კატეგორია: სამართალი

ქუთაისში მანქანა მეეზოვე ქალს დაეჯახა და მოკლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე. სწრაფად მომავალი ავტომანქანა 60 წლამდე ასაკის ქალს, ქუთაისის “სპეციალური სერვისების” თანამშრომელს დაეჯახა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. მსუბუქი ავტომობილი ქალს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ქუჩას გვიდა. გარდაცვლილი ქალი სოციალურად დაუცველი და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. გარდაცვლილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ექსპერტიზა უტარდება ავტომობილის მძღოლსაც.

ბახმაროში მანქანის დაგორებამ 60 წლის კაცი მოკლა

უბედური შემთხვევა მოხდა ბახმაროში. სანატორიუმის მიმდებარედ 60 წლამდე ასაკის კაცს ავტომანქანა დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით, მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ მანქანის დაგორება გახდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. ჩოხატაურის გამგებლელი ირაკლი კუჭავა აცხადებს, რომ ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია. იმედინიუსი

ოზურგეთში 2 გოგონა დაიხრჩო

ოზურგეთის სოფელ ძიმითში, მდინარე სუფსაში ორი მოზარდი დაიხრჩო. “ნიუპოსტის” რეგიონალური კორესპოდენტის ცნობით, ორივე გოგონა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ამავე სოფლის მკვიდრია. ერთ-ერთი მათგანის ცხედარი მაშველებმა უკვე იპოვეს. მეორეს კი, ამ დრომდე ეძებენ. ნიუპოსტი

არტურ გრიგორიანს ცოლის, ოქსანა რასტაგიანის, ცემა და სიდედრის ელექტროშოკით გათიშვა ბრალდება – ოჯახური ძალადობა ახალციხეში

პისტოლეტის ტარით მიყენებული 14 ჭრილობა თავის არეში, პნევმატური იარაღით ნასროლი 8 ტყვია სხეულის სხვადასხვა ადგილას და დაზიანებული თვალი – ასეთია იმ ოჯახური ძალადობის კვალი, რაც 31 წლის ოქსანა რასტაგიანს სხეულზე ეტყობა. პირად საუბრებში რასტაგიანის ოჯახის წევრები კურიერს უყვებიან, რომ ყოფილი მეუღლე, არტურ გრიგორიანი, რასტაგიანს მშობლების სახლში მიუვარდა, სიდედრი ელექტროშოკით გათიშა. ცოლს ჯერ რამდენჯერმე ესროლა, წაქცეული კი სასტიკად სცემა. თავად […]

სურამში მანქანა დედა-შვილს ტროტუარზე დაეტაკა და ორივე მოკლა

მსხვერპლით დასრულდა სურამში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანა ტროტუარზე მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა. შედეგად ორივე მათგანი გარდაიცვალა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. ნიუპოსტი

სასამართლომ თეთრი ხმაურის აქტივისტ ბაქარ კორშიას 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონის სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ბრალდებით დაკავებულ ბაქარ კორშიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მისამართლემ ის მარიხუანას მოხმარებისთვის 500 ლარითაც დააჯარიმა. კორშიას ადვოკატის განცხადებით, მომდევნო პროცესამდე, დაცვის მხარე პროკურატურას საპროცესო გარიგების თხოვნით მიმართავს. კორშია მიმდინარე წლის 3 აგვისტოს განმუხურში დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას რვიდან ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. სამართალდამცველებმა […]

პოლიციამ “ქართველთა მარშის” ორგანიზატორი გიორგი ონიანი დააკავა

სამართალდამცავებმა “ქართველთა მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ონიანი რუსთავში დააკავეს. როგორც „ნიუპოსტს“ შს სამინისტროში განუცხადეს, ონიანი ძებნილი იყო სსკ-ის 381 -ე მუხლით, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა ლადო სადღობელაშვილმაც. „სასამართლოზე არ გამოცხადების გამოა დაკავებული გიორგი ონიანი! საქმე ოჯახურ კონფლიქტს ეხება! არ იყო ინფორმირებული, რომ სასამართლო ჰქონდა და იძულების მეთოდით მიჰყავთ […]

ხონში მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

ხონში მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. დაღუპულის ახლობლების თქმით, ცხედარი ავტოფარეხში იპოვეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ “პირველს” შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა. ეს მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

ყაზბეგში ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა

ყაზბეგის რაიონის სოფელ გარბანში ქმარმა 33 წლის ქალს ყელი გამოჭრა. წინასწარი ინფორმაციით მიზეზი ეჭვიანობა გახდა. როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვლისწინებს.

Gem Fest-იდან ჰოსპიტალში კიდევ 7 ახალგაზრდა გადაიყვანეს – 6 ქართველი, 1 უკრაინელი

Gem Fest-იდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კიდევ 7 ახალგაზრდა გადაიყვანეს. 6 ბიჭი ქართველია, გოგო – უკრაინელი. მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა, 2 გაწერეს. გამოჯანმრთელებულ ახალგაზრდებს ზუგდიდის სამმართველოში კითხავენ. ჰოსპიტალის ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. 22 წლის გოგო გუშინ გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ძლიერი ინტოქსიკაცია იყო. მძიმე იყო 29 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა. Gem Fest-ის ორგანიზატორებმა და “თეთრმა ხმაურმა” […]