კატეგორია: სამართალი

ელისო კილაძე: “ორჯერ ჩაუტარდა ჩემს შვილს ნარკოტესტი _ სუფთაა!”

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი დათო ხარშილაძე დაკავებულია. სულ რამდენიმე წუთის წინ ელისო კილაძემ ფეისბუქზე ასეთი პოსტი დადო: _ ორჯერ ჩაუტარდა ჩემს შვილს ნარკოტესტი _ არც ერთხელ არაფერი არ ამოუვიდა.სუფთაა !!! არ გაბედოთ რამე შეცვალოთ !!!!! მისი ინფორმაციით, სპორტის სასახლის უკან მოხდა დაკავება. _ როცა წამლის ჩადება დაუპირეს, გაიქცა. მანქანა დააჯახეს, უგონო […]

ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილისგან 20.500 ლარს ითხოვს

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივის. 20 მარტს უნდა გახდეს ცნობილი, დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო დეპუტატის სარჩელს, რომელშიც ის ალეკო ელისაშვილს უსაფუძვლო ბრალდებების წაყენებისთვის უჩივის და, “მოამბის” ინფორმაციით, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 20500 ლარის გადახდას ითხოვს. _ იმის გათვალისწინებით, რომ ბატონი ელისაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ეკა ბესელიას მიმართ […]

ფონიჭალაში ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა, მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

 ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა, თბილისი-რუსთავის მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. როგოროც ინტერპრესნიუსის კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, არსებული ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მსუბუქადაა დაშავებული რამდენიმე ადამიანი. ავარია 17.00 საათისთვის მოხდა, თუმცა რუსთავის გზატკეცილზე ამ დრომდე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია და მოძრაობა სრულად პარალიზებულია. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის […]

კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნილმა აგურმა 12 წლის გოგონა იმსხვერპლა

კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნილმა აგურმა 12 წლის გოგონა იმსხვერპლა ქუთაისში კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნილმა აგურმა 12 წლის გოგონა იმსხვერპლა. უბედური შემთხვევა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონა სადარბაზოსთან მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. ისინი შვილს გორგოლაჭებით სრიალს ასწავლიდნენ, როდესაც აგური გადმოვარდა და ბავშვს დაეცა. დაშავებული გოგონა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინტერპრესნიუსი

”თუ საქართველო სტრასბურის წინააღმდეგ წავა, კონვენციის 34-ე მუხლს დაარღვევს”

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება ტელეკომპანიის იურისტი ეხმაურება. _ მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ სახელმწიფოს რომელიმე ორგანოს შეუძლია სტრაბურის გადაწყვეწტილებას დროებითი ღონისძიების შესახებ გვერდი აუაროს რაიმე ფორმით, განგიმარტავთ: ჩვენს საქმეზე სტრასბურმა საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ დროებითი ღონისძიების შეუსრულებლობა ნიშნავს კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევას და იქვე მიუთითა “მამატკულოვი და […]

ელისო კილაძის ვაჟი დააკავეს

გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორის ვაჟი დაკავებულია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. ნიუპოსტთან საუბრისას კილაძე ფაქტს ადასტურებს. _ მეც მესამე პირისგან გავიგე, სამი საათის წინ დააკავეს, არ მიეცა არავისთან დაკავშირების საშუალება, მათ შორის არც ადვოკატთან, არ ვიცი, რა მიზეზით არის დაკავებული, ახლა მივდივარ ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოში და გავიგებ ყველაფერს, _ განაცხადა კილაძემ […]

ლალი აფციაური: “სტრასბურმა გადაწყვეტილება ნაციონალების ჩარევის შედეგად მიიღო”

მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურმა შეჩერების ღონისძიება უვადოდ გააგრძელა, რუსთავი 2-ის დასაცავად გამართული აქციები აქტუალურობას არ კარგავს. სტრასბურის გადაწყვეტილებას ეჭვის თვალით უყურებს ადვოკატი, უფლებადამცველი ლალი აფციაური, რომელიც `ახალი თაობის~ კითხვებს პასუხობს. _ ქალბატონო ლალი, თქვენ არაერთხელ გქონიათ შეხება სტრასბურის სასამართლოსთან. როგორია თქვენი შეფასებები? _ სტრასბურის გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს. მან დროებით შეაჩერა აღსრულება, რომ არხი გადაცემოდა ქიბარ […]

თბილისში ხიდიდან მანქანა გადავარდა _ გარდაცვლილია ახალგაზრდა

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანზე ავტომანქანა ხიდიდან გადავარდა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში “ნიუპოსტს” უთხრეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. ნიუპოსტი

რამიშვილი: „თუ საქმეს არ შეწყვეტენ,  სინოდის 47 წევრი უნდა დაიკითხოს“

_ თუ საქმეს არ შეწყვეტენ, სასამართლო პროცესზე სინოდის 47 წევრის დაკითხვა იქნება საჭირო, ძალიან ბევრი მასალა მაქვს. ამის შესახებ ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა  განაცხადა. _ პროკურატურას არაერთხელ მივმართე, შეწყვიტეთ საქმე-მეთქი, ჩუმად ვარ ჯერ-ჯერობით, რადგან ვიცავ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ინტერესებს, მაგრამ თუ საქმეს არ შეწყვეტენ, ძალიან ბევრი რამე ვიცი. ველოდები გამოძიებას, თუ არადა […]

პროკურატურა: გერმანიაში გამგზავრებამდე მამა გიორგი მამალაძემ ბათუმში ბანკიდან 30.000 ლარი ისესხა

_ დადგენილია, რომ გერმანიაში გამგზავრების წინ გიორგი მამალაძე მიდის ბათუმში, სადაც ბანკიდან გამოაქვს სესხი 30.000 ლარი, _ განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა. კითხვაზე, როგორ გამოეპარა გამოძიებას, ვისგან და რა გარემოებაში შეიძინა დეკანოზმა ციანიდი, პროკურორის განცხადებით, ბრალდებული მოქმედებდა ძალიან ფრთხილად, ყოველდღიურად მისი ვიზუალური კონტროლი დიდ რისკთან იყოს დაკავშირებული და არსებობდა საფრთხე, რომ მას შეემჩნია ფარული მოქმედებები, რაც არსებითად […]