შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, გელა ხვედელიძის საქმეში ამ ეტაპზე ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს. როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეზე სამართალდამცველების მხრიდან რეაგირება სწრაფად მოხდა და გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. _ გამოძიება 117-ე მუხლითაა დაწყბული. ძალიან სწრაფად მოხდა ამ საკითხზე რეაგირება. პირველადი მონაცემები რაც გვაქვს, არის ის, რომ საქმეში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს. დანარჩენ დეტალებს გამოძიება […]
კატეგორია: სამართალი
ელისო კილაძე: შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ
„ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორმა ელისო კილაძემ „კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ თავდასხმა მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეზე გელა ხვედელიძეზე. ელისო კილაძე: _ გელა ხვედელიძე სახლიდან გამოვიდა, სიგარეტის საყიდლად მიდიოდა, პარალელურად მე მესაუბრებოდა ტელეფონზე. მას თავს დაესხნენ. მიყენებული აქვს რამდენიმე ჭრილობა. როგორც კილაძე აცხადებს, ხვედელიძე მასთან მეგობრობის გამო დაისაჯა და ითხოვს პასუხი სუსის უფროსის მოადგილეს გოგაშვილს მოსთხოვონ. _ […]
3.600 ლარი 2 ბოთლ ლუდში _ ფულის წართმევისთვის დააკავეს ლესელიძეზე მდებარე ღამის კლუბ “დოლსის” თანამშრომელი
ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბის თანამშრომელი დაკავებულია. საქმე ეხება, უცხოელი ტურისტების ჰანცხადებით, მათთვის 2 ბოთლ ლუდში 3/600 ლარის იძულებით გადახდის ფაქტს. მომხდართან დაკავშირებით ძველი თბილისის პოლიციაში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა დაზარალებული ინდოელების დაკითხვა. ჩვენება სამივე ტურისტმა მისცა და ჩატარდა ამოცნობის ღონისძიებაც. სავარაუდოდ, დაიკითხნენ კლუბში მომუშავე სხვა პირებიც. შს სამინისტრომ ტურისტების მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე გამოძიება სისხლის […]
დაბმული დედა და ნაცემი 18 წლის შვილი _ ყაჩაღობა თერჯოლის რაიონში
ყაჩაღობა მოხდა თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში. 3 შეიარაღებული ნიღბიანი პირი დოღონაძეების ოჯახში შეიჭრა. მძარცველებმა ოჯახის დიასახლისი დააბეს, ხოლო მისი 18 წლი ვაჟი ხელკეტებით სცემეს. როგორც დაზარალებულები ჰყვებიან, ოჯახიდან მხოლოდ ერთ ბეჭედია წაღებული. მძარცველებმა მანქანის ხმა გაიგონეს და გაიქცეს. მომხდართან დაკავშირებით ნიუპოსტი შს სამინისტროს დაუკაბშირდა, უწყებაში ჯერ-ჯერობით დეტალებზე არ საუბრობენ.
„ცენტრ პოინტის“ დაზარალებულები პროკურატურას პირობას უყენებენ _ ნინო დარასელის შვილი გვემუქრება
ცენტრ პოინტის საქმეზე დაზარალებულები სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან და აცხადებენ, რომ პროკურატურამ ქონებას ყადაღა არ უნდა მოხსნას, ხოლო მათი როგორც დაზარალებულების დახმარება ხელისუფლების ჩართულობით უნდა მოხდეს. ამის შესახებ კურიერის ეთერში ერთ-ერთმა დაზარალებულმა თამარ ფირცხალაიშვილმა განაცხადა. ფირცხალაიშვილი კომპანიის მხრიდან მიყენებული ფინანსური ზარალის გარდა, ზეწოლაზეც საუბრობს და ცხადებს, რომ სასამართლო პროცრსის დროს, კომპანიის წარმომადგენელი პაატა სვანიძე, ერთ-ერთ […]
„ერთი მიწის ნაკვეთის გარდა, „ცენტრ პოინტის” არც ერთ ქონებას ყადაღა არ მოხსნია“
როგორც „ინტერპრესნიუსს” მაია რჩეულიშვილის ინტერესების დამცველმა მარიამ ცუცქირიძემ განუცხადა, ყადაღა მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთს მოეხსნა, რომლითაც „ცენტრ პოინტის” საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილის გირაო იყო უზრუნველყოფილი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი გირაოს პირობების დარღვევის გამო მაია რჩეულიშვილს ჩამოერთვა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, „ცენტრ პოინტის” ქონებასთან დაკავშირებით გაუგებრობა შექმნა იმ განცხადებამ, რომელიც […]
“ცენტრ–პოინტის” ქონებას ყადაღა მოეხსნა
თბილისის საქალაქო სასამართლო „ცენტრ-პოინტი“ ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. როგორც სასამართლოს მიერ გუშინ საღამოს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2017 წლის 31 მარტის განაჩენით, დამნაშავედ არიან ცნობილნი თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულები მაია რ. და რუსუდან კ. მათ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. _ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ სასამართლოს […]
ადვოკატი: “პაკელიანის მწამებლებს პროკურორი სიყმაშვილი მფარველობს”
23 მარტს დაკავებული შოთა პაკელიანის ადვოკატები პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალაუფლების გადამეტების გამოძიებას პროკურატურისგან მოითხოვენ. შოთა პაკელიანის ადვოკატმა, მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტმა, გიორგი მახარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ “ის დაზიანებები, რომლებიც შოთა პაკელიანს სახეზე აღენიშნება, წარმოუდგენელია მიყენებული იყოს დაცემისგან”. _ ის არის წამების მსხვერპლი, შეგვიძლია ეს მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს დავასაბუთოთ, ვინაიდან სწორედ […]
ნინო დარასელი: ”დედაჩემი ციხეშია, მაია ციხეშია, გუკაც ციხეშია _ დღეს მივაღწიეთ განადგურებულ ოჯახს”
_ დღეს მივაღწიეთ განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს. ასე აფასებს ”ცენტრ პოინტის” საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსუდან კერვალიშვილის შვილი ნინო დარასელი. მისი თქმით, გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება. _ ჩვენს ოჯახზე მეტი ინტერესი, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო, ვერავის ექნებოდა. როცა მოგვარდებოდა დაზარალებულების პრობლემები, მოგვარდებოდა ჩვენი პრობლემებიც. დღეს მივაღწიეთ განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს. […]
რჩეულიშვილების ადვოკატი: ”პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას სიამოვნებით გავაფორმებთ”
რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატი მარინე ცუცქირიძე აცხადებს, რომ მისთვის ეჭვს ბადებს ის გარემოება, თუ რატომ დაიწყო პროკურატურამ ახლა საუბარი საპროცესო შეთანხმებაზე, რადგან, მისი თქმით, რჩეულიშვილები სამი წლის განმავლობაში ითხოვდნენ ქონებაზე ყადაღის მოხსნას, რის შემდეგაც მოხდებოდა ქონების რეალიზაცია და დაზარალებულების დაკმაყოფილება. _ საინტერესოა და ეჭვს ბადებს, დღეს რატომ ალაპარაკდა პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე, როდესაც სამი წელია ვიხვეწებით, მაია რჩეულიშვილიც […]










