კატეგორია: სამართალი

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან ძაგნიძე პროკურატურამ დააკავა – მას 40.000 დოლარის მითვისებას ედავებიან

ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისების მცდელობის ფაქტზე დედაქალაქის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს. საუბარია არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ძაგნიძეზე, რომელიც მერიაში მაღალ თანამდებობას 2015-16 წლებში იკავებდა. ლევან ძაგნიძესთან ერთად, პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. მეორე დაკავებულსაც მერიის არქიტექტურის სამსახურთან შემხებლობა ჰქონდა. რაც შეეხება უშუალოდ ძაგნიძეს, საუბარია 40.000 ამერიკული დოლარის თაღლითურად დაუფლების […]

ბექა წიქარიშვილი მოსამართლე ლელა ნოზაძემ დამნაშავედ ცნო და სასჯელად 2.000 ლარი გამოუწერა

69 გრამი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის დააკავებული “თეთრი ხმაურის” წევრი, ბექა წიქარიშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახით 2.000 ლარი ჯარიმა დაეკისრა. მოსამართლე ლელა ნოზაძის გადაწყვეტილებით, მას სამოქალაქო უფლებებიც შეეზღუდა, კერძოდ, წიქარიშვილს 5 წლის ვადით ჩამოერთვა მართვის მოწმობა, ასევე, შეეზღუდა საადვოკატო და საგანმანათლებლო საქმიანობა. წიქარიშვილი 2013 წლის მაისში, 69 გრამი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით […]

ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და აბესაძე გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა. როგორც მოსამართლე ნინო სანდოძემ განმარტა, პირველი წარდგენის სასამართლო პროცესის შემდეგ ის გარემოებები და საფრთხეები რაც იყო, კვლავ რჩება და შესაბამისად, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი ამ ეტაპზე […]

ოთარ აბესაძე შეიძლება პატიმრობიდან გაათავისუფლონ – “მზად ვარ პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის”

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე, შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს. დღეს აბესაძის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა გაიმართება, რომელზეც მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობასთან ერთად, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებენ. დაცვის მხარე იშუამდგომლებს, რომ ოთარ აბესაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გირაოთი შეიცვალოს. ამასთან, ადვოკატები კვლავ საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ, ვინაიდან მათი მტკიცებით, იმ პერიოდში, […]

გურიის ყოფილ გუბერნატორ გია სალუქვაძის შვილს თავს დაესხნენ

გურიის ყოფილი გუბერნატორის გია სალუქვაძის შვილს თავს დაესხნენ. შსს-ში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ თავდასხმა ოთხი დღის წინ მოხდა. ინფორმაციას Ipressავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ძალადობას გულისხმობს. გია სალუქვაძემ გურიის გუბერნატორის პოსტი ორი კვირის წინ დატოვა. სალუქვაძის თქმით, მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო. ახალი […]

ქართულმა სასამართლომ დავით კეზერაშვილი გაამართლა – ადვოკატი შოთა მინდელი დეტალებს ასაჯაროებს

თავდაცვის მინისტრობის დროს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, დავით კეზერაშვილი სრულად გამართლდა. ამის შესახებ კეზერაშვილის ადვოკატი, შოთა მინდელი აცხადებას. მისი თქმით, სასამართლო განხილვისას პროკურატურამ ბრალის დადასტურება ვერ შეძლო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. ადვოკატის განმარტებით, ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ალექსანდრე  ნინუას მიმართ, რომელიც ამ საქმეზე დავით კეზერაშვილთან ერთად იყო ბრალდებული. ნინუას ორი წლით […]

გაჩიანში მამაკაცის გაუპატიურებისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს

გაჩიანში 42 წლის მამაკაცის წამების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე განმარტებით, ამ დროისთვის დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობ აქვს შეფარდებული. რაც შეეხება თავად ძალადობის მსხვერპლს, 42 წლის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ოჯახის ინფორმაციით, ის რეანიმაციული განყოფილებიდან სტაციონარში გადაიყვანეს. – მისი მდგომარეობა ამ დროისთვის […]

სიღნაღში ძაღლების თავშესაფრის მეპატრონე მატილდა მირზოევა ცემეს

სიღნაღში ძაღლების თავშესაფრის მეპატრონე მატილდა მირზოევა ცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლაშა გეგეჭკორი ავრცელებს. “სიღნაღში ნაცემია მატილდა, ძაღლების თავშესაფარის მეპატრონე. როგორც რიგითი მოქალაქე, სასწრაფოდ ვითხოვ რეაგირებას შესაბამისი სამსახურებისგან!”- წერს ლაშა გეგეჭკორი. ცემის ფაქტზე დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის. ნიუპოსტი

ახალციხის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება 

 ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს, მობილიზუბულია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაც. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი, რომ ტერიტორიაზე მანქანის გადაადგილება შეუძლებელია, იქ მხოლოდ საფეხმავლო გზაა. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი. ტერიტორიაზე, სადაც მეხანრე-მაშველები იმყოფებიან, გადამღებ ჯგუფებს ასვლის უფლებას […]

ეწერთან მიკროავტობუსი გადაბრუნდა

რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ეწერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს საპირისპირო მიმართულებიდან გადმოსული მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადაბრუნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრულო პოლიციის განყოფილებაში განუცხადეს, ყველა მგზავრი უვნებელი გადარჩა, მხოლოდ 2 მგზავრი გადაიყვანეს მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში. ინტერპრესნიუსი