ინფექციურში თეირანი-თბილისის რეისის 4 მგზავრი გადაიყვანეს

ინფექციურში თეირანი-თბილისის რეისის 4 მგზავრი გადაიყვანესინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, ცოტა ხნის წინ,  კიდევ 4 ადამიანი შეიყვანეს, რომლებიც საქართველოში თეირანი-თბილისის რეისით ჩამოვიდნენ.  ერთ-ერთ მათგანს მომატებული ტემპერატურა აღენიშნებოდა. პაციენტები ბოქსირებულ განყოფილებაში არიან გადაყვანილი და მათ გამოკვლევები უტარდებათ.

შეგახსენებთ, ირანში კორონავირუსთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. Corvid-19-ს უკვე 5 ადამიანი ემსხვერპლა.

რუსთავი 2