ჩინეთიდან ჩამოსული 34 ქართველი საჩხერეში კარანტინზე გადაიყვანეს

ჩინეთიდან ჩამოსული 34 ქართველი საჩხერეში კარანტინზე გადაიყვანესჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები საჩხერეში საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს. 34 მოქალაქე სასტუმროში დილით შევიდა და იზოლირებული არიან. სასტუმროში 24 ქალი, 2 ბავშვი და 8 მამაკაცია მოთავსებული.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის მაია ხელაძის თქმით, მოქალაქეები სასტუმროში ორი კვირა დარჩებიან და სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკაში გადაიყვანენ.

“რადგან საავადმყოფოსთან არსებული სასტუმროა, მგონი, ამიტომ შეირჩა, რომ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, სწრაფად და დროულად მივეხმაროთ. ჩვენს კლინიკას აქვს ბოქსირებული და ორმაგი დაცვით პალატები. ეს პირები ჩინეთშიც შემოწმდნენ და ჩვენთანაც აეროპორტში, ამ ეტაპზე რაიმე სიმპტომი არ აქვთ, მაგრამ ორკვირიანი კარანტინი მაინც არის გადაწყვეტილი. სამინისტროს მიერ შეირჩა ჩვენი კლინიკა” – განაცხადა მაია ხელაძემ.

გუშინ სახელმწიფოს დახმარებით, სპეცრეისით საქართველოში ჩამოიყვანეს ჩინეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს ეპიდემიოლოგებისა და ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი დახვდა. აეროპორტში შემოწმებისას არც ერთ პირს კორონავირუსთან დაკავშირებული საეჭვო სიმპტომები არ დაუფიქსირდა.