პროკურატურა მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას კიდევ ერთხელ სთავაზობს. ამის შესახებ ”ცენტრ პოინტის” საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ, დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება იმ პირობით გაფორმდება, თუ ისინი ყველა დაზარალებულს ზიანს აუნაზღაურებენ და ყველა ობიექტის მშენებლობას დაასრულებენ. პროკურორის ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს აღნიშნული პირობით საპროცესო […]
კატეგორია: სამართალი
რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს
„ცენტრ პოინტის” საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა – მაია რჩეულიშვილს 4 წლით თავისუფლების აღკევთა მიესაჯა. ასევე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რუსუდან კერვალიშვილს. რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი, რომელსაც ასევე თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლო […]
შსს: “შოთა პაკელიანი არ გვიცემია”. ადვოკატი: “პაკელიანი გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს”
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ბრალდებულ შოთა პაკელიანის ბრალდებას , რომელიც სამართალდამცავებ ს „ბიოს“ ჩადებასა და ცემაში ადანაშაულებს. უწყებაში ცემის და შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ბრალდებულმა დაზიანებები მიმალვის დროს, წაქცევისას მიიღო: _ მიმდინარე წლის 23 მარტს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, პოლიციელებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს 1990 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი […]
გურჯაანში 3 წლის ბავშვს სატვირთო მანქანა დაეჯახა
გურჯაანში 3 წლის ბავშვს სატვირთო მანქანა დაეჯახა. მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს “ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება”.
სექსუალური ძალადობის მცდელობის გამო მარნეულში ქალმა მამაკაცი დაჭრა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თექალოში, 24 წლის ქალმა 26 წლის კაცი დაჭრა. დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია, ქალი კი დაკავებულია. როგორც ცნობილი გახდა, დაჭრის მიზეზი სექსუალური ძალადობის მცდელობა გახდა. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 8 წლამდე.
როგორ გაიტაცა საავადმყოფოდან დიმიტრი ლორთქიფანიძემ შალვა ოგბაიძე
პროკურატურა 26 მაისის დარბევის ეპიზოდებს იძიებს. ამჯერად საქმე შალვა ოგბაიძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდის გამოძიებას ეხება. ამ საქმეზე პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე დაიკითხა. ყოფილი დეპუტატი „ახალ თაობასთან“ განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად ყვება. დიმიტრი ლორთქიფანიძე: _ პროკურატურას აინტერესებს 26 მაისის ის ეპიზოდი, რომელიც ეხება შალვა ოგბაიძეს. 26 მაისის ამ ეპიზოდზე გამოძიების შედეგები, ჯერჯერობით, ცნობილი […]
რატომ დააკავეს ცნობილი იუმორისტის დათო როსტომაშვილის ვაჟი
21 მარტს თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე ყაჩაღობა მოხდა. ბიზნესმენ ლევან შინდელიშვილს იარაღის მუქარით BMW X5 მარკის ავტომობილი და ძვირადღირებული ნივთები გასტაცეს. მომხდარიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაული გახსნა. უწყების ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის, გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი: 1995 […]
ხაბელაშვილის ადვოკატი: ”ეს საქმე თეთრი ძაფითაა შეკერილი”
_ ეს საქმე არის თეთრი ძაფით შეკერილი. ასეთი შეფასება გააკეთა ფონიჭალაში სასტიკად მოკლული დედა-შვილის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილის ადვოკატმა, თამაზ კვახაძემ. თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 დღეა, გიორგი ხაბელაშვილის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. როგორც თამაზ კვახაძე ამბობს, მოწმეები ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევენ. _ ორი ე.წ.მთავარი მოწმის,ოთარ და იუზა მამფორიას ჩვენებები მოვისმინეთ,რომლებიც ფაქტების დამახინჯებას ცდილობენ. ისინი პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ […]
დაპირისპირება ახალქალაქში _ რა მოხდა მოქალაქესა და პატრულს შორის
სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქში პატრულის ეკიპაჟსა და მანქანის მძღოლს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავმა მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რადგან მას ღვედი არ ეკეთა. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. შელაპარაკების დროს ქუჩაზე ხალხმა დაიწყო შეკრება, რამაც ავტომობილების მოძრაობა შეაფერხა. დაჯარიმებული მოქალაქე საპატრულო მანქანის ვიდეოთვალის ჩანაწერის ნახვას ითხოვს. მისი თქმით, თუ აღმოჩნდება, რომ მძღოლს ღვედი ეკეთა პატრული ბოდიშს მოიხდის, სხვა […]
პროკურორი გუბელაძე: ”ვადგენთ, თუ ვინ მიჰყიდა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი და იარაღი”
დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობაში დატოვებას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს ბრალდების მხარე. ციანიდის საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე იმ გარემოებებზე საუბრობს, რის გამოც სახელმწიფო ბრალდებამ დეკანოზისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება მოითხოვა. მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ მიჰყიდა ბრალდებულს ციანიდი და იარაღი. გუბელაძე აღნიშნავს, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, ბრალდებული ფარულ გარიგებაში […]










