კატეგორია: სამართალი

ავთანდილ ხურციძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის თაობაზე ინფორმაცია ხურციძის facebook-ზეა მითითებული. „დღეს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა (რამდენიმე კვირაში გადაიხედება).უახლოეს ინფორმაციას მოგაწვდით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ნიუ-იორკში დაკავებულებს შორის 15 ქართველია, რომელთა შორის ქართველი სპორტსმენებიც არიან. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველოს მოქალაქეების გვარ-სახელებია ჩამოთვლილი: რაჟდენ შულაია, […]

დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს იურისტისგან 50 ათას ლარს და მის მიერ გაკეთებული განცხადებების უარყოფას მოითხოვს

 დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოს იურისტისგან 50 ათას ლარს და იმ განცხადებების უარყოფას ითხოვენ, რომელიც დაკავებული დეკანოზის უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შესახებ გააკეთა. ადვოკატებმა სარჩელი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ შეიტანეს. როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ არავითარ ფულის გათეთრებას დეკანოზის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. – ეს იმიტომ არის აბსურდი და […]

ფილიპ მორისმა სააპელაციო სასამართლოში თბილისის თამბაქოს $93 მილიონიანი დავა მოუგო

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ფილიპ მორისმა“ “თბილისის თამბაქოს“ წინააღმდეგ დავა მოიგო. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, უცხოურ კომპანიას $93 მილიონის ზიანის ანაზღაურება ჰქონდა დაკისრებული. დღესვე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედის“ (British American Tobacco Georgia Limited) , “ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედის საქართველოს თბილისის წარმომადგენლობისა“ და შპს ,,თ&რ დისტრიბუშენის“ სააპელაციო საჩივრები. თბილისის სააპელაციო […]

ავარიის გამო თბილისი-გორის ავტობანზე მოძრაობა შეფერხდა

ცენტრალურ ავტობანზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ავტოსაგზაო მოძრაობა შეფერხდა. ახალსოფლის ტერიტორიაზე ავტოავარია მოხდა. მსუბუქი მანქანას ჯებირზე შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ერთი დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მაგისტრალზე ამ დროისათვის გზა უკვე გახსნილია და შეფერხება აღმოფხვრილია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. imedinews.ge

ავთო ხურციძეს სჭირდება აშშ-ში ლეგალურად მცხოვრები 4 პირის თავდებში ჩადგომა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ავთანდილ ხურციძის მეგობარი მერაბ დვალიშვილი ავრცელებს. ამასთან, მერაბ დვალიშვილის ინფორმაციით, ავთანდილ ხურციძეს იქამდე, სანამ ყველაფერი გაირკვევა, თავდებში ოთხი პირი სჭირდება. – ახლა დამთავრდა ავთო ხურციძის სასამართლო პროცესი. ყველაფერი ნორმალურად და მშვიდად არის. სანამ ყველაფერი გაირკვევა, საჭიროა […]

ლევან მაყაშვილის ოჯახმა მისი დაკავების შესახებ ტელევიზიით შეიტყო

შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონის ლევან მაყაშვილის ოჯახმა აშშ-ში მისი დაკავების შესახებ ტელევიზიით შეიტყო. ამ დრომდე მათ ოფიციალურად არავინ დაკავშირებია. ლევან მაყაშვილის მამა ლერი მაყაშვილი დარწმუნებულია შვილის უდანაშაულობაში და ფიქრობს, რომ ეს გაუგებრობაა. მას მიაჩნია, რომ ლევან მაყაშვილი შემთხვევით დააკავეს. მაყაშვილი უკვე 4 წელია აშშ-ში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. 1 თვის წინ, მოსკოვში ჩატარებული ბრძოლების შემდეგ, ის საქართველოში იყო ჩამოსული. […]

ნიუ-იორკში საქართველოს კონსული – დაკავებულ 15 ქართველს ბრალი მძიმე დანაშაულში აქვთ წარდგენილი – გთავაზობთ დაკავებულთა სიას

– ამერიკელი სამართალდამცველების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც წარდგენილი აქვთ ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში როგორიცაა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ რეკეტი, გამოძალვა, თაღლითობა, ძარცვა და სხვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა განუცხადა. დიანა ჟღენტის განცხადებით, საკონსულო აქტიურ კონტაქტშია ამერიკელ სამართალდამცველებთან და ელოდებიან გამოძიების მიმდინარეობის დასრულებას. – ამერიკის ფედერალური […]

ნიუ-იორკში მოკრივე ავთანდილ ხურციძე დააკავეს? – რა ინფორმაცია აქვს ოჯახს

ნიუ იორკში ქართული კრიმინალური სამყაროს 15 წარმომადგენელს, ე.წ. კანონიერ ქურდებს, რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის ბრალი წაუყენეს. მოკრივე ავთანდილ ხურციძის ოჯახის წევრები მისი ნიუ-იორკში დაკავების ფაქტს უარყოფენ.ხურციძის ოჯახის ინფორმაციით, სპორტსმენი ისვენებს და 8 ივლისისი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებულებს შორის WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, ავთანდილ ხურციძე და შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი, ლევან მაყაშვილი იყვნენ. […]

ხონში ცნობილი ქირურგის, ელვარდ გეგიას, ოჯახი გაქურდეს

ხონში, საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. უცნობმა პირებმა ქირურგ ელვარდ გეგიას ოჯახში სეღწევა გუშინ გვიან ღამით შეძლეს. შემთხვევის დროს სახლში არავიმ იმუოფებოდა. წაღებულია ძვირფასეულობა და თანხა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ. გამოძიება სსკ 177- ე მუხლით მიმდინარეობს რაც, ქურდობას გულისხმობს. ნიუპოსტი

ნიუ იორკში 15 ქართველ კანონიერ ქურდს ბრალი წაუყენეს

ნიუ იორკში ქართული კრიმინალური სამყაროს 15 წარმომადგენელს,  კანონიერ ქურდებს, რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის ბრალი წაუყენეს. აღნიშნული ბრალდება სულ 33 ადამიანს წაუყენეს. აღნიშნული დაჯგუფების საქმიანობა რეკეტს, ძარცვას, მკვლელობას, თაღლითობას, ნარკოტიკების გავრცელებასა და იარაღის უკანონოდ ტარებას მოიცავდა. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში კანონიერი ქურდის რაჟდენ შულაიას, ასევე ზურაბ ჯანაშვილის, აკაკი […]