გაეროს მასშტაბურ კვლევაზე დაყრდნობით ამის შესახებ BBC წერს, რომ ბავშვების და მოზარდების კეთილდღეობას მთელ მსოფლიოში საფრთხე ემუქრება და არც ერთი ქვეყანა არ იჩენს მათ დასაცავად საჭირო ძალისხმევას. გავლენიანი გამოცემის ინფორმაციით, ბავშვების მომავალს საფრთხეს კლიმატის ცვლილებები, არაჯანსაღი საკვები და სიგარეტის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ცხოვრების არაჯანსაღი წესის პროპაგანდა უქმნის. Unicef-ისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე 40 […]
კატეგორია: საზოგადოება
ინფექციურში თეირანი-თბილისის რეისის 4 მგზავრი გადაიყვანეს
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, ცოტა ხნის წინ, კიდევ 4 ადამიანი შეიყვანეს, რომლებიც საქართველოში თეირანი-თბილისის რეისით ჩამოვიდნენ. ერთ-ერთ მათგანს მომატებული ტემპერატურა აღენიშნებოდა. პაციენტები ბოქსირებულ განყოფილებაში არიან გადაყვანილი და მათ გამოკვლევები უტარდებათ. შეგახსენებთ, ირანში კორონავირუსთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. Corvid-19-ს უკვე 5 ადამიანი ემსხვერპლა. რუსთავი 2
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ირანის მოქალაქეების ანალიზის პასუხები ცნობილია, ლუგარის ლაბორატორიის დასკვნით, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, ირანის მოქალაქეებს მხოლოდ სტანდარტული რესპირაციული ვირუსი აღენიშნებათ. “დღეს დილით პაციენტებს ჩაუტარდათ ტესტი გრიპოზულ ინფექციაზე, პასუხი კი უარყოფითი იყო. შემდეგ ჩაუტარდათ კლინიკური კვლევები, ავუღეთ ნაცხის ანალიზი უკვე კორონავირუსულ ინფექციაზე. ეს კვლევები ნახევარი საათის წინ დამთავრდა და პასუხი კორონავირუსულ ინფექციაზე […]
ჩინეთიდან ჩამოსული 34 ქართველი საჩხერეში კარანტინზე გადაიყვანეს
ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები საჩხერეში საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს. 34 მოქალაქე სასტუმროში დილით შევიდა და იზოლირებული არიან. სასტუმროში 24 ქალი, 2 ბავშვი და 8 მამაკაცია მოთავსებული. საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის მაია ხელაძის თქმით, მოქალაქეები სასტუმროში ორი კვირა დარჩებიან და სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკაში გადაიყვანენ. “რადგან საავადმყოფოსთან არსებული სასტუმროა, მგონი, ამიტომ შეირჩა, რომ სიმპტომის გამოვლენის […]
აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილედ ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. იგი ბოლო პერიოდში სამაუწყებლო კომპანია “იბერიას” საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. აჭარის ტელევიზიაში შექმნილ სპეციალურმა კომისიამ არჩევანი სამ კანდიდატს შორის გააკეთა. კონკურსში მონაწილეობას ამავე არხის ორი თანამშრომელი – ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე მონაწილეობდნენ. კონკურსანტებთან გასაუბრება მედიისთვის დახურული იყო. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის […]
“ცოტნეს ესმის კარგად და ასევე კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს, ცდილობს ემოციების გამოხატვას”
ცოტნეს მდგომარეობა, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ დღითიდღე უმჯობესდება,- ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას კარგად ესმის და ასევე კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს, ცდილობს ემოციების გამოხატვას. “ცოტნეს გულშემატკივართა გულწრფელი ინტერესის გამო, მოკლედ მოგახსენებთ მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი რეალური მდგომარეობის შესახებ. გაგახარებთ და გეტყვით, რომ ცოტნეს მდგომარეობა, მართალია, ნელი ტემპით, […]
ცოტნეს 2 დღეა მაღალი ტემპერატურა აქვს, არსებობს ინფექციის საფრთხე – რა ცნობას ავრცელებს გამსახურდიას ყოფილი ცოლი
ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე, სოფიო ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ აქვეყნებს უახლეს ინფორმაციას და რამდენიმე განმარტებასაც აკეთებს: „ორი დღეა მას აღენიშნება მაღალი ტემპერატურა (არ გამოირიცხება ინფექციის არსებობა) ასევე აღინიშნება არტერიული წნევის ცვალებადობა. ვერ ხერხდება ფიზიოთერაპიულ განყოფილებაში მისი რეაბილიტაცია. დილით პალატაში მისულ დედას ტრახეოსკოპიის მილიც კი გასაწმენდი ხვდება, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა წვირლმან დეტალებზე. (ამას […]
გორში დღეს 1920 წლის 20 თებერვლის მიწისძვრა გაიხსენეს
ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა სახელზე გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ პანაშვიდი გადაიხადა, რის შემდეგაც ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ისტორიკოსები, ძველი გორელები და მოსწავლე-ახალგაზრდები ესწრებოდნენ. „მიწისძვრიდან 100 […]
ნათია ლაზაშვილი – “თითქმის ყოველდღე კლავენ ქალებს და მკვლელი ქმარია ან ყოფილი ქმარი…”- ვიდეო
რუსთავი 2-ის წამყვანმა ნათია ლაზაშვილმა სამტრედიაში ქმრის მიერ ცოლის მოკვლის გაშუქებისას მაყურებელს ემოციურად მიმართა. “თითქმის ყოველდღე კლავენ ქალებს, თითქმის ყველა შემთხვევისას მკვლელი ქმარია ან ყოფილი ქმარი და სანამ მთელი საზოგადოება არ გაერთიანდება ამ პრობლემის წინააღმდგე, სანამ ხმას არ ამოიღებენ თავად მამაკაცები, სპორტსმენები, საზოგადოებისთვის პატივსაცემი და ავტორიტეტული ადამიანები, სანამ ყველა არ მიხვდება, რა ტრაგედიაა მცირეწლოვანი შვილებისთვის […]










