ქართველი სპორტსმენი, ლევან მაყაშვილი, რომელიც 8 ივნისს ნიუ იორკში დააკავეს, შესაძლოა დღეს გათავისუფლდეს. მაყაშვილი იზოლატორს თანხის გადახდისა და ფორმალური საკითხების მოგვარების შემდეგ დატოვებს. სასამართლომ მას გირაო შეუფარდა. რაც შეეხება ავთანდილ ხურციძეს, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, მოსამართლემ სპორტსმენი პატიმრობაში დატოვა. აღნიშნულის მიზეზად ხურციძესა და ამერიკაში მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტთს შორის კავშირი დასახელდა.
კატეგორია: სამართალი
ბირჟა მაფიის წევრებს ციხიდან გამოუშვებენ – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრების გამოკითხვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. “პროკურატურის თანამშრომელთა მიერ გამოკითხული იქნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულები, მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრები მ. მ. და გ. ქ. ვინაიდან გამოკითხვისას ბრალდებულები მიუთითებდნენ მათი დაკავებისას სამართალდამცავთა მხრიდან მთელ რიგ შესაძლო კანონდარღვევებზე, ქ. თბილისის პროკურატურის […]
სოფელ აგარასთან ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აგარასთან. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. მსუბუქად დაშავად ავტომანქანის მძღოლი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ადვოკატი ჩიქოვანი – ”ქებურიას და მგალობლიშვილს აღიარებით ჩვენებებზე მოტყუებით მოაწერინეს ხელი”
– საქმეში როგორც გიორგი ქებურიას, ისე მიშა მგალობლიშვილის აღიარებითი ჩვენებები დევს, თუმცა ამ ჩვენებებს მოტყუებით მოაწერინეს ხელი. ამის შესახებ ბრალდებული რეპერების, მიშა მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას ადვოკატებმა გამოკითხვის შემდეგ გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს. – გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, ვინაიდან ბატონმა გიოირგი ქებურიამ ისაუბრა იმ ძალადობის ფაქტებზე, რომელიც მათ წინააღმდეგ განხორციელდა. გიორგი ქებურიას […]
კონგოში გატაცებული ქართველი მფრინავის მხარდასაჭერ აქციაზე 2 პირი დააკავეს
კონგოში გატაცებული ქართველი მფრინავის მხარდასაჭერ აქციაზე 2 პირი დააკავეს კონგოში გატაცებული ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის მხარდასაჭერ აქციაზე 2 პირი დააკავეს. აღნიშნული პირები მას შემდეგ დააკავეს, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი ბარამიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ ბარამიძეს კოდორის გამყიდველი უწოდეს. ინციდენტი მალევე ამოიწურა. სოსო ოსორაულის მხარდასაჭერი აქცია პარლამენტის შენობასთან გრძელდება.
ავთანდილ ხურციძის ოჯახის წევრები მთავრობას დახმარებას სთხოვენ
ამერიკის შეერთბეულ შტატებში დაკავებულ ქართველ სპორტსმენს, ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხურციძის მშობლები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ. როგორც დაკავებულის დედა, მაყვალა ხურციძე აღნიშნავს, ამ დრომდე ოჯახს არავინ დაკავშირებია.„მივმართავ ხელისუფლებას, რომ როგორმე დაეხმაროს ჩემს შვილს, არავინ არ იტყვის ავთანდილზე ცუდს. შეცდომას აქვს ადგილი. უკვე რამდენიმე დღეა ვტირი და არც არავინ არაფერს მეუბნება“- აცხადებს სპორტსმენის […]
მცხეთასთან ახლოს ავტომანქანა დაიწვა
მცხეთასთან ახლოს ავტომანქანა დაიწვა. ავტომანქანა ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც აალდა. ადგილზე საპატრულო პოლიციასთან ერთად, მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს. ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულებს მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის […]
ლევან მაყაშვილს აშშ-ის სასამართლომ გირაო შეუფარდა
ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ლევან მაყაშვილის მეუღლის ინფორმაციით, მის ქმარს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. როგორც თათა შავლაყაძე ამბობს, თანხის შეტანა დაგვიანდა და ამიტომ ვერ მოხერხდა მისი გათავისუფლება. ის გირაოს ოდენობას არ აკონკრეტებს. – გირაოს შეტანა გვიან მოხდა და რადგან პარასკევი იყო, გამოშვება ვერ მოესწრო, ამიტომ ლევან მაყაშვილს ორშაბათს გაათავისუფლებენ, – განაცხადა თათა შავლაყაძემ.
“ვიდეოკადრებზე ჩანს, როგორ ცემს ავთო ხურციძე ადამიანს, რომელსაც პოკერში თანხის მოპარვას აბრალებს” – ამერიკული პრესა საქმის დეტალებზე წერს
8 ივნისს ნიუ იორკში 15 ქართველი დააკავეს. მათ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი ედებათ ბრალად. მათ შორის ერთ-ერთი არის ქართველი სპორტსმენი, მოკრივე ავთანდილ ხურციძე. ხურციძეს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესის დეტალებზე წერს ამერიკული მედია. Seattle Times: „პროფესიონალ მოკრივეს საშუალო წონით კატეგორიაში ნიუ-იორკის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რათა იგი მისი საქმის განხილვის პროცესს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში დაელოდოს. […]
კასპის საავტომობილო გზაზე ავტომობილი ამობრუნდა – დაღუპულია ერთი პირი
გორი-კასპის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, წუხელ, მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ,,ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.










