ბათუმში ბერლინიდან ევროპაში ჩარჩენილი 182 ქართველი ჩამოიყვანეს

ბათუმში ბერლინიდან ევროპაში ჩარჩენილი 182 ქართველი ჩამოიყვანესბათუმის აეროპორტში სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეების მორიგი ნაკადი ჩამოიყვანეს.

ბერლინი-ბათუმის რეისით ევროპაში ჩარჩენილი 182 ქართველი ჩამოიყვანეს. თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ ბათუმის აეროპორტში დაეშვა.

აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური ეკიპირებით მედიკოსები და შსს-ს წარმომადგენლები დახვდნენ.

ყველა მგზავრი საკარანტინო ზონაში განთავსდება.

რუსთავი 2