მარნეულსა და ბოლნისში 20.000 ადამიანი შეამოწმეს – სიცხე 25-ს აღმოაჩნდა, 2-ის მდგომარეობა საყურადღებოა

მარნეულსა და ბოლნისში 20.000 ადამიანი შეამოწმეს - სიცხე 25-ს აღმოაჩნდა, 2-ის მდგომარეობა საყურადღებოამკაცრი საკარანტინო რეჟიმი მარნეულსა და ბოლნისში – ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში მოხალისეთა ჯგუფების მიერ უკვე 20.000 ადამიანია შემოწმებული.

მათგან ტემპერატურა 25 ადამიანს აღენიშნება.

ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული 25 პირიდან 2 არის საყურადღებო, რადგან მათ, სიცხესთან ერთად, სხვა სიმპტომებიც აქვთ.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ 2 ადამიანს მარნეულში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში გადაიყვანენ, სადაც მათ კვლევებს ჩაუტარებენ და დააკვირდებიან.

ასევე ცნობილი ხდება, რომ სატრანზიტო სატვირთო ავტომობილის ორი მძღოლი, რომლებსაც ტემპერატურა აღენიშნებათ, საიზოლაციო ზონაში გადავლენ.

მათ უკვე აუღეს ანალიზი და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ნიუპოსტი