თბილისის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სპეცოპერაციის ამსახველ კადრებს რუსთავი 2 ავრცელებს. პუშკინის ქუჩაზე, 10 ნომერში მდებარე მასაჟის სალონში საგამოძიებო მოქმედებები პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის მუხლით მიმდინარეობს. როგორც რ2 იუწყება, აღნიშნული სალონიდან გამოიყვანეს 7-მდე ახალგაზრდა ქალი და დაკითხვაზე გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა დიანა როსტიაშვილმა განუცხადა, გამოძიება 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ითვალისწინებს.
კატეგორია: სამართალი
გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარეს – ჯემ ფესტზე ფინანსთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
მუსიკალური ფესტივალის Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ხვალ დაკითხვაზე დაიბარეს. ფესტივალის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. – სწორედ მაგისთვის ჩამოვედი საქართველში.ვიმყოფებოდი ევროპაში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. East European Music Management ეს არის აღმოსავლეთ ევროპის ყველაზი დიდი სააგენტო, რომელთან ერთადაც ჩვენ ვსხედვართ და ვეძებთ იმ ფორმულას, რომლითაც შეიძლება გავაგრძელოთ მუშაობა. იმ მიზნის […]
ლევან მამაგეიშვილი პოლიციამ ურეკში იპოვა – მას არანაირი თანხა არ ჰქონდა თან
„ოკრიბას“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარებული ლევან მამაგეიშვილი პოლიციამ ურეკში იპოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, ქუთაისის საქალაქო სამმართველოდან გადაგზავნილი მასალების საფუძველზე, 1995 წელს დაბადებული ლევან მამაგეიშვილის დიდუბის ავტოსადგურ “ოკრიბადან” გაუჩინარების ფაქტის შესახებ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, […]
მიხეილ იაშვილის დედა ნინო შავგულიძე – ”მკვლელობის დროს ჩემი შვილი სახლში იყო”
ჭონქაძის ქუჩაზე, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი, მიხეილ იაშვილი, თავს უდანაშაულოდ თვლის და პროტესტის ნიშნად შიმშილობს. როგორც მიხეილ იაშვილის დედა, ნინო შავგულიძე, აცხადებს, მკვლელობის დროს მისი შვილი სახლში იმყოფებოდა. მისივე თქმით, მიხეილ იაშვილი გარდაცვლილს იცნობდა, თუმცა მასთან საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია. რაც შეეხება ბინის ჩხრეკას, შავგულიძის თქმით, პოლიციელებმა ვერაფერი იპოვეს, რაც მისი […]
კახა ძნელაძის მკვლელობისთვის დაკავებული მიხეილ იაშვილი შიმშილობას აცხადებს და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს
ჭონქაძის ქუჩაზე კახა ძნელაძის მკვლელობისთვის სამართალდამცავებმა მიხეილ იაშვილი დააკავეს, რომელიც ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, იაშვილი დანაშაულს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას აპირებს, ასევე იგი უარს აცხადებს საქართველოს მოქალაქეობაზე. მკვლელობის მოტივის შესახებ დეტალები უცნობია, ერთ-ერთი ვერსიით იგი ე.წ. სამარშუტო ტაქსების ბიზნესს უკავშირდება. გუშინ, 16 აგვისტოს, მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე 47 […]
აფეთქება ოკაცეს კანიონთან
ოკაცეს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ცეცხლი ავტომობილის სადენებს გაუჩნდა და ამ ეტაპზე ინციდენტი ამოწურულია. ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე მაშველები. ”იქიდან გამომდინარე, რომ არავინ იყო მომჩივანი და დაზარალებული, საქმეზე ძიება არ დაწყებულა,” – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. შემთხვევის […]
მთაწმინდაზე მოკლული კახა ძნელაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
შსს-მ გუშინ მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც დაკავებულია 1983 წელს დაბადებული მ.ი: – შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე […]
ქარელში ცოლის ცემის გამო 54 წლის მამაკაცი დააკავეს
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული ნ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1971 წელს დაბადებულ ლ.ფ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლით).
მთაწმინდაზე მოკლულ კახა ძნელაძეს 1993 წელს 18 წლის ძმა მოუკლეს
გუშინ ჭონქაძის ქუჩაზე 47 წლის კახა ძნელაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მკვლელი მოტოციკლით გადაადგილდებოდა და მას შემდეგ, რაც ძნელაძის მისამართით გაისროლა, ადგილიდან მიიმალა. მკვლელობა გუშინ დღის საათებში ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე პარკთან მოხდა, სადაც დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, დიდი ალბათობით, მომხდარი კამერებმა გადაიღეს. „ნიუპოსტმა“ ოჯახის ახლობლებთან საუბრისას გაარკვია, რომ სამართალდამცავები შესაძლოა სავარუდო ეჭვმიტანილზე გარკვეულ ინფორმაციას […]
გორგასლის ქუჩაზე ”ნიკორას” მაღაზია დააყაჩაღეს
თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ”ნიკორას” მაღაზია დააყაჩაღეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პირი მონაწილეობდა თავდასხმაში. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.










