კატეგორია: სამართალი

დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე მისი შვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს

სასამართლო პროცესიდან ცნობილი ხდება, რომ ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ ნეფარიძე მისივე ბიუროს თანამშრომლის გარდა, შვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. ბრალდების მხარის განცხადებით, დეპუტატის შვილი პროკურატურამ თანამშრომლობისთვის გაათავისუფლა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული თბილისი საკრებულოს დეპუტატი ბრალს არ აღიარებს. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ზურაბ ნეფარიძე პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს. ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ქრთამის აღების ბრალდებით, […]

”ბათუმის ბულვარში გვცემეს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო… პოლიციელები შეგვდგნენ წიხლებით” – რას ყვებიან ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი

გუშინ, 25 აგვისტოს, „თანასწორობის მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ლევან ბერიანიძე და ამავე ორგანიზაციის წევრი, თორნიკე კუსიანი დილით დააკავეს ადმინისტრაციული წესით – წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო. ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ბათუმის ბულვარში დააკავეს. დაკავებულებს თან სამი ტრანსსექსუალი ქალი ახლდათ. სამართალდარღვევაში მიჩნეულების განმარტებით, მათ თავდაპირველად უცნობმა პირმა მიაყენა შეურაცხყოფა, რომელიც ბულვარში მოპედით იმყოფებოდა. – შემდეგ […]

თამარ ალანია, ლალი ფაფიაშვილი, იოსებ ბაჩიაშვილი, ოთარ სიჭინავა – ვის აარჩევს მთავრობა სტრასბურისთვის?

სტრასბურის მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ კანდიდატები მთავრობისთვის წარსადგენად უკვე შეარჩია. სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კენჭისყრის შედეგად, მთავრობას კომისიის მიერ წარედგინება თამარ ალანიას, ლალი ფაფიაშვილის, იოსებ ბაჩიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურები. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა ლალი ფაფიაშვილმა მიიღო.

ზურაბ ნეფარიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს

თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზურაბ ნეფარიძის ადვოკატმა სულხან კაპანაძემ განუცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძე ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება და მას ბრალს დღეს წაუყენებენ. – ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია ბრალის ფორმულირება და მასალები, კონკრეტულად რას ედავებიან. ერთადერთი პოზიცია, რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია დავაფიქსიროთ არის ის, რომ თავს დამნაშავედ არ […]

ბოკერია – “მითხრეს, რომ ჩემს ტელეფონს უსმენენ”

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერის გიგა ბოკერია დაკითხვა დასრულდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მის სატელეფონო საუბრებზე მიმდინარეობდა ფარული მიყურადება. – შემატყობინეს, რომ მიმდინარეობდა ფარული მიყურადება. გამოძიება საერთოდ რომ გრძელდება, არის დემონსტრირება იმ დიდი პრობლემის, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, როდესაც ივანიშვილის დაკვეთით ის ორგანოები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას უნდა იცავდნენ და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომ პრობლემებს უნდა ებრძოდნენ, […]

მაჟორიტარი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს

„ეროვნული ფორუმის“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე დაკავებულია. „კურიერის“ ინფორმაციით, ნავთლუღის მაჟორიტარი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. – ზურაბ ნეფარიძე პარტია „ეროვნული ფორუმიდან“ გარიცხულია, თუმცა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ეროვნულ ფორუმში“ დარჩა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულის ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარემ ავთანდილ დავითაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ზურაბ ნეფარიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია შემთხვევით გაიგო. ავთანდილ დავითაძის […]

თამარ ალანია – “გვანცა ყუფარაძეს განაჩენი სწორად გამოვუტანე… მე არ ვარ დაწუნებული კანდიდატი”

– მე არ ვარ დაწუნებული კანდიდატი – წინა კონკურსზე ქულების რაოდენობით რიგით მეოთხე ვიყავი და აბსოლუტურად ლეგიტიმურად მაქვს იმის პრეტენზია და უფლება, რომ კონკურსში კიდევ ერთხელ მივიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ სტრასბურის მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ალანიამ ჟურნალისტებს იუსტიციის სამინისტროში გასაუბრების დაწყებამდე განუცხადა. რაც შეეხება ყოფილი პატიმრის გვანცა ყუფარაძისადმი გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკას და მისი […]

აღაიანთან სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა

საქართველოს მთავარ საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ აღაიანთან, სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. უცნობია, რა გახდა სატვირთოს აალების მიზეზი. ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. (ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი). პირველი

ტრაგედია გურიაში – გუბაზოულში თევზაობას 2 კაცი შეეწირა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 24 წლის ბიჭი დაიღუპა, რომელიც მდინარე გუბაზოულზე სათევზაოდ იყო წასული. არსებული ინფორმაციით, დაღუპულ ახალგაზრდას თევზაობის დროს დენმა დაარტყა და ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „ნიუპოსტს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, დაფიქსირდა გარდაცვალების მეორე ფაქტიც- თავი ჩამოიხრჩო 52 წლის მამაკაცმა, რომელიც სათევზაოდ წასულ ახალგაზრდა ბიჭს ახლდა თან. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს […]

ყარაჯალაში მამაკაცის გაუპატიურება მოძალადეებმა ვიდეოზე გადაიღეს და სოცქსელში ატვირთეს – “ჩვენც იგივეს გავუკეთებთ”, იმუქრება მეორე მხარე

ქვემო ქართლში 42 წლის მამაკაცი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე 5 პირი არის დაკავებული, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც წამებას გულისხმობს. მომხდართან მიმართებით ირკვევა დეტალები – 42 წლის მამაკაცი 15-მდე ადამიანმა ჯერ სცემა, შემდეგ კი გააუპატიურა. შემთხვევა სოფელ […]