ნათია ლაზაშვილი – “თითქმის ყოველდღე კლავენ ქალებს და მკვლელი ქმარია ან ყოფილი ქმარი…”- ვიდეო

ნათია ლაზაშვილი - "თითქმის ყოველდღე კლავენ ქალებს და მკვლელი ქმარია ან ყოფილი ქმარი..."- ვიდეორუსთავი 2-ის წამყვანმა ნათია ლაზაშვილმა სამტრედიაში ქმრის მიერ ცოლის მოკვლის გაშუქებისას მაყურებელს ემოციურად მიმართა.

“თითქმის ყოველდღე კლავენ ქალებს, თითქმის ყველა შემთხვევისას მკვლელი ქმარია ან ყოფილი ქმარი და სანამ მთელი საზოგადოება არ გაერთიანდება ამ პრობლემის წინააღმდგე, სანამ ხმას არ ამოიღებენ თავად მამაკაცები, სპორტსმენები, საზოგადოებისთვის პატივსაცემი და ავტორიტეტული ადამიანები, სანამ ყველა არ მიხვდება, რა ტრაგედიაა მცირეწლოვანი შვილებისთვის მამის მიერ მოკლული დედა და როგორ აისახება ეს მომავალზე, ყოველდღე გაიზრდება დარღვეული ფსიქიკის მქონე ქმრებისგან მოკლული ქალების რიცხვი.

ბოდიში, მაგრამ ეს უნდა მეთქვა.” – თქვა ნათია ლაზაშვილმა.