კატეგორია: სამართალი

ვაკის პარკთან მსუბუქ ავტომობილს მოტოციკლეტი შეეჯახა

რამდენინე წუთის წინ, ვაკის პარკთან ავარია მოხდა. მსუბუქ ავტომობილს, სავარაუდოდ, ბაიკერი შეეჯახა. დაშავებულია ბაიკერი და მის მოტოციკლეტზე მჯდომო პირი. ბაიკერი უგონო მდომარეობაშია და ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფებიან. imedinews.ge

ირმა ჭკადუა: „ოთარ აბესაძე თავს ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად გრძნობს“

ოთარ აბესაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, დაკავებული თავს ფსიქოლოგიურად ცუდად გრძნობს. ირმა ჭკადუა მისი დაცვიქვეშ მყოფთან იმყოფებოდა, მან სუს-ის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა: – დაკავებული თავს ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად გრძნობს, გამომდინარე აქედან, ჩვენ ძალიან დიდი ხანიც ვერ ვისაუბრეთ მასთან. მას სჭირდება ცოტა ხანი დამშვიდება, ჩვენ მოგვიანებით კიდევ მოვინახულებთ და მასთან შევაჯერებთ იმას, თუ რა […]

ხანძარი სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასის” სარდაფში – დაშავებულია სამი მუშა

სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასის” სარდაფში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მუშა დაშავდა. თვითმხილველებმა “ნიუპოსტს” აცნობეს, რომ მათი ყურადღება ძლიერმა დაკვამლიანებამ მიიქცია.არსებული ინფორმაციით, ცეცხლი თბოიზოლაციის სისტემაში გაჩენდა. სავარაუდოდ კვამლის ჩასუნთქვის შედეგად დაშავდა 3 მუშა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. როგორც“ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სარდაფში მდებარე თბოიზოლაციის სისტემას გაუჩნდა. ადგილზე მისული იყო 4 […]

თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, […]

ურეკში რუსი სპორტსმენები გაქურდეს

ურეკში, 7 ივლისს რუსი სპორტსმენები გაქურდეს, რომლებიც საქართველოში სპორტულ შეკრებაზე იმყოფებიან.დაზარალებულების განცხადებით, წაღებულია პასპორტები, ფული, პირადი ნივთები და დოკუმენტები. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

გიორგი ქებურია: „ბირჟა მაფიას“ წევრების მიმართ მორიგი პროვოკაცია იგეგმება“

„ბირჟა მაფიას“ წევრი გიორგი ქებურია აცხადებს, რომ კონფიდენციალური წყაროდან მიიღო ინფორმაცია, რომ „ბირჟა მაფიას“ წევრების მიმართ იგეგმება მორიგი პროვოკაცია, კონკრეტულად კი, ნარკოტიკული საშუალების „ჩადება“. ამის შესახებ განცხადება რეპ-ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ქებურიამ მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. რეპერის დედა შს მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა და მას უპასუხისმგებლო უწოდა. რეხვიაშვილის თქმით, გამოძიების დასრულებამდე ჯგუფის წევრებისთვის […]

დეკანოზი გიორგი  მამალაძე კვირიკაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

– დეკანოზი გიორგი მამალაძე 6 მაღალჩინოსნის მხრიდან ითხოვს პატივისა და ღირსების შელახვის უარყოფას, აქედან ერთ-ერთი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, დაცვის მხარემ მოამზადა 2 სამოქალაქო სარჩელი, რომელთაგან ერთი ედიშერ ქარჩავას, ხოლო მეორე – მაღალი პოლიტიკური სტატუსის მქონე პირების მიერ გაკეთებულ […]

სასამართლოში ეკა ბესელია იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ფოტოგრაფების საქმეზე“ დეპუტატი ეკა ბესელია იკითხება. ბესელია 2006 წელს, გიორგი აბდალაძის ადვოკატი იყო , როდესაც ფოტორეპორტიორი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ადვოკატი მაშინ აცხადებდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, აბდალაძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა და მას მუქარით აიძულებდნენ აღიარებითი ჩვენების მიცემას. ბესელიას თქმით, საქმეში კონტრდაზვერვის თანამშრომლები იყვნენ ჩართულები. – პირველივე შეხვედრისთანავე მივხვდი, რომ გიორგი იყო დათრგუნული და კომუნიკაცია […]

ჯვართან მოშარდვისთვის ზესტაფონში ირანის მოქალაქე სცემეს

ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე, სწრაფი კვების ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე ირანის მოქალაქე სცემეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, უცხო ქვენის მოქალაქემ, კვების ობიექტის სიახლოვეს აღმართულ ჯვართან მოშარდა. ინცინდენტს ახალგაზრდები შეესწრნენ, რომლებმაც მოქალაქე სცემეს და გარკვეული თანხა წაართვეს. მოქალაქის ცემისთვის პოლიციამ 4 პირი დააკავა, თუმცა სამი არასრულწლოვანი მალევე გაათავისუფლა. მოქალაქე ბესო გელაშვილი კი მეოთხე დღეა პატიმრობაში იმყოფება. „ნიუპოსტი“ შს სამინისტროს […]

 ეკა ბესელიას სასამართლოში დაკითხავენ

ფოტოგრაფების საქმეზე საქართველოს პარლამენტის წევრს ეკა ბესელიას დაკითხავენ. ბესელია 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხება. როგორც ცნობილია, ამჟამად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის ადვოკატი იყო. ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულები კონტრდაზვერვის ყოფილი ჩინოსანი დავით დევნოზაშვილი და ასევე გლდანის მერვე საპყრობილის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე მუხაძე არიან. დევნოზაშვილს ბრალი ედება უფლებამოსილების გადამეტებაში ჩადენილი დაზარალებულის […]