ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 16 პირის საქმე გუშინ განიხილა, მათგან 7 პირს ხუთდღიანი პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენი 9 კი გაათავისუფლეს, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 40 ადამიანიდან, 7-ის გარდა, ყველა ხელწერილით გაათავისუფლეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მათ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მაინც გრძელდება და ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, აღძრულია სისხლის […]
კატეგორია: სამართალი
საპატრიარქოს იურისტი: „ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სოსო ოხანაშვილია“
_ ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მამა გიორგი მამალაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სოსო ოხანაშვილია. ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა. რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის დაკითხვას, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან შორენა თეთრუაშვილს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი. _ შორენამ პროკურატურის ყველა კითხვას გასცა პასუხი. აქცენტი გაკეთდა იმაზეც, თითქოს ქალბატონი […]
სუსი თორნიკე აბლოთიას გატაცებას არ ადასტურებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ.მესაზღვრეების მიერ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლის თორნიკე აბლოთიას გატაცების ფაქტს არ ადასტურებს. როგორც ინტერპრესნიუსს სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, თორნიკე აბლოთიასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რაც მოგვარებულია. _ თორნიკე აბლოთიას გატაცების ან დაკავების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რaც უკვე მოგვარებულია. აბლოთია ამჟამად დისლოკაციის ადგილზე იმყოფება, _ აცხადებენ სუს-ში. […]
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შსს-ს თანამშრომელი გაიტაცეს
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის კარალეთის ბაზის თანამშრომელი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს. შემთხვევა სავარაუდოდ, მაშინ მოხდა, როდესაც სპეცრაზმელი ნორმატივების ჩასაბარებლად ვარჯიშობდა. ინფორმაციას IMEDINEWS ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გატაცებული უკვე რუსეთის სამხედრო ბაზაზეა გადაყვანილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე ინფორმაციას ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ ადასტურებს. მისი თქმით, ინფორმაციის გადამოწმება […]
ნარმანია: კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძარით დაზარალებულებს სასტუმროებში დააბინავებენ
კლდიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები სასტუმროებში გადანაწილდებიან. ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. _ დილიდან შენობას დავათვალიერებთ და მის მდგრადობას შევამოწმებთ. ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას სარემონტო თუ აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით. მოსახლეობას მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში, რათა ზიანი მინიმუმამდე დავიყვანოთ – დავეხმრებით მათ სარემონტო სამუშაოებში, – განაცხადა დავით ნარმანიამ. ხანძარი ამ ეტაპზე ლოკალიზებულია, მიმდინარეობს მისი ლიკვიდირება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს […]
ხანძარი კლდიაშვილის ქუჩაზე ლოკალიზებულია
კლდიაშვილის ქუჩაზე, სამსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება განხორციელდა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 20 ერთეული სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის დროს 3 მეხანძრე-მაშველი დაშავდა. მეხანძრე-მაშველებმა მოსახლეობის დროული ევაკუცია განახორციელეს, შედეგად, მობინადრეთაგან არავინ დაშავებულა. ხანძრის შედეგად დაახლოებით 2.000-ზე მეტი კვ.მ. ფართობი დაიწვა. […]
კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის დროს მაშველი დაშავდა
თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. ცეცხლი 2.000 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული. როგორც “კვირას” შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 17 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. დაშავდა 1 მაშველი, რომელსაც უცხო სხეული დაეცა. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის გაყვანა დროულად მოხერხდა, მათგან არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. ხანძარი საბოლოოდ […]
დეკანოზის ადვოკატი: “მამა გიორგის ციანიდის შეძენა დაავალა შორენა თეთრუაშვილმა, მაგრამ მას არ შეუძენია”
მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატის მია ზოიძის თქით, მამა გიორგის ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა მას ციანიდი არ შეუძენია. აღნიშნული განცხადება ადვოკატმა გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა: _ მამა გიორგის აზრით, ეს ყველაფერი იყო დადგმული და ირაკლი მამალაძე ვიღაცამ აიძულა, ეს ქმედება ჩაედინა. მისი თქმით, ეს იყო საუბარი ახლო მეგობართან და თემები არის არასერიოზულად ნათქვამი. […]
მარგველაშვილი მერაბიშვილს შეიწყალებს?
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ ვანო მერაბიშვილის შეწყალების თემაზე ისაუბრა. ინგა გრიგოლიას კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანს იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურის სასამართლო დაადგენს, რომ მერაბიშვილის მიმართ კანონი დაირღვა, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ უფლებების შელახვა ავტომატურად უდანაშაულობას არ ნიშნავს: _ მე არ ვიცი, რანაირად შეილახა ბატონი მერაბიშვილის უფლებები. მე მინდა დავადასტურო, რომ […]










