ესპანეთში კორონავირუსისგან 3.355 ადამიანი განიკურნა – კვირის ბოლოს ინფიცირების კლებას ელიან

ესპანეთში კორონავირუსისგან 3.355 ადამიანი განიკურნა - კვირის ბოლოს ინფიცირების კლებას ელიანესპანეთის ხელისუფლება თვლის, რომ კორონავირუსის ესპანეთში გავრცელება პიკს ოთხშაბათს, 25 მარტს, მიაღწევს.

ქვეყნის ჯანდაცვის  წარმომადგენლები ამბობენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას ამ კვირის ბოლოსთვის ელოდებიან.

ამ დროისთვის ესპანეთში ვირუსით ინფიცირებულია 33.089 ადამიანი.

მათგან გამოჯანმრთელდა 3.355 ადამიანი.

გარდაიცვალა 2.207 ადამიანი.