს დისკრიმინაციის ბრალდებით პროკურატურაში უჩივის. ამის შესახებ მალხაზ ბოლქვაძემ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ ნათია კაპანაძე მას სრულ იგნორირებას უკეთებდა. მისივე თქმით, დირექტორი მას ხშირად მაღალ ტონში ელაპარაკებოდა, რომელიც ხშირად ყვირილში გადადიოდა. ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს. – თავიდანვე ძალიან მძიმედ აეწყო ურთიერთობა დირექტორსა და […]

შვილი ზურაბ ნეფარიძე – “მამა ზურაბ ნეფარიძის წინააღმდეგ ჩვენება არ მიმიცია”

საკრებულოს დაკავებული დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის შვილი, ასევე ზურაბ ნეფარიძე აცხადებს, რომ მას მამის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია. – მე მამაჩემის წინააღმდეგ ჩვენება არ მიმიცია. გამოძიებას ვუთხარი ის, რასაც ზურაბ ნეფარიძეც ამბობდა, რომ ბიუროს თანამშრომელთა ხელფასის ნაწილი კომუნალურ გადასახადებს ხმარდებოდა. მზად ვართ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის. მამაჩემს ქრთამი არ აუღია, – ამბობს დაკავებულის შვილი. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის საკრებულოს […]

ჩოხატაური – 4 შვილის დედას ქმარი 14 წლის განმავლობაში ბავშვების თანდასწრებით სცემდა

ლოთობა, უსაფუძვლო ეჭვიანობა, ფიზიკური ძალადობა, არასრულწლოვანი შვილებისთვის მორალური ზიანის მიყენება- ეს ის არასრული ჩამონათვალია ყველა იმ ძალადობისა რასაც, 47 წლის გ.მ. მისივე მეუღლის მტკიცებით, ჩოხატაურის სოფელ სამებაში საკუთარ ოჯახში, 40 წლის მეუღლის, ზ.ჩ.-ს, ასევე, 4 არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადიოდა. როგორც ძალადობის მსხვერპლი ქალი აღნიშნავს, ის, თვეში, მინიმუმ ორჯერ მაინც, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. მეუღლე გამუდმებით […]

გორში ფეხმძიმე ქალს 900 ლარი ბანკომატთან დარჩა

გორში, ბანკომატის აპარატთან, მოქალაქეს ასაღებად გამზადებულ თანხა, დაახლოებით 900 ლარი, ადგილზე დარჩა. ამის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იმ პირის ძებნა დაიწყეს, რომელმაც სხვისი კუთვნილი თანხა აიღო. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თანხა ფეხმძიმე ქალს დარჩა. პლასტიკური ბარათის დაბრუნებამდე, ბანკომატში ჯერ თანხის აღება ხდება, შემდეგ ბარათის. საქართველოს ბანკისგან განსხვავებით, სხვა ბანკების ბანკომატებზე, მოქალაქეს, თანხის აღებამდე, […]

ზუგდიდში 3 წლის ბავშვი საავადმყოფოს მე-4 სართულიდან გადმოვარდა

რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან 3 წლის ბავშვი გდმოვარდა. მას მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. დაშავებულს თბილისში გადასაყვანად ამ წუთებში ამზადებენ.

ადვოკატი სულხან კაპანაძე – ”ზურაბ ნეფარიძის შვილს მამის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია”

ადვოკატი თბილისის საკრებულოს დეპუტატ ზურაბ ნეფარიძისა და მისი თანამშრომლისთვის, ანა მენთეშაშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებულ წინასწარ პატიმრობას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულ ზურაბ ნეფარიძის ადვოკატმა სულხან კაპანაძემ განუცხადა. მისივე თქმით, სასამართლომ დაუსაბუთებელი და უკანანონო გადაწყვეტილება მიიღო, რაც შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდებაა. რაც შეეხება ზურაბ ნეფარიძის შვილის ჩვენებას, სადაც პროკურატურის მტკიცებით შვილი […]

ზურაბ ნეფარიძეს და მის ცოლისდა ანა მენთეშაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

დედაქალაქის საკრებულოს წევრს, ზურაბ ნეფარიძეს და მის ცოლის დას, ანა მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ოქტომბერს დაინიშნა. საკრებულოს დეპუტატს, ზურაბ ნეფარიძეს ბრალი ქრთამის აღებისთვის გუშინ ოფიციალურად წარუდგინეს. მისი ადვოკატის, სულხან კაპანაძის განცხადებით, ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დეპუტატი დაკავებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ანტიკორუფციულმა სააგენტომ […]

“ქრთამის ამღები ამოწყდა… მე ვარ განტევების ვაცი” – დეპუტატმა ნეფარიძემ სასამართლოზე ქრთამის ამღები დაწყევლა

“ქრთამის ამღები ამოწყდა და გადაშენდა, მე ვარ განტევების ვაცი,”- ეს განცხადება საკრებულოს დეპუტატმა, ზურაბ ნეფარიძემ საქალაქო სასამართლოში გააკეთა, რომელსაც ბრალად ქრთამის აღება ედება. მან სასამართლოზე ქრთამის ამღები დაწყევლა. საქალაქო სასამართლო ზურაბ ნეფარიძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს. ამ წუთებში მოსამართლე სათათბიროდაა გასული.

ზურაბ ნეფარიძესთან ერთად მისი ცოლისდა ანა მენთეშაშვილიც დააკავეს

საკრებულოს დეპუტატ ზურაბ ნეფარიძესთან ერთად დაკავებულია მისი ცოლის და ანა მენთეშაშვილი, რომელიც ნეფარიძის თანამშრომელი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას, “რუსთავი2” ავრცელებს. სასამართლო პროცესიდან ცნობილი ხდება, რომ ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ ნეფარიძე მისივე ბიუროს თანამშრომლის გარდა, შვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. ბრალდების მხარის განცხადებით, დეპუტატის შვილი პროკურატურამ თანამშრომლობისთვის გაათავისუფლა. სახელმწიფო უსაფრტხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ქრთამის აღების ფაქტზე […]