ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ირწმუნება, რომ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. როგორც მან “ნიუპოსტს” განუცხადა, დაახლოებით 6 დღის წინ, მისთვის უცნობი ნომრიდან დაუკავშირდნენ და დაემუქრნენ. მამალაძე ამბობს, რომ საქმეს პროკურატურა იძიებს და, მისი ინფორმაციით, ზარის ავტორი იდენტიფიცირებულია. _ ეს იყო სიცოცხლის მოსპობით დამუქრება: სანამდე გეყოლება დაცვა, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. პირდაპირ სიცოცხლის მოსპობის მუქარა რადგან იყო, […]
კატეგორია: სამართალი
ქობულეთში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაციას მისი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დეკანოზმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი მთავარი მოთხოვნა შესრულდა და მას ციხეში მამა რევაზ სიხარულიძე მოინახულებს და აღსარებას ჩაიბარებს. რამიშვილის ინფორმაციით, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ასევე უკავშირდება მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარობასაც, რომელიც ადვოკატის თქმით, კრიტიკულია. დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა გასულ კვირას, […]
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი: „ჩემ წინააღმდეგ უცნაური რაღაცეები ხდება”
ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „ახალ თაობას“ განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ უცნაური კაპმანია დაიწყო. _ ბოლო რამდენიმე დღეა, ჩემ წინააღმდეგ უცნაური რაღაცები ხდება. ეს დღეებია, ჩემს კოლეგას ეუბნებიან, რომ მე მიგზავნილი ვარ რაღაცა ჯგუფისგან და ვცდილობ, მამა გიორგი არ ვალაპარაკო. თურმე მის მაგივრად მე ვლაპარაკობ. მარტივად გამოსაცნობია, თუ რატომ დაიწყო ჩემ წინააღმდეგ ასეთი კამპანია _ მე გაუთქმელობის […]
რატომ დაავალა შორენა თეთრუაშვილმა მამა გიორგი მამალაძეს გველის შხამის შეძენა
ციანიდის საქმეში კიდევ ერთი ახალი დეტალი გაჩნდა. პროკურატურას აქვს მტკიცებულება, რომლის თანახმად, მამა გიორგი მამალაძე ციანიდის შეძენას ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში ცდილობდა. ამას კატეგორიულად უარყოფენ ადვოკატები. ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მოწმეს, რომლის ჩვენებაც პროკურატურას უდევს, მამა გიორგიმ არა ციანიდის, არამედ გველის შხამის შეძენა სთხოვა. ვისთვის და რატომ ყიდულობდა მამა გიორგი გველის შხამს, – […]
ბუდაპეშტის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
70 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს ბუდაპეშტის ქუჩის 3 ნომერში მაშველებმა, რომლებიც შენობაში ხანძარს აქრობდნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ხანძარი გააჩინეს. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამით ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. შსს-ში ჯერ-ჯერობით მომხდარ ფაქტზე ინფორმაციას არ ავრცელებენ. ნიუპოსტი
გალში ცოლ–ქმარი წურწუმიები მოკლეს
გალის რაიონში, სოფელ სიდაში წურწუმიების ოჯახს თავს დაესხნენ. მოკლულია ცოლ-ქმარი სოფო და გია წურწუმიები. ცნობილია, რომ მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. გარდაცვლილების მეზობლების ინფორმაციით, მოკლულ გია წურწუმიას, რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებულ გალში უთანხმოება მოუვიდა. მკვლელობის მოტივად თანხის გამოძალვა სახელდება. მკვლელის ვინაობა ცნობილია, ადგილობრივების თქმით, გია წურწუმიამ მისი სახელის თქმა გარდაცვალებამდე მოასწრო. ნიუპოსტი
,,ფრთხილად, ხელი არ მოგყვეს!“ _ რა პასუხი აქვს სოსო გოგაშვილს გელა ხვედელიძის ბრალდებებზე
ვინ განახორციელა თავდასხმა შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე და რატომ ახორციელებდა მასზე თვალთვალს სუს-ის უფროსის მოადგილე? გელა ხვედელიძე მასზე თავდასხმის დეტალებზე ,,პოსტსკრიპტუმთან“ საუბრობს და მომხდარში სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილს ადანაშაულებს. პოსტსკრიპტუმი გელა ხვედელიძის ბრალდებების გადამოწმებას სოსო გოგაშვილთან შეეცადა, თუმცა სუს-ის უფროსის მოადგილემ არცერთ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა. მან ბრალდებებს სისულელე უწოდა და საკუთარ ავტომანქანაში ჩაჯდომის დროს […]
გელა ხვედელიძე მასზე თავდასხმაში სოსო გოგაშვილს ადანაშაულებს
ვინ განახორციელა თავდასხმა შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეზე და რატომ ახორციელებდა მასზე თვალთვალს სუს-ის უფროსის მოადგილე? გელა ხვედელიძე მასზე თავდასხმის დეტალებზე ”პოსტკრიპტუმთან” საუბრობს. მისი თქმით, როცა პიროვნებები ქალაქის ცენტრში ახორციელებენ ასეთ ღონისძიებას, ჩნდება ვარაუდი, რომ მათ ჰყავთ მფარველები ძალოვან უწყებებში. გელა ხვედელიძე ამბობს, რომ მას თავდასხმამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. ინტერვიუში მან სუს-ის ხელმძღვანელის […]
ფონიჭალაში მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავარდა
ფონიჭალაში BMW მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ამის შესახებ „პირველის“ ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება. შინაგან საქმეთა სამინისტროდან „პირველს” აცნობეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საქმის გამოძიება ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობ და მძღოლის ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში ის დაჯარიმდება. ადგილზე მობილიზებულია პატრულის და სამაშველო სამსახური მანქანები.










