ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. როგორც “ინტერპრესნიუსს” ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ განუცხადა, დაშავებული ქალბატონი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვები ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, დაშავებულებს მცირე მოტეხილობები აღენიშნებათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველების ცნობით, […]
კატეგორია: სამართალი
ბათუმში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს
ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მაღაზია “რონიკოს” გამყიდველი 30 წლის ქალი ყაჩაღობის მიზნით შეჭრილმა პირმა ყელის არეში დაჭრა. იგი სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თავდამსხმელი დაახლოებით 40 წლამდე მამაკაცია. შს სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
“GEM FEST”-ზე ახალგაზრდა ქალის, 22 წლის თ.თ.-ს გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკის ინტოქსიკაცია გახდა
განმუხურში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე GEM FEST ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტს ირგვლივ “ნიუპოსტისთვის” ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც რეგიონალური კოსრესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, გარდაცვლილია 22 წლის თ.თ. რომელიც მუსიკალურ ფესტივალზე თბილისიდან ჩავიდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი კლუბური ნარკოტიკის გადაჭარბებული რაოდენობა გახდა. ახალგაზრდა GEM FEST-ის ტერიტორიაზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. […]
მუსიკალურ ფესტივალ ჯემ ფესტზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
აფხაზეთში სამხედრო საწყობი აფეთქდა – დაიღუპა 2 ტურისტი პეტერბურგიდან
გუშინ, 2 აგვისტოს, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოესთან მდებარე სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ აფხაზური მედია წერს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის მინისტრის თამაზ წახნაკიას თქმით, 42 დაზარალებული გუდაუთის საავადმყოფოში, 11 კი სოხუმის საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზებული. – 60 ადამიანი დაშავდა, 35 რუსია, მათგან 27 ჰოსპიტალიზებულია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულებს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტრავმები […]
კიევში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი დააკავეს
უკრაინელმა სამართალდამცველებმა პედოფილიის ბრალდებით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი დააკავეს. ზაიზენბახერის მიმართ ვენის პროკურატურა 3 წლის მანძილზე ატარებდა გამოძიებას, რის შემდეგაც ყოფილ სპორტსმენს ბრალი წაუყენეს. სავარაუდოდ საქმე მისი ერთ-ერთი მსხვერპლის განცხადების საფუძველზე აღიძრა. 57 წლის ავსტრიელს 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში სამი გოგონას გაუპატიურება ედება ბრალად. იმ პერიოდში ზაიზენბახერი ვენის […]
შსს – ბაქარ ყორშია დავაკავეთ, მაგრამ არ გვიცემია
შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის მხრიდან ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტის, ბაქარ ყორშიას ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ყორშია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა- შენახვას გულისხმობს. როგორც შს სამინისტროში აღნიშნავენ, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზაც. ყორშია ამ დროისთვის ზუგდიდის პოლიციაშია გადაყვანილი. ანაკლიაში, […]
თემურ თათარაშვილი: „ირაკლი მამალაძეს არ ვიცნობ, ჰაბიტუსზევე ეტყობა, ჩემი მეგობარი არ იქნება“
მომღერალი თემურ თათარაშვილი მის საქმესთან დაკავშირებით ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის კავშირს უარყოფს. როგორც თათარაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მამალაძის ვინაობის შესახებ მხოლოდ გუშინ შეიტყო. – მე გუშინ გავიგე ეს ამბავი. გაოგნებული ვარ, ვათვალიერებდი თვითონ ამ მამალაძის სურათს და არც ვიცი ვინ არის. თვითონაც განაცხადა, რომ თურმე ჩემს კონცერტზე არ არის ნამყოფი, ეტყობა სხვა დონის […]
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბუნებრივი აირის გაჟონვამ ხანძარი გამოიწვია
ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე ბუნებრივი აირის გაჟონვამ ხანძარი გამოიწვია. როგორც „ნიუპოსტს“ საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოში განუცხადეს, შეტყობინება ხანძრის გაჩენის შესახებ დღეს დილით შევიდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სამაშველო ჯგუფებმა ცეცხლის ლიკვიდირება მალევე მოახდინეს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციაზე 5 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა და დაიწვა 50 კვადრატული მეტრი.
სპეცოპერაცია თბილისსა და რუსთავში
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავების სპეცოპერაციები თბილისსა და რუსთავში ჩატარდა. – ცენტრალური კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტის მიერ თბილისსა და რუსთავში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 3 პირი, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით”, – აცხადებენ შსს-ში.










