გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება”.
კატეგორია: სამართალი
როსტოს 8 წელი, კურტანიძეს 5 წელი შეუფარდეს
_ ლევან როსტოშვილს MDM-ის უკანონო შენახვა შეძენისთვის მიუსაჯეს 8 წელი! ხაზს ვუსვამ, შეძენა- შენახვისთვის და არა გასაღებისთვის! ლაშა კურტანიძეს 5 წელი! ეს იმ ხელისუფლებამ ქნა, რომელმაც შეიწყალა ბარიგები და მკვლელები. არავინ ითხოვდა არაფრის მისჯას, მაგრამ 8 წელი? მკვლელებს არ უსჯით მაგდენს. ეს არის შერჩევითი სამართალი ბატონებო! მეტი არაფერი !_ ასეთ პოსტს ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქ […]
შინაპატიმრობა შეიძლება ფასიანი სერვისი გახდეს
_ შინაპატიმრობა შეიძლება ფასიანი სერვისი გახდეს. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ”პატიმრობის კოდექსში” ცვლილების პროექტის წარდგენისას განაცხადა. _ ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნაში – როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, შინაპატიმრობა შეიძლება ფასიანი სერვისი გახდეს. საფასური მინისტრის ბრძანებით დადგინდება. ამავდროულად, შინაპატიმრობის მოწყობილობა არის ძვირი და ბუნებრივია, […]
დაიკითხებიან თუ არა სინოდის წევრები, დღეს გაირკვევა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები წმინდა სინოდის 16 წევრის გამოკითვას ითხოვენ. მათ შუამდგომლობას თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 16:00 საათამდე უნდა უპასუხოს. საპატრიარქოს ადვოკატი სინოდის წევრების დაკითხვას დაუშვებლად მიიჩნევს. _ ახალი კოდექსით აღნიშნული მუხლის განხორციელება, მხოლოდ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შედის კანონიერ ძალაში. ამდენად ჩვენ მივუთითეთ პროცესუალურ დარღვევაზე, რის შედეგადაც ეთქვათ უარი ადვოკატებს,-განაცხადა ედიშერ ქარჩავამ. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის […]
საქართველოდან სომხეთში იარაღის შეტანისთვის სამველ ბაბაიანი დააკავეს
სომხეთის უშიშროების სამსახური ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებულია მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის, ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამველ ბაბაიანი. როგორც სომხეთის უშიშროების სამსახური იტყობინება, სამველ ბაბაიანი და სომხეთის კიდევ ორი მოქალაქე ეჭვმიტანილები არიან ქვეყანაში იარაღის კონტრაბანდულად შეტანაში და პირები, რომლებიც საქართველოდაბ სომხეთში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის „იგლას“ შეტანის დროს დააკავეს, სწორედ ბაბაიანის მითითებებით მოქმედებდნენ. ექსპერტთა აზრით, აღნიშნული საზენიტო […]
ყაზბეგის გამზირზე მანქანა ჯერ გაჩერებაზე, შემდეგ კი ჯიხურში შევარდა
ავარია მოხდა გვიან ღამით ყაზბეგის გამზირზე. ავტომანქანამ, რომელსაც ქალი მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ გაჩერებაზე, შემდეგ კი იქვე მდგარ ჯიხურში შევარდა. შემთხვევის შემდეგ მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში დახურული თავის ტრამვის დიაგნოზით გადაიყვანა, თუმცა მოგვიანებით, როგორც ექიმი განმარტავს, პასიცენტმა მკურნალობაზე უარი თქვა და კლინიკა დატოვა. მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე იყო.
სამხედრო ბაზაზე დაშავებული ჯარისკაცი ბადრი შავაძე გარდაიცვალა
უფლისციხის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც განწესში ყოფნის დროს, გასროლის შედეგად მძიმე დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა. ამის შესახებ “ნიუპოსტს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, 19 წლის სამხედრო მოსამსახურემ მძიმე დაზიანება 28 თებერვალს განწესში ყოფნის დროს, გასროლის შედეგად მიიღო. _ თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედო ჰოსპიტალში ხანგრძლივი მკურნალობისა და მედიკოსების ძალისხმევის მიუხედავად, უფლისციხის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე, 1998 წელს […]
მამუკა ახვლედიანის დაკითხვა დასრულდა
თბილისის საკრებულოს წევრმა მამუკა ახვლედიანმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა. მისი თქმით, ის პროექტ “ძველი თბილისის ახალ სიცოცხლესთან” დაკავშირებით დაკითხეს, რომელიც 2009-2011 წლებში განხორციელდა. _ დოკუმენტაცია და მასალები, რომელიც აქვთ ამოღებული თბილისის მერიიდან და შესაბამისი უწყებებიდან, თვალწინ უდევთ და ხელახლა კიდევ მისვამენ კითხვებს. მიმაჩნია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემზე მოახდინონ ზეწოლა. […]
„არა ჩადებას“!
„არა ჩადებას!” – ამ მოწოდებით ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ნარკოტიკული საშუალებების ჩადებით მოქალაქეების დაკავებებს ააპროტესტებენ. „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა“ ზვიად კუპრავამ და აქციის რამდენიმე მონაწილემ ჯიბეები ამოიკერეს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგნელების თქმით, ამ მიმართულებით მსგავსი სამოქალაქო აქტივობა გაგრძელდება. აქციაზე იმყოფებოდა პრეზიდენტის შვილიც. ანა მარგველაშვილი: _ დღეს ვაპროტესტებთ ნარკოპოლიტიკას და გვერდში ვუდგავართ […]
მორიგი დამწვარი ავტომობილი სოხუმში _ ცეცხლი მოსამართლის მანქანას გაუჩნდა
ოკუპირებული აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თემურ შონიას ავტომობილის დაწვის საქმეს იძიებენ. ავტომობილს ცეცხლი 21 მარტს საღამოს გაუჩნდა, თემურ შონიას ავტომობილი სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰყავდა გაჩერებული. ჯერჯერობით დაუდგენელია ავტომობილს ცეცხლი ტექნიკური გაუმართაობის გამო გაუჩნდა, თუ ეს ვინმემ განგებ გააკეთა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დაიწვა აფხაზეთის ე.წ ეროვნული საბჭოს დეპუტატობის კანდიდატის ბათალ აიბას ავტომობილიც, გამოძიებამ […]










