კატეგორია: სამართალი

კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი სასამართლოზე ცუდად გახდა

მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი, რომელიც კახა ძნელაძის მკვლელობის ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული სასამართლო პროცესის დაწყებამდე და სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას შეუძლოდ რამდენიმეჯერ გახდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა სასამართლოში უკვე მივიდა. იაშვილს რომელსაც ბრალს 47 წლის კახა ძნელაძის მკვლელობაში სდებენ, დღეს აღკვეთის ღონისძიების ფორმა უნდა განუსაზღვრონ. ბრალდების მხარის მოთხოვნა პატიმრობაა, […]

თბილისში ისნის ბაზრობა დაიწვა

ღამით, ისანში, მეორადი ავტონაწილების, ე.წ. “დაშლილების ბაზრობაზე”, დაახლოებით 4 საათზე ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის წარმომადგენელმა დავით გელაშვილმა განაცხადა, ცეცხლი 1.200 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული.ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 20-მდე სახანძრო ბრიგადა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. ზარალის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. ნიუპოსტი

პოლიციამ 5 ჩინელი ქალი ნიკოლაძის 5-დან გამოკითხვაზე გადაიყვანა

თბილისში, ნიკო ნიკოლაძის №5-ში მდებარე მასაჟის სალონში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. რის შემდეგაც 5 ჩინელი ქალი პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა. ამის შესახებ “პირველს” შსს-ში განუცხადეს. ნიკოლაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა. ანალოგიური საგამოძიებო მოქმედებები თბილისში 17 აგვისტოს, პუშკინის ქუჩაზეც ჩატარდა, რის შემდეგაც დაკითხვაზე 8 ადამიანი გადაიყვანეს.  პირველი

სპეცოპერაცია ნიკოლაძის 5 ნომერში – პოლიციამ 5 გოგონა აიყვანა

კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები კიდევ ერთ სპა ცენტრში ჩაატარეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ნიკოლაძის 5 ნომრიდან დაახლოებით 5 გოგონა პოლიციის მანქანით გაიყვანეს. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის მიზნით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ პროსტიტუციის ადგილის გადაცემისთვის სპეცოპერაცია გუშინ პუშკინის ქუჩაზე ჩატარდა, რის შედეგადაც ერთი პირი იქნა დაკავებული. ნიუპოსტი

ადვოკატი ცინცქილაძე: ”მიხეილ იაშვილს კახა ძნელაძის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს… გამოძიებამ ბრალდებულის შვილის მოპედი ამოიღო”

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს ბრალი 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა ბრალდებას მკვლელობის მოტივი არ უწერია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა დავით ცინცქილაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ბრალდების მხარე მოტივის გარეშე ამბობს, რომ განზრახ მკვლელობის მიზნით მოკლა მიხეილ იაშვილმა კახა ძნელაძე, რაც, ადვოკატის მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, უფლებადამცველი აცხადებს, რომ […]

ველისციხეში 75 წლის კაცი წყლით სავსე ავზში დაიხრჩო

ველისციხეში 75 წლის კაცი წყლით სავსე ავზში დაიხრჩო. ინფორმაცია “პირველს” შს სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი წყლის რეზერვუარს გასარეცხად ამზადებდა. შემთხვევის დროს სახლში მხოლოდ მისი ავადმყოფი მეუღლე იმყოფებოდა. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით […]

კახეთის საპატრულო პოლიციას შოთა ხაჟომია უხელმძღვანელებს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ოთარ გავაშელიძე პოლიციის მაიორმა, შოთა ხაჟომიამ ჩაანაცვლა – ინფორმაცია Imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. რეგიონში ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი მუშაობას რამდენიმე დღეა უკვე შეუდგა. რა გახდა საპატრულო პოლიციაში საკადრო ცვლილების მიზეზი უცნობია. სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

გიორგი სიგუა დაკითხვაზე მივიდა – “ჩემ წინააღმდეგ საქმე არ არის აღძრული”

„ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მივიდა. სიგუას განცხადებით, როგორც მისთვის ცნობილია, დაკითხვაზე გარკვეული ნივთის დაზიანების ფაქტზეა დაბარებული, რომელიც არც „ჯემ ფესტის“ ჩატარებას და არც მას უშუალოდ არ ეხება. მისივე თქმით, ის მზადაა გამოძიების ყველა კითხვას პასუხის გასცეს. – როგორც ახლა ადვოკატთან ერთად გავარკვიე, საქმე არ არის აღძრული არც ჩემ და […]

კახა ძნელაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიხეილ იაშვილი ამბობს, რომ დაკავებისას სცემეს

ორი დღის წინ მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილ მიხეილ იაშვილს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს წუყენებენ. იაშვილი ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. გამოძიებას ბრალის წასაყენებლად 48 საათიანი ვადა აქვს, ამავე ვადაში უნდა მიმართოს სასამართლოს, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიები სახის შეფარდებაზე. მიხეილ იაშვილი ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს, ასევე […]

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გუშინ, გვიან ღამით ბათუმში მემედ აბაშიძის ქუჩაზე 25 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. საქმეზე ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის