ავსტრიის მოქალაქემ, რომელსაც ახალი კორონავირუსი ბათუმში დაუდასტურდა, საქართველო დატოვა. ის სამშობლოში სპეციალური რეისით გაემგზავრა.
ინფიცირებული პირი, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სპეციალური ავტომობილით მიიყვანეს.
ავსტრიის სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქის გაყვანა საქართველოდან თავად მოითხოვა.
ავსტრიელი პილოტი, ბათუმში სასტუმრო “ჰილტონში” თვითიზოლაციაში 6 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მასთან კონტაქტში მყოფი 10-მდე პირი იდენტიფიცირებულია და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
აჭარაში საკარანტინო ზონაში 1.000-ზე მეტი პირი იმყოფება, კორონავირუსით ინფიცირებული 5 ადამიანი კი კლინიკაშია მოთავსებული

