“ცოტნეს ესმის კარგად და ასევე კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს, ცდილობს ემოციების გამოხატვას”

"ცოტნეს ესმის კარგად და ასევე კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს, ცდილობს ემოციების გამოხატვას"ცოტნეს მდგომარეობა, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ დღითიდღე უმჯობესდება,- ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას კარგად ესმის და ასევე კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს, ცდილობს ემოციების გამოხატვას.

“ცოტნეს გულშემატკივართა გულწრფელი ინტერესის გამო, მოკლედ მოგახსენებთ მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი რეალური მდგომარეობის შესახებ. გაგახარებთ და გეტყვით, რომ ცოტნეს მდგომარეობა, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ დღითიდღე უმჯობესდება. დიდი ხანია დაძლია ყველანაირი ინფექცია. ტემპერატურა და ჰემოდინამიკური მაჩვენებლებიც ნორმის ფარგლებში აქვს. ჯერ-ჯერობით არავერბალურად, მაგრამ მაინც კონტაქტურია. ესმის კარგად და ასევე კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს, ცდილობს ემოციების გამოხატვას. მართვითი სუნთქვიდანაც დიდი ხანია მოხსნილია. მართალია, წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველის, მაგრამ პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა, რომ ყველა ექიმი მხოლოდ პოზიტიური პროგნოზისადმი არის განწყობილი. ორი დღის წინ ჩაუტარდა განმეორებითი მრტ, რომელზეც აღინიშნა დადებითი დინამიკა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ცოტნეს უტარდება სწორი მკურნალობა და ყველა საჭირო პროცედურა რამდენიმე ექიმისა და ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ. დიდი ხანია დაწყებული აქვს სარეაბილიტაციო თერაპიაც. აღარაფერს ვამბობ ზედმიწევნით დაცულ ჰიგიენის ნორმებზე… ასე, რომ იმედით შევყურებთ მომავალს”,-წერს გამსახურდიას მეუღლე.

იპნ