საქართველოში ვიქტორ იანუკოვიჩის დროინდელი მაღალჩინოსანი, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ კირიუშინი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. იური ლუცენკოს ინფორმაციით, იგორ კირიუშინი საქართველოში 25 მარტს დააკავეს. _ დღეს, საქართველოს თემიდამ იგორ კირიუშინის 90 დღით დაკავებაზე გადაწყვეტილება მიიღო, რათა მისი უკრაინაში ექსტრადირების საკითხი გადაწყდეს, – წერს უკრაინის გენერალური პროკურორი. […]
კატეგორია: სამართალი
საქართველო ნინო ანანიაშვილის გამო დამატოვებინეს
რატომ არ აძლევენ თამაზ ვაშაკიძეს პოლიტდევნილის სტატუსს 2012 წლის დეკემბერში ხელისუფლებაში ახალმოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ ათეულობით ადამიანს მიანიჭა პოლიტპატიმრისა და პოლიტდევნილის სტატუსი. პოლიტდევნილის სტატუსის მიღებას ითხოვდა ქორეოგრაფი თამაზ ვაშაკიძეც. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ამ ფაქტს სამწუხარო გაუგებრობა უწოდა. როგორც გაირკვა, ვაშაკიძის ადვოკატმა სპეციალურ კომისიაში საბუთები დროულად ვერ წარადგინა. _ ამდენი წელი […]
აფეთქება რუსთავის ”ჯეოსთილის” ქარხანაში. დამწვარია 2 ადამიანი
რუსთავში “ჯეოსთილის” ქარხანაში ღუმელის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ინდოეთის მოქალაქე 25 წლის მამაკაცმა და საქართველოს მოქალაქემ, 63 წლის მამაკაცმა აფეთქების შედეგად სახის 18% -იანი დამწვრობა მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმ სულხან სამხარაძის განცხადებით, პაციენტებს მე-3 და მე-4 ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ, ძირითადად დაზიანება სახისა და თავის არეში აქვთ მიღებული, შემდგომი მკურნალობის […]
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის, 20 ათასლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა, ბრალდებულის ადვოკატებმა საქმეში არსებულ ახალ გარემოებად დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, კერძოდ კი, გულის პრობლემები დაასახელეს. როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, დეკანოზს გულზე ოპერაცია სჭირდება. დეკანოზის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა პროკურატურა იმ არგუმენტით, რომ გამოძიება გრძელდება […]
დაჭრილი შვილი მამას ჩააკვდა ხელში _ მკვლელობა ნაფარეულის სტადიონთან
გამოძიების ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 28 წლის ვალოდია გაიმასიანი საკუთარმა მეზობელმა, 22 წლის ახალგაზრდამ, სანადირო თოფიდან ორი გასროლით მოკლა. საზარელ შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, საზღვარგარეთიდან რამდენიმე თვის წინ ჩამოსული შვილი მამას ხელებში ჩააკვდა. მოარული ხმების თანახმად, ახალგაზრდების დაპირისპირების მიზეზი ეჭვიანობა გახდა. როგორც სოფელ ნაფარეულის გამგეობის სპეციალისტმა ნინო ბაინდურაშვილმა “ნიუპოსტს“ უთხრა, დაკავებულმა ვალოდია […]
ავტოსაგზაო შემთხვევა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე (ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ე.წ. ახალი გზა). სატვირთო ავტომანქანა „მერსედესის“ მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, მომხდარის გამო, გზატკეცილზე მოძრაობა მცირე ხნით შეფერხებული იყო. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის გამო არავინ დაშავებულა და შესაბამისად, გამოძიებაც არ დაწყებულა, ავტომანქანის მძღოლი კი ადმინისტრაციული წესით.
შსს-მ სომხეთის პოლიციის მიერ ძებნილი პირი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების წერილის საფუძველზე, მიმდინარე წლის 27 მარტს, თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართისა და ღვინის აღმართის გადაკვეთაზე, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო მთავარი სამმართველოს მიერ სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 235,1 მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტით […]
სუს-ის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი ბონდო ოჩიგავა, ადმინისტრაციის უფროსი მელანო ფანჯავიძე და ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სუს-ის ობიექტების დაცვის მთავარ სამმართველოში ახალწვეულები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, ისინი სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და […]
”ბრალდებულმა ნონას უკნიდან ვაზა გამეტებით ჩაარტყა” _ რა ხდებოდა დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის პროცესზე
თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი დანაშაულის, დედა-შვილის, ნონა რომანაძისა და 3 წლის მარიამ მამფორიას მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ხაბელაშვილის, საქმის არსებითი განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით დაიწყო. პროცესს დაესწრო ბრალდებულიც. მოსამართლე ეკა არეშიძის კითხვაზე, ცნობდა თუ არა ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ, გიორგი ხაბელაშვილმა უპასუხა, რომ არა. გიორგი ხაბელაშვილი 2004 და 2006 წლებში ნასამართლევია. მან სასჯელაღსრულების […]
აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში ბრალდებულ მძღოლს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღმაშენებლის ხეივანზე, 2017 წლის 22 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა მცირეწლოვანი, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი. წარდგენილი ბრალის თანახმად, თორნიკე ტ.-ს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის […]










